


ახლახან Audi-მ საზოგადოებას წარუდგინა ფეისლიფტირებული Q5 რომელიც 2008 წლიდან წარმოებაშია Audi Q5 წარმოადგენს კომპაქტური კლასის მდიდრულ ქროსოვერს, Audi-მ ტრადიციას არ უღალატა და თუ ფეისლიფტამდე არ არსებობდა უმძლავრესი ვერსია ფეისლიფტის შემდეგ შექმნა სპორტული Audi SQ5 TDI დიზელის ძრავით, დიზელის ძრავიანი სპორტული ქროსოვერი ჯერ კიდევ 2008 წელს თავად Audi-მ შექმნა და ეს არის Q7 V12 TDI რომელიც ამ დრომდე წარმოებაშია, სპორტული ქროსოვერი დიზელის ძრავით წელს BMW-მაც შექმნა X5 M50d/X6 M50d.


ახლა დავუბრუნდეთ Audi SQ5 TDI-ს ავტომობილი აღიჭურვა ორმაგად ტურბიერბული 3.0 TDI დიზელის ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 313 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს, ეს ძრავი გერმანულმა მდიდრულმა ბრენდმა 1 წლის წინ ახალი თაობის Audi A6-ში მოათავსა. SQ5 TDI-ს მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 250 კმ/სთს (ელ- შეზღუდვით) ხოლო 100 კმ/სთს ანვითარებს 5.1 წამში.ავტომობილი 100 კილომეტრზე მოიხმარს 7.2 ლიტრ დიზელს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს ავტომობილი მიიღებს 8 სიჩქარიან ტიპტრონიკს რომელიც მიბმული იქნება all-wheel drive სისტემასთან.


ექსტერიერს რაც შეეხება ავტომობილი მიიღებს უფრო განიერ გრილს და ხალ ბამპერს არჩევანი გაკეთდება ექსტერიერის მხოლოდ 2 ფერზე: Estoril Blue და Panther Black დაუყენდება ახალი 21 დიუმიანი დისკები. ინტერიერს რაც შეეხება ეს არის ტიპიური Audi S-ია, მაღალი ხარისხის შავი ფერის ტყავი ასევე Pearl Nappa-ს ტყავი და ალკანტარა ასევე შემოთავაზებულია ატლასის კარბონი, ალუმინის პედლები და ამასთან ალუმინის და ხის მასალის ნაზავიც, დაახლოებით 4 ინტერიერის ფერზე გაკეთდება არჩევანი, ინტერიერს შეგვიძლია ვუწოდოთ სპორტული და ამავდროულად ელეგანტურიც. Audi SQ5 TDI გაყიდვაში 2013 წლის პირველივე თვეებში გამოვა, ცნობილია ფასიც რომელიც 58,500 ევროს შეადგენს, ტრადიციულად შესაძლებელი იქნება ინფორმატიული და ასისტანტ სისტემების დამატებაც. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2012 წლის პარიზის საერთაშორისო ავტო შოუზე.





წყარო
http://news.drive.ge/?m=44&newsid=4152