http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...as-uaryofs.htmlშინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან უშიშროების კომპონენტის გამოყოფის და ორი სამინისტროს შექმნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე არანაირი ორი სამინისტროს შექმნა დაგეგმილი არ არის. მისივე განმარტებით, განიხილება სამინისტროს შემადგენლობაში გარკვეული რეორგანიზაციის განხორციელება, რაც თავის მხრივ სამინისტროს სისტემის მაქსიმალურ გაჯანსაღებასა და მის ეფექტიანობაზე იქნება ორიენტირებული. რეორგანიზაციის დეტალების დაკონკრეტებისგან ღარიბაშვილმა დღეს თავი შეიკავა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ერთმნიშვნელოვნად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოლიციის სისტემაში შევარდნაძის პერიოდის ცნობილი პოლიციელიის მაღალჩინოსანი სოსო ალავიძე დაბრუნდება. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
..............................................................
კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა სიცრუის მანქანას წარმოადგენენ ნაცოპოარხები.
სირცხვილი ასეთ მედიას, სირცხვილი რუსთავი-2-ს და იმედს