ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს
პროექტის "შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარებისათვის" პრეზენტაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაციას საფრანგეთის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის გენერალური დირექტორატი, ლიტვის შსს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რისკების დაგეგმვისა და რეაგირების საშუალებების გაუმჯობესება; საქართველოში სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება; ეროვნულ დონეზე პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება; საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რათა ეფექტურად განახორციელოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რისკების გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ბიუჯეტი 800 000 ევროს შეადგენს და ერთი წლის ვადითა არის განსაზღვრული.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=17874მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა
12.10.12 12:38
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საუბრის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა.
მიდის საქმე წინ