ახალ იუზერებს რა პონტში ჩაგრავთ?
იქნებ მათაც უნდათ სავარძელში ნებივრობა
იყოს ეს თემა ახლებისთვის.
წესები:
1) არანაირი შეზღუდვა პოსტების რაოდენობაზე, გინდ 10 პოსტი ჰქონდეს რესპონდენტს და გინდ 30კ.
2) თქვენ არ ელოდებით იუზერის თანხმობას და პირველი უსვამთ შეკითხვას რესპოდენტს. რესპოდენტს შეუძლია თქვენს კითხვებს საერთოდ იგნორი გაუკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს (მომდევნო პუნქტებში უფრო დაწვრილებით).
3) თამაშის მსვლელობისას ფორუმის წევრები რიგრიგობით უსვამენ შეკითხვას ერთსა და იმავე იუზერს. არ შეიძლება თვითნებურად სხვა იუზერზე გადასვლა (დაწვრილებით ქვემოთ).
4) ფორუმის წევრები ელოდებიან რესპოდენტის პასუხებს 10 თანმიმდევრულ კითხვამდე. თუ ამ დროის განმავლობაში იუზერი კითხვებს არ გამოეხმაურა, უკვე ხდება ახალი იუზერის არჩევა და ა.შ.
იმისათვის, რომ რესპოდენტმა კვლავაც შეძლოს მონაწილეობის გაგრძელება, მან პასუხი უნდა გასცეს ყველა შეკითხვას. მაგ.:, დაისვა პირველი 10 შეკითხვა. არჩეულმა იუზერმა ყველას გასცა პასუხი, ე.ი. ის აგრძელებს მონაწილეობას. რასაკვირველია რესპოდენტს შეუძლია კითხვები გასცეს მხოლოდ მისთვის სასურველ შეკითხვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებს მონაწილეობას.
5) ერთი იუზერისთვის დასმული კითხვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. ანუ ძალიანაც რომ უნდოდეს თუ 30-ვეს გასცა პასუხი ეთიშება კითხვარს და ხდება ახალი მონაწილის არჩევა.
6) აკრძალულია უხამსი და უადგილო კითხვების დასმა რომელიც რესპოსდენტს შეუქმნის აშკარა უხერხულობას და ხელს შეუწყობს მისი კითხვარიდან გამოთიშვას. მაგალითად, რომელი ფირმის საფენებს იყენებ, იპარსავ თუ არა თმას სასქესო ორგანოებზე და ა.შ.
7) თემაში იუზერს კითხვებს უსვამენ მხოლოდ 00:00 დან დილის 10 სთ-მდე.
8) კითხვები რომ არ აირიოს თვალყურს ადევნებთ თემას და თქვენ კითხვებს ნომრავთ. მაგალითად, კითხვა 1, კითხვა 2 და ა.შ. თუ ფორუმის წევრებს შემთხვევით ერთდროულად ერთი და იმავე ნომრით დაეპოსტათ სხვადასხვა კითხვები, რესპოდენტი მაინც ვალდებული იქნება მათ პასუხი გასცეს თამაში რომ გააგრძელოს, იმის მიუხედავად რომ ჯამში კითხვების რაოდენობამ შეიძლება 30-ს გადააჭარბოს.
9) ზემოთ მოყვანილი შეზღუდვების ფარგლებში იუზერს წევრები ირჩევენ თავიანთი სურვილისამებრ. თუ არჩევისას ისე მოხდა რომ ერთდროულად დაიპოსტა, მაშინ რომელიც პირველი დაიპოსტა ის იქნება არჩეული.
მაგალითი:
ვირჩევ xyz-ს.
ვუსვამთ პირველ შეკითხვას.
დანარჩენი წევრებიც xyz-ს უსვამენ თითო-თითო შეკითხვას.
xyz-ს პირველ 10 კითხვამდე აქვს შანსი, თუ არ გამოეხმაურა ვირჩევთ სხვას.
ვთქვათ xyz კითხვებს გამოეხმაურა. მას შეუძლია მხოლოდ მისთვის სასურველ კითხვებს გასცეს პასუხი და ამით მონაწილეობა ამოწუროს. მაგრამ გაგრძელება თუ უნდა ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა 30-ეს რომ უპასუხებს კითხვარს გამოეთიშება და აირჩევა ახალი რესპონდენტი.
xyz-ის შემდეგ ახალი რესპონდენტის არჩევა შეუძლია ფორუმის ნებისმიერ წევრს, ამისთვის სხვებს უნდა დაასწროს თავისი კითხვა სასურველ იუზერს რაც შეიძლება სწრაფად დაუსვას.
რადგან კითხვა-პასუხი მხოლოდ ღამე იწარმოებს ვფიქრობ ეს წესები არ დაგაბნევთ.
კარგი დავიწყოთ.
ვირჩევთ მაგალითად
-ს.
კითხვა 1:
ვისი სიტყვებია - კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მთვლემარე სინდისი – აი, ნამდვილი იდეალური ცხოვრება?
პ.ს. თუ აუცილებელი გახდა მოდერებს შეგიძლიათ საჭიროებისამებრ წესებში ცვლილებები შეიტანოთ