სრული სახელი: Club Atlético de Madrid, S.A.D.
მეტსახელი: Los Colchoneros (The Mattress-makers)
Los Rojiblancos (The Red and Whites)
Los Indios (The Indians)
El Atleti
დაარსება: 1903 წელი, 29 აპრილი (as Athletic Club de Madrid) 1939 წელი, 4 ოქტომბერი (as Club Atlético de Madrid)
სტადიონი: ვისენტე კალდერონი
პრეზიდენტი: ენრიკე სერეზო
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ლიგა: პრიმერა დივიზიონი
"ატლეტიკო" არის საფეხბურთო კლუბი, ქალაქ მადრიდიდან, რომელიც მონაწილეობას იღებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. "ატლეტიკომ" მოიგო ლა ლიგაც და კოპა დელ რეიც ცხრა შემთხვევაში, ევროპაში კი თასების მფლობელთა თასი 1962 წელს, საერთაშორისო თასი 1975 წელს და ევროპის ლიგა 2010-ში. მადრიდელებმა 48 წლიანი უტიტულო სერია კონტინენტზე ფულემთან 2-1 გამარჯვების შემდეგ დაასრულეს.
ისტორიის განმავლობაში ბევრი მეტსახელი ჰქონდა ატლეტიკოს, Lос Colchoneros, თეთრეულის მწარმოებელი ინგლისურ ენაზე, მათი ფორმებისდა გამო. 1970-იან წლებში ისინი გახდნენ ცნობილები როგორც - Lос Indios, ანუ კლუბი რომელმაც რამდენიმე სამხრეთ ამერიკელ მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი, მას მერე რაც ლიმიტი მოიხსნა. თუმცა არსებობს ამ ფაქტის უარმყოფი თეორიებიც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ეს სახელი მოდის სტადიონის მდებარეობიდან, რომელიც მდინარესთან ახლოს მყოფ ბანაკთანაა, ან Lос Indios იყვნენ ტრადიციული მეტოქეები Lос Blancos - თეთრი, რომელიც გახლავთ მათი თანაქალაქელი კონკურენტის - რეალის ფერი. ელენიო ხარეიროს დროს, ლაბრი ბენბარეკის დახმარებით "ატლეტიკომ" მოიგო პრიმერა დივიზონი 1950-11 წლებში. ხერეიროს წასვლის შემდეგ გუნდმა დაიწყო "რეალის" და "ბარსელონას" უკან დევნა. 1950 წლის ნარჩენებით ისინი დატოვეს "ბილბაოს" ატლეტიკთან საბრძოლველად, ესპანეთის მესამე გუნდის სახელი გულისთვის..
ისტორია თავდაპირველად გუნდი 1903 წლის 26 აპრილს დაარსდა 3 ბასკის სტუდენტის მიერ, მას მადრიდის სპორტული კლუბი დაერქვა სახელი. ამით სტუნდენტებს სურდათ იმ ფეხბურთელების მიღება გუნდში, რომლებიც არ იქნენ მიღებულნი ატლეტიკ ბილბაოში. 1904 წელს მათ რეალის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ თამაში ლურჯ-თეთრ ფორმებში დაიწყეს, ისეე როგორც ბილბაოს სპორტუგალი გუნდი, მაგრამ 1911 წლიდან ისინი ასპარეზობენ ახლანდელ, წითელ და თეთრ ფერებში. ბევრი თვლის რომ ეს ფინანსური საკითხის ბრალი იყო, რადგან იმ დროისთვის წითელი და თეთრის მაისურები ყველაზე იაფი ჯდებოდა, რადგან იგივე მასალა და ფერი იხარჯებოდა საწოლების კეთებაში. ამ ფაქტმა ალბათ მართლაც იმოქმედა მათზე და შეაცვლევინა ფორმის ფერი, ასევე ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღესაც კი მათ გუნდს- ლეიბების წარმომადგენლებს უწოდებენ. სხვა ვარიანტი ფორმის შეცვლისა მდებარეობს იმაში, რომ სპორტულ კლუბს ბილბაოსაც და მადრიდსაც ბლექბერნ როვერსისნაირი ფორმა ჰქონდათ. როდესაც 1911 წელს ხუანიტო ელორდუი, ყოფილი ფეხბურთელი და იმ დროისათვის კლუბის სპორტული მხარეს წარმომადგენელი ინგლისში წავიდა ორივე გუნდის (ატლეტიკის და ატლეტიკოს) ფორმის მასალების ჩამოსატანად, მან ბლექბერნის ფერების მასალა ვერ იპოვა და ამის ნაცვლად შეიძინა საუტგემპტონის, წითელი და თეთრი ფერის მასალა. სპორტულმა კლუბმა ბილბაომ სრულიად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფერი ფერში გადმოიღო ფორმა საუტგემპტონისაგან, წითელ-თეთრი ფორმა და შავი შორტიკი. ამისდა გამო მადრიდის სპორტულმა კლუბმა მადრიდმა ასევე აიღო წითელ-თეთრი ფორმა, მაგრამ შეინარჩუნა როვერსული ლურჯი შორტი, ამიტომ მას შემდეგ მათი მეტსახელია როხიბლანკოს...
