#33424933 · 10 Oct 2012, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ იცით ვინმემ, დამეხმარეთ. თურქეთში შევუკვეთე საქონელი. მწარმოებელი მეუბნება რომ გადასცა გადამზიდს. საბუთების ასლებიც გამომიგზავნა. გადამზიდი მეუბნება რომ ტვირთი გამოგზავნილია. ჯერ მიმტკიცებდა სარფში გაიჭედაო. მერე მწარმოებელმა გაუხურა და მომწერა მძღოლის ნომერი. მძღოლმა ერთჯერ თუ ორჯერ გვიპასუხა, ოთხშაბათს ვიქნებიო. იმის შემდეგ ყურმილს არ იღებს. რამენაირად თუ შეიძლება დავადგინო, მართლა მოდის თუ არა ტვირთი, საზღვარი თუ გადმოლახა, მოკლედ საქართველოში თუ შემოვიდა. გმადლობთ
|