"საბოტაჟს ცდილობენ აბსოლუტურად ყველა სფეროში. ამას ემატება ზოგიერთი მინისტრის უნიათობა, უინიციატივობა და არაპროფესიონალიზმი. გაჩერებულია ყველაფერი..."
"რასაც ძირითადად საყვედურობენ პრემიერსა და მთავრობას, ეს არის ვალდებულებების და დაპირებების ტოტალური არშესრულება, თუ გნებავთ, ვერშესრულება. ამაში ყველაფერი შედის - კოაბიტაცია, სოციალური თვალსაზრისით შექმნილი პრობლემები, რომლის გამოსწორებას საშველი არ დაადგა და სხვა საკითხებიც. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადადგომის უფლება არ აქვს მანამდე, ვიდრე იგი არ შექმნის მყარ გარანტიებს, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყება. აი, ამის მყარი გარანტია სჭირდება საზოგადოება. ეს არის პრობლემათა გორგალი, რომელთა გადაჭრა არის ძალიან რთული. მე კიდევ ერთ რამეს ვხედავ დამატებით - სახელისუფლებო ვერტიკალები არ მუშაობს", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: "ბოკერიამ სააკაშვილის ზურგს უკან დაიწყო მოქმედება / 300 ათასი ოჯახი საშიშროების წინაშე დგას".
"მე ვხედავ, რომ ყველა უწყებაში პრობლემაა შექმნილი, პრობლემა პროფესიონალიზმისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებისა, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ვხედავ, რომ არსებობს მეხუთე კოლონა ძალოვან სტრუქტურებში. ვხედავ, რომ აშკარა საბოტაჟის ფორმებია სხვადასხვა დარგში. თუნდაც გუშინდელი დღის პრობლემა ავიღოთ - იმ ორგანიზაციებმა და შტაბებმა, რომელთაც ჩაბარებული აქვს რთველის გამართვა, პირი შეკრეს და გამოაცხადეს, რომ კონკრეტულ ფასზე მეტს არ გადაიხდიან ყურძენში. თავად ყურძნის მიმღები ქარხნები, რადგანაც რუსეთის გზა გაიხსნა, ბევრად მეტს სთავაზობდნენ გლეხებს ადრე, ვიდრე ამ შემთხვევაში. საფერავი, მაგალითად, ქარხნების შეფასებით ღირს ლარ-ნახევარი, რაც აწობდა გლეხსაც, ფერმერსაც ქარხანასაც და ყველას. მოვიდა დირექტივა შტაბებიდან, რომ ლარსა და ათ თეთრზე მეტად არ ჩაიბარონ. ამან საშინელი დაპირისპირება გამოიწვია გლეხებსა და ქარხნის მეპატრონეებს შორის, თუმცა ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ. მეპატრონეეები გაკვირვებულიც კი იყვნენ - პირიქით, მეტს იხდიდნენ, ნაკლებს ხომ არა? თან რესურსი მათ გამოუყო სახელმწიფომ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ვიღაც ჯგუფმა ადამიანებისა, ვინც ამ შტატებში არიან მოკალათებული, ასეთი ბრძანება გასცა. გუშინ საჭირო გახდა საზოგადოების აქტიური ჩარევა, საზოგადოების ეს ჯგუფი პირდაპირ მივიდა და განუცხადა მინისტრს, რომ ასეთი მდგომარეობაა, საბოტაჟია და ფასმაც მოიმატა ისე, როგორც თავიდან იყო ნათქვამი. საბოტაჟს ცდილობენ აბსოლუტურად ყველა სფეროში. ამას ემატება ზოგიერთი მინისტრის უნიათობა, უინიციატივობა და არაპროფესიონალიზმი. გაჩერებულია ყველაფერი. მეტი კი არ უნდა, პატარა ქვეყანაა საქართველო, ისედაც არამყარი ეკონომიკაა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ თბილისის მოსახლეობის ერთი ნაწილი, დაახლოებით 300 ათასი აბონენტი პრაქტიკულად ბომბზე ზის - იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ, რომელმაც გაზი შეუყვანა ამ ადამიანებს სახლში, გამოიყენა არაპროფილური მილები - წყლის მილები გამოიყენა გაზის მილების ნაცვლად. ამდენი ხანია პროკურატურაში ეს საბუთები დევს და ვერაფრით ვერ დაადგა საშველი. ვიდრე ვიღაც არ აფეთქდება, მანამდე ყურს არ გაიბარტყუნებს არავინ - ეს არის უნიათობა, არაპროფესიონალიზმი და პლუს საბოტაჟი. ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ისეთი ავტორიტეტის ადამიანს, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ის წავიდა, მაშინ უარესი მოხდება რადგან ამას დაემატება კიდევ ერთი უბედურება: ეს არის ქართული პოლიტიკური კულტურის კლასიკა და პოლიტიკური ბრძოლის ფონზე ქვეყანა დაიღუპება", - მიიჩნევს ექსპერტი.
