უკანონო შემოწირულობების მოტივით დაჯარიმებულ პირებსა და რამდენიმე ორგანიზაციას ქონება უკან უბრუნდებათ
16:23 09-10-2012
უკანონო შემოწირულობების მოტივით დაჯარიმებულ ფიზიკურ პირებსა და რამდენიმე ორგანიზაციას ჩამორთმეული ქონება უკან უბრუნდებათ.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს. მათივე ცნობით, ქონება უკან დაუბრუნდება კომპანია "ბურჯს" და ფიზიკურ პირებსაც. იმ ნივთების სანაცვლოდ კი, რომელთა რეალიზება მოხდა ელექტრონულ აუქციონზე, სავარაუდოდ მოხდება ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა.
როგორც აღსრულების ბიუროში ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, დაჯარიმების პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო.
მათივე ცნობით, ჩამორთმეული ქონების მოკვლევისა და დაბრუნების პროცესი გრძელდება.
ფიზიკური პირები და რამდენიმე ორგანიზაცია "ქართული ოცნებისთვის" უკანონო შემოწირულობის მოტივით სოლიდური თანხით დააჯარიმეს.
http://www1.interpressnews.ge/ge/samartali...brundebath.htmlამათ ჰგონიათ სასამართლოს აცდებიან
http://www.facebook.com/JerSadKhart