„მე-9 არხი“ თავისუფალი სიხშირეების კონკურსზე გატანას ითხოვს, კომუნიკაციების კომისია წინააღმდეგიაკომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე არ აპირებს თავისუფალი ანალოგური სამაუწყებლო სიხშირეების კონკურსზე გატანას, რაც ტელეკომპანია „მე-9 არხმა“, როგორც ამ ტელეკომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, „3-4 დღის წინ“ კიდევ ერთხელ მოითხოვა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა. „მე-9 არხის“ წერილობითი განაცხადის კომენტირებისას, Media.Ge-განუცხადა, რომ აუცილებელია „სარეზერვო სიხშირეების არსებობა“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში.
„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება, მთელი რიგი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას მოითხოვს, ამიტომ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ანალოგურიდან ციფრულზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში ქვეყანა მაუწყებლობის გარეშე დარჩეს“, - თქვა ხატია ყურაშვილმა.
კახა ბექაურმა, „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა, Media.Ge-ს აცნობა, რომ მათ განმეორებით მოთხოვნაზე, კომუნიკაციების კომისიისგან პასუხი ჯერ არ მისვლიათ.
„ჩვენ, ჯერ კიდევ 3-4 თვის წინ მოვითხოვეთ თავისუფალი სიხშირეების, კონკრეტულად კი, 2004 წელში გაუქმებული „მე-9 არხის“ სიხშირეთა პაკეტის კონკურსზე გატანა, რადგან ეს პაკეტი, რომელიც მაშინდელ ტელეკომპანიას უკანონოდ ჩამოართვეს, დღემდე თავისუფალია - ის არავისთვის გადაუციათ. საუბარია როგორც მეტრულ ისე დეციმეტრულ სიხშირეებზე, რომლის კონკურსის წესით დაბრუნების შემთხვევაში, აღდგენილი „მე-9 არხი“ მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს მაუწყებლობას“, თქვა ბექაურმა.
„მე-9 არხი“, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს, ფლობს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას და ვრცელდება საკაბელო ქსელითაც.
ბექაურმა განმარტა, რომ მასთ ქერის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, საკაბელო კომპანიებს „მე-9“-არხი" არ გაუთიშიათ, პირიქით, ამ მხრივ სულ უფრო მეტ კომპანიებთან ფორმდება კონტრაქტი, თუმცა საუკეთესო შემთხვევაშიც კი, სატელიტური მაუწყებლობით და საკაბელო ქსელით, ტელეკომპანია მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს მოიცავს, საიდანაც 65 პროცენტი თბილისელ აუდიტორიაზე მოდის.
„პრაქტიკულად რეგიონებში, სოფლად, მაყურებელი არ გვყავს, ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაუწყებლობის გაფართოება, რასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელს გვიშლის“, თქვა ბექაურმა“, „ჩვენ ვაიძულებთ კომისიას, რომ კონკურსი გამოაცხადოს“.
მან დააზუსტა, რომ მიმართავენ სამართლებრივ გზებს იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიამ თავისუფალი სიხშირეები, მათ შორის, „ძველი“ „მე-9 არხის“ სიხშირეთა პაკეტი საკონკურსოდ არ გამოიტანა. თუმცა მან აქვე დასძინა, რომ ვიდრე არ მოხდება სასამართლოს რეფორმა, არსებული სასამართლოს პირობებში საქმის მოგება ძნელი იქნება.
„კიდევ ერთი, ჩვენი ინფორმაციით კომუნიკაციების კომისიას 2003 წლის შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიები ღია კონკურსის წესით არ გაუცია, არამედ უკანონოდ გადასცა ზოგიერთ კომპანიას. ამ საკითხს ჩვენი ძალებით ვიკვლევთ, პროცესის გარკვეულ ეტაპზე იურისტებსაც ჩავრთავთ“, თქვა „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა.
მან დასძინა, რომ ტელეკომპანია აპირებს ასევე პარლამენტის შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს მიმართოს, რომ აიძულოს კომისია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
მოქმედი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რომლის არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. მისი ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ივანიშვილის მეუღლის მიერ დაფუძნებულ კომპანიას „მე-9 არხი“ ეკუთვნის.
http://www.media.ge/stories/me9arkhitavisupalisikhshპ.ს კომუნიკაციების კომისიის თითოეული წევრი უნდა გადადგეს და თავიდან უნდა იქნენ არჩეულნი რადგან მარეგულირებელი კვლავ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი არის !