გამარჯობა!
3წლის წინ მოვიტეხე მარცხენა ხელი იდაყვის არეში, სახსარშიდა მოტეხილობა იყო. ძვალი გადატყდა სახსარში, + ამას ძვალს მოტყდა ფრაგმენტი და გაიჩხირა ხრტილშიო თუ რაღაც ასე ამიხსნეს < ნუ ახლა ამას ჩემს ენაზე გეუბნებით როგორც მე გავიგე მაშინ, დამჭირდა ოპერაცია, რის შემდეგაც 2 ნემსისმაგვარი რაღაცით იყო მიმაგრებული ეს ძვლის ფრაგმენტი ძვალს...
(ეს ხელი იდაყვის არეში ადრეც მქონდა მოტეხილი სადღაც 2წლის წინ ამ შემთხვევამდე, თუმცა მაშინ თაბაშირში მქონდა 4კვირა და პრობლემა არ მქონია რეაბილიტაციაზე...)
თაბაშირის მოშორების შემდეგ ხელს ძალიან ცოტა გრადუსით ვხრიდი და ვშლიდი.
ამის შემდეგ დაიწყო მასაჟები, ცურვაზეც შევედი პარალელურად.
ამ მასაჟებზე საშინელი ტკივილები მქონდა, აი რო აგატირებს ეგეთი.
მასაჟისტი ბოლომდე რო გამიშლიდა ხელს(ჩემით ვერ ვშლიდი), ძალიან მტკიოდა, შემდეგ ხელს რო გამიშვებდა ისევ იგივე ფორმას იღებდა. ხელს რო მიხრიდა ბოლომდე მაშინ კი უფრო მეტად მტკიოდა. მოკლედ ამ 30მასაჟის შემდეგ უკეთესობა ნამდივალდ იყო, თუმცა მაინც ვერ მოვახერხე ხელის გახსნა და მოხრა ბოლომდე...
დაახლოებით 7-8თვის შემდეგ ეს ნემსისმაგვარი რაღაცები ამომიღეს ადგილობრივი ანესთეზიით.
მერეც ჩამიტარდა მასაჟები თუმცა არაფერი შეცვლილა.
ამ ამბების შემდეგ მივხვდი და გავიგე, ასეთ სიტუაციებში რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ძალზედ დიდი ყურადღებაა საჭირო. აი მაგ საკითხში ჩემი ქირურგია დამნაშავე რადგან არ იყო სათანადო ყურადღება. დანარჩენ სიტუაციაში მინდა თუ არა მე ვარ დამნაშავე, რადგან შეიძლებოდა მაშინ ალბათ დაუღალავი ვარჯიშით და მასაჟებით ამის მოგვარება, მაგრამ ვერ მოვახერხე...
სამი თვის წინ ვიყავი ღუდუშაურის კლინიკაში ქირურგთან ახლობლის რჩევით, სადაც გადავიღე რენტგენი, აგერ დასკვნაც:

"მარცხენა იდაყვის სახსრის დეფორმირებული არათრიზი" < ბოლო ორი სიტყვა ზუსტად დავწერე თუ არა არ ვიცი, რადგან კალიგრაფია ისეთია, რომ მიჭირს წაკითხვა, ამიტომაც გადავუღე ფოტო.
ეს რენტგენის სურათები და დასკვნაც ვაჩვენე ამ ქირურგს,
ვკითხე როგორ შეიძლება ამ ხელის მორჩენათქო, ნუ ძვალი უკვე შეხორცებულიაო.
ოპერაციით თუ შეიძლება-მეთქი?
სარისკოაო, რადგან შეიძლება უფრო უმოძრაო დაგრჩესო ხელიო, 50-50ზეაო რაღაც ამდაგვარი, ხრტილზეც იყო საუბარი. საოპერაციო მაშინ არიო, როცა ტკივილები შეგაწუხებსო.
კრისტალებიო იქ რაღაცაც მაჩვენა რენტენის სურათზე, მოკლედ ამ ცდამაც ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინი რომ რაიმე ისეთი იყოს
- იმედისმომცემი..
აქ იმიტომ გავხსენი თემა, რომ იქნებ ამდაგვარი პრობლემა გქონიათ ვინმეს და მოგიგვარებიათ?!
ან ხართ გარკვეული ამაში და რამე ახალს მეტყვით, რითიც შევძლებ ამის მოგვარებას, წინასწარ დიდი მადლობა!