.jpg/800px-Estadio_Vicente_Calderón_en_el_Atlético_de_Madrid-Schalke_04_(2008).jpg)
ესტადიო ვისენტე კალდერონი, არის "ატლეტიკოს" საშინაო არენა რომელიც მდებარეობს სამხრეთ მადრიდში,
სტადიონი დაარსდა 1923 წელს რომელსაც თავიდან ეწოდა ესტადიო "მანზარნესი" ხოლო შემდე 1966 წელს კლუბის პრეზიდენტ ვისენტე კალდერონის საპატივცემულოთ მისი სახელი დაარქვეს.მისი ტევადობა თავიდან 40 000 იყო მაგრამ სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ ვისენტე კალდერონი 54 000 ადამიანს იტევს.
2012-წელს ატლეტიკო აშენებს ახალ სტადიონს რომლის სახელწოდებაც "ლა პეინეტე" იქნება ახალი სტადიონი ძველისგან განსხვავებით ბევრად დიდი იქნება და მისი ტევადობა 74 000-ია. სტადიონი ასვე განკუთვნილია 2016 წლის ოლიმპიადისთვის რომელიც მადრიდში იმართება. რაც შეეხება ვისენტე კალდერონს მის ადგილას უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრი აშენდება...
ესტადიო "ლა პეინეტა"
მადრიდული დერბი
"ატლეტიკო" თამაშობს საკუთარ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე, რომელიც 54 851 ადამიანს იტევს. 2012 წელს კი ისინი ახალ სტადიონ - ესტადიო ლა პეინეტიზე გადასვლას აპირებენ, რომლის ტევადობაც 73 000 იქნება.
მადრიდის რეალი და ატლეტიკო აბსოლუტურად განსხვავებული გუნდები არიან. ადრეულ წლებში ფრანკოს დროს "ატლეტიკო" პრივილეგირებული გუნდი იყო, სანამ ეს პრივილეგია რეალზე არ გადავიდა 1950-იან წლებში.
რა თქმა უნდა დიქტატორული მთავრობა ცდილობდა გაეკეთებინა პოლიტიკური კაპიტალი, რეალის ტიტულებისაგან, რადგან ესპანეთი იმ დროს იზოლირებული იყო საერთაშორისო დონეზე. ატლეტიკოს ფანები არიან ამ სიტყვების ავტორნი: "Hala Мадрид, hala Мадрид, эль equipo del gobierno, la verguenza del pais", რაც ითარგმნება როგორც: ”მოდის მადრიდი, მთავრობის კლუბი, ქვეყნის სირცხვილი ! ”
ლუის არაგონესი
ხოსე ლუის არაგონეს სუარესი, დაიბადა მადრიდში 1938 წლის 28 ივნისს. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" ისტორიაში.
არაგონესმა პირველი წარმატება როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი მოიპვა ატლეტიკოში. 4-ჯერ მოიგო ესპანეთის პრიმერა დივიზონი, 3-ჯერ კოპა დე ლა რეი ხოლო თითოჯერ მოიგო ესპანეთის სუპერ თასი და სეგუნდა დივიზიონი. "ატლეტიკოში" ჩატარებული 265 მატჩიდან ლუის არაგონესმა მეტოქე 172-ჯერ დაამწუხრა.
