ჩავასწორე და წაიშალა

ახალად ვწერ

))
გადმომაქვს პირდაპირ ფეისბუქიდან. ფორმატირებას ვეღარ ვახერხებ, იმედია გასაგებია ისედაც.
"ჯანმრთელად მონელება საკვების სწორი კომბინაციის შედეგად".
http://www.zentrum-der-gesundheit.de/gesun...rdauung-ia.htmlმთავარი პუნქტები ამოვწერე. ვინც გერმანული იცის თავად წაიკითხავს ორიგინალში: გერმანული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული მეთოდი, რომელიც აღწერს საჭმლის მონელების სისტემის სწორ რითმს, რომელიც ზემოთ ნახსენებ პროცესს სწორად წარმართავს და ხელს უშლის საკვების მიღების შემდეგ ხშირად მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგალითისთვის მოყვანილია ტრაპეზი, რომელიც , ვთქვათ, გინდათ სადილად მიიღოთ. მაგ.: ხორცი, ბრინჯი, სალათი, ყველი და ხილისგან იყოს თქვენი კერძები დამზადებული. მიღება ხდება შემდეგი მიმდევრობით: პირველად ხილი, მაგ. პაპაია, მეორედ სერვირსდება სალათი, შემდეგ ბრინჯი, მას მერე ყველი და სულ ბოლოს ხორციანი კერძი.
ყოველი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ საჭმელად ვღებულობთ, კუჭში ქმნის საკუთარ ფენას და თან ზუსტად ისე, რა მიმდევრობითაც ჩვენ მათ მივიღებთ. ზემოთ აღწერილ მაგალითიდან კი ასე ხდება: პაპაიას სჭირდება დაალოებით 30 წუთი კუჭი რომ დასტოვოს. შემდეგ მოდის მეორე ფენა სალათი, რომელიც პაპაიას ფენის ადგილს ავსებს და ისიც დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ ტოვებს კუჭს. მას მოსდევს მესამე ფენა, კერძოდ ბრინჯიანი საკვების , შემდეგ კი ყველი და ბოლოს ხორცი. ანუ ამ მარტივი მეთოდის არსია საკვები პროდუქტის მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს მათი მონელების დროის სიხანძლივეს. ანუ თავიდან ადვილად და სწრაფად მონელებადი საკვები და ბოლოდ კი ის პროდუქტი, რომელსაც ყველაზე მეტი დრო სჭირდება. თითოეული ფენის მონელება ხდება ასე თანმიმდევრობით, ერთმანეთთან შერევის გარეშე.
ანუ სწორი მიმდევრობა არის ასეთი: რაც მეტია წყლის შემცველობა საკვებში, მით პირველ რიგებში უნდა ჩაისვას ის. საკვები კი, რომელიც ნაკლებად შეიცავს წყალს, მოდის ბოლო ადგილზე. პიველი ტიპის საკვების მონელება ხდება სწრაფად, მეორესი კი უფრო დიდ დროს საჭიროებს, ამიტომაც თუ ჯერ მეორე ტიპისას მივიღებთ და მერე პირველს, იქმნება მონელების პრობლემები.
საკვების არასწორად მიღების სქემა, რომელიც ძალიან ხშირად პრაქტიცირდება და არის დიდი შეცდომა, დაახლოებით ასეთია და ფაქტიურად ყველა ვცნობთ ამ არასწორ მიმდევრობას.
ანუ ქვემოდ მოცემული სქემა არის სრულიად მცდარი და უნდა მოვერიდოთ:
- წყალის და ზოგადად სითხის სმა ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ
- ხილი (ჩირი) დესერტად
- ხილის (ჩირის) ნარვი კაკლეულობასთან, თესლებთან , ასევე ტკბილ სუბსტანცებთან, როგორიც არის თაფლი მაგალითად. მუსლი და ხილის ნარევები
- ტკბილი და მომჟავო ხილის ნარევი
- ხილის (ჩირის) ნარევი პროტეინის შემცველ პროდუქტთან ან ამ უკანასკნელის შემდეგ.
საკვების მიღების სწორი თანმიმდევრობა დოქტორ ბასსის მიხედვით>>
- სასმელები უნდა იქნას მიღებული საჭმლის მიღებამდე 30-60 წუთით ადრე
- ხილის მიღება რეკომენდირებულია ცარიელ კუჭზე და არასოდეს სხვა ტიპის საკვებთან ერთად ან დესერტად.
ხილის მიღებასაც კი თავისი წესი აქვს და ეს არის შემდეგი:
საზამთრო და ნესვის სახეობები უნდა მივიღოთ სხვა სახის ხილის წინ. შემდეგ მომჟავო ხილი როგორიც არის ციტრუსები, ანანასი, მოცვი, მოცხარი, ბროწეული. ბოლოს კი ტკბილი ხილი, მაგ. მსხალი, ტკბილი ვაშლი, ხურმა, ბანანი. ხილის კონსუმის შემდეგ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ რეკომენდირებულია სხვა საკვები.
