მოკლედ, რა ხდება - დამჭირდა ფულის გადარიცხვა ბარათით და ის კომპანია, რომელსაც ვურიცხავ ითხოვს, რომ ბარათს ჰქონდეს 3D Secure ტექნოლოგია ჩართული. დავრეკე იმ ბანკში, სადაც ბარათი მაქვს აღებული (არ დავასახელებ, რათა დანარჩენ ბაკებს არ ვაწყენიო

) და მიუხედავად მთელი მცდელობებისა ამეხსნა, რომ 3D Secure არის Visa-ს შემუშავებული სისტემა, ონლაინ გადახდების დაცვისათვის დ.ა.შ., ბანკის თანამშრომელს ჯიუტად ეგონა, რომ 3დ თამაშზე ველაპარაკებოდი.

მოკლედ, თუ იცით ვინმემ - რომელიმე ქართულ ბანკს აქვს 3D Secure? და თუ აქვს, რა ჯდება სადებეტო ბარათის აღება?
This post has been edited by Makumba666 on 10 Oct 2012, 11:35