გყავთ ასეთი მეგობარი?
არ დაიწყოთ ეხლა ეგ მეგობრობა აღარაა უი შე ოღრაშო ეს როგორ გააკეთე ...
მყავს ერთი მეგობარი ბიჭი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, 17 წლის ვიყავი როცა შემოგვეზასავა (პარდონ) მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ისევ ისეთი მჭირდო ბესთ ფრენდ ურთიერთობა გავაგრძელეთ. ცოტა ხანში სექსი ვიქონიეთ

წლებია უკვე მასაც ცოლი ყავს მე ბოიფრენდი, ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს, მის ცოლთან "ვდაქალობ" მაგრამ ღმერთი რჯული მისთვის ცუდი არ მინდა პირიქით ძალიან კარგი გოგოა და მანდობს მეუღლეს ყოველთვის

ჩვენ ხან თვეში ერთხელ, ხან სამთვეში, ხან კვირაში, კარგი სექსი გვაქვს. თითქოს შეგვისისხლხორცდა და ჩვეულებრივი ამბავია, ის ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარია, არანაირი სიყვარული არ არსებობს და მსგავსი ნაზი გრძნობები, შეიძლება ზოგს მოეჩვენოს არა არ იქნება მასეო მაგრამ ვამტკიცებ რომ ჩვენ მართლა საუკეთესო მეგობრები ვართ... ბენეფიტებით. ყველაზე მაგარი ისაა რომ ჩვენი პატარა საიდუმლოა რომელიც ჩვენ ორის გარდა კაციშვილმა არ იცის. ეს ეხლა ნორმალურად მიგაჩნიათ? არა ხო?

რავი მე ბედნიერად ვარ და.
არეული ტექსტისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემთან ღამეა და მეძინება, მომენატრა ქართველებთან კონტაქტი
მოყევით თქვენც გექნებათ მსგავსი თავგადასავალი თუ მე ვარ მარტო ერთი... ჰა?? ჰააა????
გკოცნით თქვენი ბეიბი.