ბოსტნეული:
- ბოსტნეულს ვღებულობთ სახამებელ შემცველი საკვების წინ. ანუ სალათები და ბოსტნეულის კერძები მუდამ მთავარი კერძის მიღებამდე.
- სახამებელშემცველი საკვები დაუშვებელია ცილების (პროტეინის) შემცველ საკვებთან ერთად ან მათ შემდეგ. გარნირები, როგორიცაა კარტოფილი, ბრინჯი, პასტა (მაკარონი, შპაგეტი და ა.შ.) აუცილებლად პროტეინის შემცველი საკვების წინ, როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი და არასოდეს ერთად.
ანუ ფაციტი ზემოთ აღწერილი მეთოდისა: პირველად ხდება იმ პროდუქტის კონსუმირება, რომელსაც ნაკლები დრო სჭირდება მონელებისთვის და შემდეგ კი ხანგრძლივდროიანი საკვები.
სხვადასხვა საკვების მონელების დროების ცხრილი>>
- საზამთრო, ხილის და ბოსტნეულის წვენები: 15-20 წუთი
- შერეული სალათები და ხილის გარეშე დამზადებული სმუთები: 20-30 წუთი
- ნესვები, ფორთოხალი და გრეიფრუტი: 30წუთი
- სხვა ხილი: 40 წუთი
- მწვანე სალათი: 30-40 წუთი
- უმრავლესობა მოთუთქული და მოხარშული ბოსტნეულისა: 40-50 წუთი
- სახამებლის შემცველი ბოსტნეული (მაგ. კარტოფილი): 60 წუთი
- მარცვლეული, პარკოსნები და ოსპი: 90 წუთი
- თესლები: 2 საათი
- კაკლეული: 2,5-3 საათი
- ნაკლებცხიმიანი რძე, ნადუღი, ხაჭო: 90 წუთი
- ცხიმიანი ხაჭო და ნადუღი: 2 საათი
- ცხიმიანი მაგარი ყველი: 4-5 საათი
- კვერცხი: 45 წუთი
- თევზების უმრავლესი სახეობა, ნაკლებცხიმიანი: 30 წუთი
- ცხიმიანი თევზები: 45-60 წუთი
- ქათამი ტყავის გარეშე: 1,5-2 საათი
- ინდაური უტყაოდ: 2-2,5 საათი
- საქონლის ხორცი ან ცხვარი: 3-4 საათი
- ღორი: 4,5 - 5საათი
დოქტორ ბასსის რჩევები სწორ კვებასთან დაკავშირებით>>
საკვების სწორად შერჩევასთან ერთად, ასევე მათი თანმიმდევრობის დაცვის გვერდით აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა საჭმლის მონელება სწორად რომ წარიმართოს:
- კარგად დაღეჭვა: აუმჯობესებს და აჩქარებს საკვების მონელებას. ამით საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არ ტვირთავს ორგანიზს და გარდა ამისა ხელს უშლის საკვების მიღების შემდეგ ჩვეულ დაღლილობის პროცესს.
- მცირე პორციები: რაც მცირეა გარკვეული ტიპის საკვები, მით ნაკლები დრო ხმარდება მის მონელებას.
- მონო მულტის ნაცვლად: რაც ნაკლები სხვადასხვა სახის საკვები იქნება ერთდროულად მიღებული, მით უკეთესად ხდება საკვების მონელება და ასევე უზრუნველყოფს ბევრი ჭამისგან თავის არიდებას.
- კონცენტრაცია: დოქ. ბასსი გვირჩევს, საკვების მიღებისას თავი შევიკავოთ ტვ-ს ყურებისაგან თუ კითხვისგან.
- ბუნებრივი საკვები: აუცილებელია საკვები იყოს ბუნებრივი. ფასტფუდები და ნახევარფაბრიკატები სავსეა სხვადასხვა ქიმიური მინარევებითა და არომებით, რომელიც ამძიმებს მონელების პროცესს (გარდა იმისა რომ უმრავლესობა მათგანისა ჯანმრთელობისთის საშიშია). განსაკუთრებით არომები არის ყოვლად არასასურველი, რომელიც თრგუნავს დანაყრების შეგრძნებას და იწვევს არასაჭიროდ ბევრი საკვების მიღებას.
მე და ჩემი ოჯახის წევრები დიდი ხანია მივსდევთ შეძლებისდაგვარად ამ რჩევებს და ეფექტი სახეზეა: სრული ჯანმრთელობა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უპრობლემო ფუნქციონირება. მოკლედ, რამდენადაც შესაძლებელია დავიცვათ ეს წესები და თავად დავრწმუნდებით ამ რჩევების მართებულობაში. ყოველთვის ამის დაცვა მოუხერხებელია (მგზავრობა, უდროობა და ა.შ.), მაგრამ ხშირად სრულიად შესაძლებელია და გავითვალისწინოთ. როცა მივეჩვევით ამ "დისციპლინას", შემდე თავად ხდება ყოველგვარი დაძაბვის გარეშე. გისურვებთ ჯანმრთელ დღეგრძელობას ბედნიერებითა და სიხარულით
* * *
nia4u