დიდი უზულის კურთხევით იხსენება.

* * *
ყველა სიმღერა რასმე გაგონებს,
ყველა სიმღერას თავის წლები აქვს;
ყველა სიმღერა რასმე გაგონებს,
რაც ფიქრს ოდესღაც დავიწყებია.

ზოგში ვარდისთვე არის პირველი
და თან მიჰყვება სული მთავარი,
ან შორეული ქრის თებერვალი
და ფრთას ილეწავს სხვენში ყავარი.
ზოგში იხილავ ძველ წყალდიდობას,
ჩავლილს შენამდი, შენს არყოფნაში.
ზოგში სანთლები ბრწყინავს დიდუბის,
ნახული სიზმრად თუ ბალღობაში.
ზოგში ხან დედის თავსასთუმალი,
ხან გელანდება მამის სამოსი,
ზოგში იელვებს აბასთუმანი
ან შემოდგომა საგურამოსი.
ყველა სიმღერა რასმე გაგონებს,
ყველა სიმრერას თავის წლები აქვს,
ყველა სიმღერა ვისმე გაგონებს,
ვინც გულს ოდესღაც დავიწყებია.
მაგრამ, ძვირფასო, რაც შენ გიპოვნე,

რომ სიცოცხლეში წინ წაგიმძღვარო,
ყველა სიმღერა შენს თავს მაგონებს,
შენ, სიყვარულო დაუვიწყარო!
* * *
ამ კვირის ჰიტია (ჩემთვის

)