აქ რაზე ვწუხვართ და ვვიშვიშებთ ფორუმელები?

)))
ტუვალუ სადღაც გადასაკარგავში 10 000 აბორიგენით, მაქედან ვინ ჩავა ევროპაში? არავინ თითქმის, ყველა რომც ჩავიდეს ვერც გაიგებენ.
რატომ არ უნდა მისცენ უვიზო?
ზუსტად ტუვალუს ლოგიკით გვაძლევენ უვიზოს ჩვენ აგერ სექტემბერ-ოქტომბერში და არ მისცემენ კიდევ მრავალი წელი თურქეთს.
თურქეთი ევროკავშირში შესვლას მაშინ ცდილობდა ჯერ კიდევ როცა ხრუშოვი მართავდა სსრკ-ს, ჩვენზე რამდენჯერმე მდიდარი,უზრუნველყოფილი,ძლიერი სახელმწიფოა.
მაგრამ 80 მილიონი არიან,თან მუსლიმები და არ მისცემენ.
ჩვენ კი ყველა პარამეტრით თურქეთზე უკან მყოფებს გვაძლევენ.
წარმოიდგინეთ რა უსამართლობას გრძნობენ სტამბულის ფორუმზე,რეები არ იწერება იქ.

ასე რომ ზოგჯერ ტუვალუობა სულაც არაა ცუდი.