პრეზიდენტი სამინისტროებს ავტომანქანებს ართმევს და თვითმმართველობებს აძლევსსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციტივით, ცალკეულ სამინიტროებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩამოერთმევათ და საქართველოს რეგიონალურ ადმინისტრაციებსა და თვითმმართველ ერთეულებს გადაეცემათ, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
ამ დროისათვის პრეზიდენტს აღნიშნულის თაობაზე ნორმატიული აქტი გამოცემული არ აქვს. შესაბამისი სახის დოკუმენტი არც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება და არც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
არ არის გამორიცხული აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობის ან კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს გაწყვეტილებად გაფორმდეს. თუმცა თავად ეკონომიკის სამინიტროს უკვე წაართვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
"მე შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მანქანა წაიყვანეს და მძროლმა გასაღები უკვე ჩააბარა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთნ" საუბარში ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა ბოლქვაძემ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას უარყოფს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით სამინისტროებითვის წართმეულ ავტომანქანებს ძირითადად ის თვითმმართველოებები მიიღებენ, სადაც 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ან მისმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა.
http://www.ghn.ge/news-76247.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი