#33533165 · 18 Oct 2012, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირობითად დავყოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადი ორ ნაწილად:
1. მხოლოდ მიწის გადასახადი 2. ქონების გადასახადი მიწის ჩათვლით
1-ელს ექვემდებარება ყველა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი აქვს შემოსავალი მე-2-ს ექვემდებარება მხოლოდ ის პირები, ვისი შემოსავალიც წლის მანძილზე აჭარბებდა ან იყო 40 000 ლარი
ვისაუბრებ მხოლოდ I ნაწილზე:
მიწის გადასახადისგან თავისუფლდება პირი, თუ: A. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე დგას სახლი და საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწაც და სახლიც ერთი საკადასტრო კოდით ამოდის; B. თუ მიწა მიღებულია 2004 წლის 1 მარტამდე და არ აჭარბებს 5 ჰექტარს (50 000 კვადრატული მეტრი). ეს დანაწესი ვრცელდება ასევე მათზეც, ვინც მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული მიწები (მაგალითად: პაპა ფლობდა მიწას 1990 წლიდან, მამამ მიიღო მემკვიდრეობით 2007 წელს. თავისუფლდება!); C. შემოსავლების სამსახურში გადაამოწმეთ, შეიძლება, თვითმმართველ ერთეულს გათავისუფლებული ყავხართ გადასახადისგან. მაგალითად, თელავში გათავისუფლებულია პირი მიწის გადასახადისგან, თუ მიწის ფართობი არ აღემატება 2000 კვადრატულ მეტრს.
თუ გაქვთ მიწები და ყველა მიწა გათავისუფლებულია გადასახადისგან, არ ექვემდებარებით დეკლარაციის შევსებასაც კი!!!
This post has been edited by Mr-Banks on 18 Oct 2012, 14:59
--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
|