ჩვენი პროვოცირება და ერთმანეთის დაპირისპირება რომ არ ყოფილა ძნელი საქმე, ეს ბოლო დროის მოვლენებმა დაადასტურა. ბოლო მოვლენებმა ისიც
დაგვანახა, რომ არც ისე მტკიცე ყოფილა ჩვენი ერთიანობა. ვფიქრობ და ახსნას ვერ ვუძებნი, გულწრფელად ვერ ვხვდები,
ასე ხაზგასმულად რატომ უპირისპირებდა ხელისუფლება საქართველოს კუთხეებს ერთმანეთს.დაპირისპირებასაც გააჩნია, ჩვენში თემური წყობილებიდან გადმოყოლილი ინსტიქტები გააცოცხლა და ქვების სროლა დაგვაწყებინა.

) არადა, ამ გაუგონარ სიბრიყვეს ხომ შეეძლო ერის გახლეჩვა გამოეწვია? ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ხელისუფლება კი რატომ უნდა ყოფილიყო ამით დაინტერესებული? ესე იგი, ისინი ე.წ. "ბეთხოვენას სიბრძნის" -"გააჩნია რა შემთხვევაში?" პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. ანუ , თუ ამერ-იმერის დაპირისპირება ხელისუფლების შენარჩუნებაში დაგვეხმარე , ეს სვლა მისაღებია, თუ არა და "ჩვენ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო"
ერთი სიტყვით, თუ ეს პოლიტიკა სახელმწიფო რანგში აყვანილი სიბრიყვე იყო, მაშინ მთელი მათი "სასტავი" რამიშვილი -ბოკერიას თამადობით ქვეყნის მტრები ყოფილან, ბასტა!
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.