,,სახელმწიფო ანძას“ კერძო კომპანია აღარ მართავს
2012 წლის 17 ოქტომბერი | 15:14
შპს ,,გოლდენ კომი“, რომელსაც სახელმწიფოს კუთვნილი თბილისისა და საქართველოს რეგიონებში არსებული 30-ზე მეტი ანძა ერთი წლის წინ გადაეცა, მართვაზე უარს ამბობს.ინფორმაციას GARBONLINE.TV-ის, როგორც შპს ,,ალფა კომში“ ისე ეკონომიკის სამინისტროში უდასტურებენ.
ანძების მესაკუთრე შპს ,,ალფა კომის“ 100% წილის მფლობელი დღემდე სახელმწიფოა. ალფა კომის მართვის უფლება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აუქციონზე გასული წლის ივლისში გაიტანა. კონკურსში მხოლოდ ერთი, აუქციონამდე 10 დღით ადრე რეგისტრირებული, შპს ,,გოლდენ კომი“ მონაწილებდა. მცირე ვადებში და არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებული აუქციონი მაშინ არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკრიტიკა.
სატენდერო პირობების თანახმად გოლდენ კომს 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ,,გოლდენ კომსა“ და ,,ალფა კომში“ დღეს შესრულებულ პირობებზე არ საუბრობენ. ეკონომიკის სამინისტროში კი GARBONLINE.TV განუცხადეს, რომ სატენდერო პირობები ,,პირნათლად შესრულდა“ და რომ ,,გოლდენ კომმა,“ ერთი წლის განმვალობაში, 110 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სახელმწიფო ანძასთან დაკავშირებული გარიგებები საეჭვოდ მიაჩნია ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებლ დირექტორს, ნათია კუპრაშვილი მომხდარს არჩევნების შედეგებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ საკითხის შესწავლით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.
რა ეჭვები არსებობს ანძის ირგვლივ შემდგარ გარიგეგბებთან დაკავშირებით? როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები? რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე მოვლენებმა მედიაგარემოზე? – დეტალური რეპორტაჟი ნახეთ კვირის ბოლოს ტელეჟურნალ ,,მრავალკუთხედში“.
http://garbonline.tv/news/andza/
რა საგიჟეთია