ხოსე ლუის არაგონესმა კარიერა "ხეტაფეში" დაიწყო 1956-57 წლებში ის თამაშობდა სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ხოლო 1958 წელს ის მიიწვიეს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში რის შემდეგადაც ჯერ განათხოვრებული იყო "უელვაში" ხოლო შემდეგ "პლუს ულტრაში". 1960 წელს მადრიდის "რეალმა" გაყიდა ლუის არაგონესი "რეალ ოვედოში" რის მერეც არაგონესმა კიდევ 2 კლუბი გამოიცვალა და საფეხბურთო კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დაასრულა ..
"ატლეტიკოს" მაისურით ჩატარებული ოფიციალური მატჩები1. ადელარდო (511)
2. ენრიკო კოლარი (470)
3. ტომაშ რენონესი (463)
4. კარლოს აგილერა (454)
5. ისაკიო კალეხა (425)
6. ხუან კარლოს არტეჩე (421)
7. ლუის არაგონესი (372)
8. ალბერტო ფერნანდეში (361)
9. ფელიჩიანო რივილა (356)
10. ადრიან ესკუდერო (330)
"ატლეტიკოს" მაისურით ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები1. ლუის არაგონესი (172)
2. ადრიან ესკუდერო (170)
3. ფრანცისკო კამპოსი (144)
4. ხოსე ეულეხიო გარატე (136)
5. ხოაკინ პიერო (129)
6. ადელარდო (113)
7. ენრიკა კოლარი (104)
8. რუბენ კანო (97)
9. მანოლო (92)
10. ფერნანდო ტორესი (91)
ფერნანდო ტორესი 
ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი დაიბადა 1984 წლის, 20 მარტს ფუენლაბრადაში ფეხბურთით ბავშვობიდანვე დაინტერესდა და მისი პირველი გუნდი 5 წლის ასაკში “პარქუ 84″ გახდა.
მან თავის კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო 1998 წელს. ამის შემდეგ "ატლეტიკო" მადრიდმა 15 წლამდე გუნდი ნაიკის თასზე გააგზავნა სადაც ბევრი ევროპული გუნდი იღებდა მონაწილეობას. "ატლეტიკომ" მოიგო ეს ტურნირი, ტორესი კი მოგვიანებით ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული .1999 წელს როდესაც ტორესი 15 წლის იყო პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი "ატლეტიკოსთან". თავისი პირველი წელი მან ახალგაზრდულ გუნდში გაატარა ხოლო შემდეგ “ჰონორ დივიზიონ” – ში გადავიდა როდესაც 16 წლის გახდა. 2000-01 წლების სეზონი მისთვის ცუდად დაიწყო რადგან მას ტრამვა აწუხებდა და დეკემბრამდე ვერ ითამაშა. ტორესი წინა სასეზონო მომზადების დროს პირველ გუნდთან ვარჯიშობდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში კი 2001 წლის 27 მაისს შედგა ვისენტე კალდერონზე “ლეგანეს” -ის წინააღმდეგ. ერთი კვირის შემდეგ მან თავისი პირველი გოლი გაიტანა “ალბასეტე” – ს წინააღმდეგ. ამ სეზონში ატლეტიკო ლა ლიგიდან გავარდა.
2001-02 წლების სეზონში "ატლეტიკო" ლა ლიგაში დაბრუნდა. ეს სეზონი ტორესისთვის წარუმატებელი გამოდგა. მან 36 მატჩიდან 6 გოლი გაიტანა სეგუნდა დივიზიონში. ტორესის პირველი მაღალდონეზე ჩატარებული 2002-03 წლების სეზონი ძალზედ წარმატებული გამოდგა. მან ამ სეზონში 12 გოლი გაიტანა 29 მატჩიდან. შემდეგ 2003-04 წლების სეზონში მან გააუმჯობესა შედეგიანობა და 35 მატჩიდან 19 გოლი გაიტანა. იგი მხოლოდ 19 წლის იყო როდესაც ატლეტიკოს კაპიტნად დაინიშნა. "ატლეტიკო" მაშინ უეფას თასზე ვერ მოხვდა. გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა რაც ნიშნავდა, რომ ატლეტიკო უეფას ინტერტოტოს თასზე გამოვიდოდა. ამით ტორესმა პირველად შეიგრძნო ევროპულ გუნდებთან შერკინების გემო. მან ორი გოლი გაიტანა “ბეოგარდთან” ორივე მატჩში. "ატლეტიკო" ფინალში გავიდა, მაგრამ ვილიარეალთან დამარცხდა. პრემიერლიგის მაშინდელ ჩემპიონებს სურდათ ტორესის შეძენა 2005 წელს, მაგრამ მაშინ ერიკე სერეზომ "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ მისი შეძენის. მაგრამ 2007 წელს ფერნანდო ტორესი გადაბარგდა ინგლისის "ლივერპულში" სადაც ამჟამად იმყოფება.