"დღეს ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე. ფაქტისა, რომელსაც ვერ აცნობიერებს ქართველი საზოგადოება - ეს არის ორიენტაციის არჩევის ეტაპი. ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია ორიენტაციაზე "ბეჭედდარტყმის" ეტაპად. ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია - იმდენად მიუღებელია, რომ ჩვენთან ერთად ვისაც უნდა მოეწერა ხელი, მოგეხსენებათ, სომხეთს, მის წინააღმდეგ ლამის ომი გამოაცხადა რუსეთმა და ბოლოს და ბოლოს მიაღწია, რომ უარი ათქმევინა ამაზე და სომხეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირში გაწევრებას. ახლა წარმოიდგინეთ, კულუარულად რა ტიპის ზეწოლაა ამ თვალსაზრისით როგორც დასავლეთიდან, ისე ჩრდილოეთიდან. გარდა ამისა, სხვა მეზობლებიც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურობენ. ვერ ვიტყვი, რომ ამ ზეწოლებს ვერ გაუძლო ივანიშვილმა - მას უარესებისთვისაც გაუძლია", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
"მიმაჩნია, რომ აქ იყო მანევრი იყო - ივანიშვილი მსხვილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს პრინციპულად არ იღებს, ორიენტაციასთან დაკავშირებულს. ყველაზე კარგი მაგალითი ის არის, რომ ის არ ყოფილა ვიზიტით არც ვაშინგტონსა და არც მოსკოვში. ეს სწორედ რომ საკვირველია და აკვირვებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც და ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც. ვერავინ ამოხსნა, რატომ ხდება ეს ამბავი. როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ხელმოწერითი პასუხისმგებლობა მასზე არ იყოს ამ გადაწყვეტილებების მიღებისას. მომავალ პრემიერს მოუწევს ამ გადაწყვეტილებების დოკუმენტებზე ხელის მოწერა - იქნება ეს ნატოში თუ სხვა ორგანიზაციაში გაწევრიანება. ჩანს, ივანიშვილისთვის უკეთესია გვერდით იყოს და კორექტივები შეიტანოს პრემიერისა თუ პოლიტიკური ელიტის ქმედებაში", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას" - "საუბრის ბოლოს ჩვენს მოქმედ პრეზიდენტზეც მინდა გკითხოთ..." - პასუხობს:
"ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილი დღეს აღარ სჭირდება. თუ ატყობთ, მათი კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობს დისტანცირებას. იქ ძირითადი ფიგურა, იდეოლოგიური ღერძი არის გიგა ბოკერია, რომელმაც უკვე კარგად იცის, რა ფასი ადევს მიხეილ სააკაშვილს და აქედან გამომდინარე, ცდილობს, იდეოლოგიურ პროცესში სააკაშველი დატოვოს გვერდზე".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...6-14092013.htmlდარწმუნებული ვარ თქვენ ჩემზე კარგად იცით როგორცაა, რატომ ვარ ერტ ადგილზე და რატომ ვერ მივდივარტ წინ.
ასე (ვა)ვნებტ საკუტარ ტავს და ქვეყანას
ძაან უნიათოები რომ არიან ესენი ეს სხვა კიდევ.
ვშიშობ, ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ესენი იქნებიან ტუ სხვები არაფერი გვეშველება, ხალხი ვართ ეგეთი, კორუმპირებული სულისანი, რა გამოგვასწორებს?! ყველა ტავის ტავზე ფიქრობს როგორც კი სატავეში მოვა, ჭამენ ჭამენ და ვერ ძღებიან, ქვეყანა და ერი ფეხზე კიდიათ, მხოლოდ ერტეულები ჩნდებიან ხანდახან, ვინც ქვეყანაზე და ერზე ზრუნავს და მატაც ვკორტნიტ და ვჭამთ, ტყვიას ვესვრიტ და ვკლავთ...,როგორც მეფე გიორგი იტყოდა.
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა