საიდან მოხდა თქვენი და ირმა ინაშვილის დაკავშირება ერთმანეთთან ციხეში არსებული ვითარების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით?
__ინაშვილს მე საერთოდ არ ვიცნობდი და არ ვიცოდი ამ ქალბატონის საერთოდ არს
ებობის შესახებაც კი,მითუმეტეს მისი ამ პროცესში ჩართულობის შესახებ.ვამხილებ და ბოლომდე ჩავყვები მაგ არსებას და განმარტოს როგორ მოიპოვა მასალები,როგორი გმირია!აგენტიც ვყოფილვარ ესე იგი და გამომიყენეს. ("ბედუკაძე ჩემს თვალში, ერთი აგენტია, რომელიც გადმოვიბირეთ და მოიტანა ეს მასალები! ეს ჩვეულებრივი ცნობილი ხერხია! მოვახერხეთ და მოვატანინეთ!!!"_თქვა ინაშვილმა ლადო ბედუკაძეზე.)
მას შემდეგ რაც თქვენ ინაშვილმა "აგენტი" გიწოდათ,ფაქტიურად დაემუქრეთ ირმა ინაშვილს,რომ ან თავად უნდა ეღიარებინა იმ ფარული გეგმების შესახებ რაც აქვს ან არადა თქვენ თვითონ ამხელდით ყველაფერში,დაპირდით ბოლომდე ჩაყვებით ჯოჯოხეთში.გაგაჩნიათ ინაშვილის გეგმის ნაწილი მაინც,თუ რას გეგმავდა ის?
__მე კი არ დავემუქრე,ინაშვილი დამემუქრა სატელეფონო საუბრისას "შენ ბიჭო საქმე არ გაიფუჭოო".მე ვუთხარი მემუქრები მეთქი?მითხრა გინდ მუქარად მიიღე,გინდ ისეო. როგორ უნდა გამიფუჭოს საქმე,ვინ არის ინაშვილი?ან რა საქმეს გულისხმობს?აგენტი ვყოფილვარ მაგისი თურმე,გამოვუყენებივარ და ამავდროულად მიშას აგენტი ვარ.სწორედ ინაშვილის გეგმებთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელთან.გეტყვით ერთს მხოლოდ:"ეს არანაირად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას,ეს ჩემი მოსაზრებაა და ვცდილობ ფაქტებით გავამყარო."
თქვენ ამბობთ,რომ არანაირი შეხება ინაშვილთან არ გქონდათ,რომ არც კი იცოდით ამ ადამიანის არსებობის შესახებ.ბუნებრივია ჩნდება კითხვა,მაშინ რატომ მიაწოდეთ ასეთი მნიშვნელოვანი ვიდეო კადრები ირმა ინაშვილს,ადამიანს რომელიც როგორც აღნიშნეთ არც კი იცოდით მისი არსებობის შესახებ?რატომ ენდეთ თქვენთვის უცნობ ადამიანს?
__მე კადრები ირმა ინაშვილისთვის არ გადამიცია.ვენდე ადამიანს,რომელმაც ან მიღალატა და გამყიდა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად,ან ისიც შეცდომაშია შეყვანილი.ეს მან უნდა აღიაროს და გადადგას კაცური ნაბიჯი.
მაშინ რატომ ამბობს ირმა ინაშვილი,რომ "ბედუკაძე ჩემს თვალში ერთი აგენტია, რომელიც გადმოვიბირეთ და მოიტანა ეს მასალები"_ო?ან თუ არსებობს ადამიანი,რომელმაც გიღალატათ და ეს კადრები ამ მხრივ მოხვდა ირმა ინაშვილის ხელში,რატომ არ ასახელებთ მის ვინაობას?
__იმედი მაქვს,რომ ის ადამიანი გამოიჩენს ვაჟკაცობას და თავად იტყვის ამის შესახებ,ეს მე ვარ და შეცდომაში შემიყვანა ინაშვილმაო.აგენტები თავის კომპანიაში მოიკითხოს მხედრიონელებით რომ ყავს სავსე!
ესე იგი თავს იკავებთ ამ პიროვნების დასახელებისაგან..კარგით გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.თქვენ ახსენეთ,რომ გინდოდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებთან,რატომ არ შედგა ეს შეხვედრა?თავის არიდების მომენტი ხომ არ იყო ბატონი ბიძინას თუ მისი წარმომადგენლის მხრიდან,რომ ეს არ გამხდარიყო ნაციონალებისა და ნაციონალური არხების განსჯის საკითხი სხვადასხვა მიმართულებით?
__არა,რას ამბობთ.ბატონმა ბიძინამ დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგად იცის ვისი კანტორაც არის ინაშვილის "ობიექტივი". ოჯახია დღეს ჩემთვის მთავარი და ჩემზე ზემოქმედების მთავარი იარაღი.არ გეცოდებათ?ერთი თავზე ხელაღებული რომ მივარდეს სასტუმროში და დამიხოცოს ბავშვები,თავი საცოცხლებელი მექნება?რამდენი ხანია ვითხოვ დახმარებას მათქმევინეთ სიმართლე მეთქი!რა,"ობიექტივი"_ს სიმართლის სჯერა ხაალხს?გამომიყენეს და გადამაგდეს ნაძირალა ჯალათი,ესე უნდათ წარმოჩინდეს ყველაფერი არა???არ გამოუვათ!არა!ვპირდები!
ინაშვილის გეგმებთან დაკავშირებით თქვენეული ხედვა იქნებ გაგვაცნოთ?ის მცირედი ნაწილი მაინც რომელზე საუბარსაც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელთან აპირებდით.
__კარგით და მერწმუნეთ,ის რაც მოხდა არანაირად არ ასხავდა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს,იმ გეგმით რომლის განვითარებაც მათ სურდათ!
მაინც რა გეგმაზეა საუბარი იქნებ დაგვიკონკრეტოთ,რისი განვითარება სურდათ ინაშვილს და იმ პიროვნებას,ვისაც თქვენ ენდეთ როგორც ზემოთ აღნიშნეთ?არიან შეკრულები ისინი რომელიმე მაღალჩინოსანთან?
__კი,ისინი არიან შეკრულები ივანე მერაბიშვილთან!ეს არის ჩემი ვარაუდი და ვეცდები ფაქტებით დავადასტურო.
და ამ ფაქტებს მალე წარუდგენთ საზოგადოებას?
__მე ვარაუდევს წარვუდგენ საზოგადოებას,აი ფაქტებს სასამართლო წარადგენს.
არსებობს თუ არა თქვენს ხელთ ის ვიდეო კადრები,რომლებიც ასახავს ციხეებში კალმახელიძისა და ახალაიას უშუალო თუ გარკვეულ ჩართულობას იმ სადისტურ მოპყრობაში პატიმართა მიმართ,რომლებიც საზოგადოებამ უკვე იხილა?ამის შესახებ საზოგადოება საუბრობს.
__და ვინ თქვა კალმახელიძე იღებდა მონაწილეობას წამებაშიო?აი ახალაიას კადრები მე არა მაქვს,მაგრამ ექნება ინაშვილს იმ საათნახევრიან ჩანაწერში,როგორც თვითონ ამბობდა რომ აქვს.
არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ არსებული ინფორმაციით ნაციონალები ანადგურებენ სამინისტროებსა და სხვა დაწესებულებებში იმ საბუთებს,რომლებიც მათ დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელთ.საინტერესოა თქვენი,როგორც ცოცხალი მოწმის სიცოცხლე რამდენად დაცულია და რამდენად დაცულია ასევე თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე?თქვენ ხომ პოლიტიკური თავშესაფარიც კი არ მოგცეს.
__მე ჩემი ქვეყნისთვის გავწირე თავი და მივიღე ის,რომ "მოღალატედ" გამომაცხადეს!ეხლა ინაშვილი "ნაყიდ აგენტს" მიწოდებს.თუ ვინმეს ჩემი დახმარების სურვილი გაუჩნდება მადლობელი ვიქნები.
ავტორი:ანა ავალიანი.
ახალგაზრდული გაერთიანება ''მიყვარხარ საქართველო''
https://www.facebook.com/#!/pages/%E1%8...128356620601047საინტერესოა,ხვალ ინაშვილი რას იტყვის.. აერიათ მონასტერი