პრეზიდენტები1. ენრიკე ალენდე (1903)
2. ედუარდო დე აჩა (1903-07)
3. რიკარდო დე გონდრა (1907-09)
4. რამონ დე კარდენასი (1909-12)
5. ხულიან რუეტე (1912-19)
6. ალვარო დე აგილარი (1919-20)
7. ხულიან რუეტე (1920-23)
8. ხუან დე ესტეფანია (1923-26)
9. ლუსიანო ურგუიხო (1926-31)
10. რაფაელ გონსალესი (1931-35)
11. ხოსე დელ ვალე (1935-36)
12. ხოსე მარია ფერნანდესი (1936-39)
13. ფრანცისკო ვივესი (1939)
14. ლუის ნავარო (1939-41)
15. მანუელ გალეგო (1941-45)
16. ხუან ტოუსონი (1946-47)
17. ჩეზარო გალინდესი (1947-52)
18. მარკეს დე ლა ფლორიდა (1952-55)
19. ხუან სუევოსი (1955)
20. ხავიერ ბაროზო (1955-64)
21. ვისენტე კალდერონი (1964-80)
22. რიკრადო ირესბალი (1980)
23. ალფონსო კაბესა (1980-82)
24. ანტონიო დელ ჰოიო (1982)
25. აგუსტინ კოტორუელო (1982)
26. ვისტენდე კალდერონი (1982-87)
27. ფრანცისკო კასტედო (1987)
28. ხესუს გილი (1987-03)
29. ენრიკე სერეზო (2003-10)
მწვრთნელები1. რიკარდო ზამორა (1939-46) - პრიმერა დივიზიონი (2), ესპანეთის სუპერ თასი
2. ჰელენიო ჰერეირა (1949-53) - პრიმერა დივიზიონი (2), ესპანეთის სუპერ თასი
3. ფერნანდო დაუჩიკი (1957-60) - კოპა დე ლა რეი
4. ხოსე ვილალონგა (1960-62) - კოპა დე ლა რეი, უეფას თასების მფლობელთა თასი
5. ლუის არაგონესი (1974-80, 1982-87, 1991-93, 2001-03) - პრიმერა დივიზიონი (2), კოპა დე ლა რეი (3), უეფას თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის სუპერთასი, სეგუნდა დივიზიონი (2)
6. ტომისლავ ივიჩი (1990-91) - კოპა დე ლა რეი
7. რადომირ ანტიჩი (1995-98) - პრიმერა დივიზიონი, კოპა დე ლა რეი
8. ხავიერ აგირე (2006-2008) - უეფას ინტერტოტოს თასი
9. კიკე სანჩეს ფლორესი - (ევროპის ლიგა,უეფას სუპერ თასი)
ტიტულებიპრიმერა დივიზიონი:მოგება (9): 1939–40, 1940–41, 1949–50, 1950–51, 1965–66, 1969–70, 1972–73, 1976–77, 1995–96
მეორე ადგილი (8): 1943-44, 1957-58, 1960-61, 1962-63, 1964-65, 1973-74, 1984-85, 1990-91
კოპა დე ლა რეი:მოგება (9): 1959–60, 1960–61, 1964–65, 1971–72, 1975–76, 1984–85, 1990–91, 1991–92, 1995–96
|-| (9): 1921, 1926, 1955-56, 1963-64, 1974-75, 1986-87, 1998-99, 1999-00, 2009-10
ესპანეთის სუპერთასი:მოგება (3): 1940, 1951, 1985
|-| (4): 1950, 1991, 1992, 1996
სეგუნდა დივიზიონი:მოგება (1): 2001–02
ჩემპიონთა ლიგა:|-| (1): 1973–74
ევროპის ლიგა:მოგება (1): 2009-10
თასების მფლობელთა თასი: მოგება (1): 1961–62
|-| (2): 1962–63, 1985–86
უეფას სუპერ თასი:მოგება (1): 2010
უეფას ინტერტოტოს თასი:მოგება (1): 2007
|-| (1): 2004
მიმაგრებული სურათი