
ისტორია ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკის შესახებ დაიწყო ჯერ კიდევ 1978 წლის სექტემბერში, როდესაც ამერიკულ სატელევიზიო არხზე ABC ზე შედგა პირველი სერიის პრემიერა. ახალი ეპიკის შემქმნელი გახდა Glen A. Larson. თავდაპირველად გამოშვება იგეგმებოდა ფილმებად, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა სრული სერიალის გადასაღება.
მოგვიანებით გამოჩნდა დაწერილი წიგნები, ტელესერიალის მოტივების მიხედვით, მოთხრობები, კომიქსები, კომპიუტერული და სამაგიდო თამაშები, გამოჩნდა დამატებითი ერთობლივი იდეები ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკის საკონცეფციო სამყაროს შესახებ.
2003 წელს ისტორია გალაქტიკის შესახებ იყო განახლებული რემეიკი ამერიკული ტელეარხი Sci Fi მეშვეობით.
1978 წელს გადაღებული ორიგინალი ვერსია არ მაქ ნანახი ამიტომ მინდა დავწერო რემეიკის შესახებ რომელიც დაიწყო 2003 წელს. სერიალის შესავალი 3 საათიანი პილოტი რომელიც გამოვიდა 2003 წელს, და შემდეგ წელს უკვე 4 სეზონიანი სერიალი რომელიც დაიწყო და დამთავრდა (2004-2009) სულ 73 სერია + ამას 2 დამატებითი ფილმი Battlestar Galactica: Razor და Battlestar Galactica: The Plan
მინი სერიალი (შესავალი)2003 წლის დეკემბერში ტელეარხმა Sci Fi ეთერში გაუშვა ორ სერიანი ფილმი Battlestar Galactica რემეიკი. მთავარ როლში ითამაშა ცნობილმა მსახიობმმა Edward James Olmos (მეთაური ულიამ ადამა) და Mary McDonnell (ლორა როზლინი). ამ მინი სერიალმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა მაყურებლებში, რომ იყო მიღებული გადაწყვეტილება სრული სერიალის გადაღებაზე.
რემეიკის შინაარსიკობოლის თორმეტ პლანეტაზე ყვავობს ადამიანების ცივილიზაცია, რომლებმაც შექმნეს რობოტები, და დაარქვეს საილონები. შემდგომ საილონებმმა მოითხოვეს რომ მათთვის გაეცათ სამოქალაქო უფლებები, რომ არ განსხვავებულიყვნენ არაფრით ადამიანებისგან. ხალხმა უარი განაცხადა, და დაიწყო მრავალწლიანი სასტიკი ომი. საბოლოოდ მიღწეული იქნა სამშვიდობო გადაწყვეტილება, და საილონები წავიდნენ თავიანთი სახლის ძიებაში. მაგრამ 40 წლიანი შერიგების დროს, როდესაც კაცობრიობა ნელნელა შორდებოდა ტექნოფობიას, საილონები თავიანთ ტექნოლოგიებს აუმჯობესებდნენ, და ემზადებოდნენ კობოლის 12 პლანეტის თავდასხმაზე. გენიოსი მეცნიერი გაი ბალტარის მოტყუების მეშვეობით, საილონებს საშუალება ეძლევათ შეაღწიონ კოლონიის უსაფრთხოების სისტემაში, ერთდროულად განახორციელონ თავდასხმა და მოახდინონ ოკუპაცია, და გაანადგურონ პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა. მხოლოდ რამდენიმე ათასეული გადარჩენილი მოახერხებს კოსმოსში აღწევას, რათა თავი დააღწიონ ოკუპირებულ პლანეტას და შეინარჩუნონ სიცოცხლე. გადარჩა კიდევ ერთი ძველი საბრძოლო ხომალდი "გალაქტიკა" რომელსაც შეუძლია გაუძლოს საილონების თავდასხმას და შეიფაროს მოსახლეობა. მეთაურ უილიამ ადამას დაქვემდებარებაშია ხომალდი გალაქტიკა და იგი ამოცანას უდგება სათავეში რომ გაუძღვეს ფლოტს უკანასკნელი ადმიანების რასის გადარჩენაში და იპოვნონ ახალი სახლი, პლანეტა სახელად დედამიწა..
მხატვრული ფილმიორიგინალი სერიალის შემქმნელმა გლენ ლარსონმა მოლაპარაკება გამართა სტუდია Universal Pictures სთან Battlestar Galactica ის დიდ ეკრანზე გადასატანად. ფილმის გადაიღებენ ძირითადად 1978 წლის სიუჟეტის მიხედვით აიგება. ფილმის კინორეჟისორათ მიზნად ისახავს გახდეს Bryan Singer. სცენარისტად დამტკიცებულია John Orloff.
Battlestar Galactica: Blood and Chrome ამ ახალი სერიალის პილოტი დაგეგმილია 2013 წელს რომელსაც მე ველოდები მოუთმენლად
2010 წლის ივლისში ტელეარხმა Syfy გამოაცხადა პრიკველი სერიალი რემეიკი Battlestar Galactica: Blood and Chrome გამოსვლა, რომელშიც მოვლენები ვითარდება პირველი საილონების ომის 10 წლის შემდეგ. იმ დროს როდესაც მძვინვარებს ბრძოლა ადამიანებსა და მის შექმნილ ინტელექტუალურ რობოტების შორის, სამყაროს 12 ივე კოლონიური პლანეტაზე, თავდაჯერებული ახალგაზრდა ვაიპერის პილოტი ერთობა ბრძოლაში. William Adama, ახლად დამთავრებული აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც 20 წელს ცოტატთია გადაცილებული, რომელსაც ენიჭება ერთერთი ყველაზე ძლიერი ხომალდი კოლონიარულ ფლოტში "გალაქტიკა". ნიჭიერი, მაგრამ იმპულსური რისკის მოყვარული ახალგაზრდა მალე ხდება ერთერთი სახიფათო და საიდუმლო მისიის ლიდერი, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შემოაბრუნებს ათწლიან ომს ფლოტის სასარგებლოდ.
შეგიძლიათ იხილოთ ამ ახალი სერიალის თრეილერი
თრეილერივისაც აქვს ნანახი ეს სერიალი და ახსოვს კარა ტრეის "სტარბაკი" ვინ იყო რა იყო თქვენი აზრები გამოხატეთ მის შესახებ მე ყველაზე ძალიან მაგის როლი მომეწონა ძალიან მაგრად ითამაშა

ეს კიდე ამ სერიალის მიხედვით აგებული თამაში
ვიდეო This post has been edited by mago on 22 Aug 2012, 06:01