პროკურატურა ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციით დაინტერესებას გეგმავს
მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები მისი ყურადღების ცენტრში მოექცევა.
„დანაშაულის ნიშნები თუ გამოიკვეთება, პროკურატურა დაინტერესდება. თუ არ ვცდები, ძიება ახლაც მიმდინარეობს. ის მოცემულობა, რაც დღეს ლოპოტას ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით გვაქვს, პროკურატურის შესწავლის საგანი აუცილებლად არის. თუ დაწყებულია გამოძიება, აუცილებლად გავაგრძელებთ და თუ დაწყებული არ არის, დავიწყებთ, რადგან საზოგადოებას მომხდარმა ფაქტმა კითხვის ნიშნები გაუჩინა და მათ აინტერესებთ, რა მოხდა სინამდვილეში. ამ ეტაპზე, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - განუცხადა "GlobalNews" არჩილ კბილაშვილმა.
საქართველოს შსს–ს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 11 დივერსანტია ლიკვიდირებული, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი აღმოჩნდა, დანაჩენები კი – რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ კაკასიიდან, მათ შორის დუკვახა დოშუევი - იჩქერიის ერთ-ერთი ლიდერის ახმად ზაკაევის დაცვის ყოფილი წევრი. ამ დროისთვის ლიკვიდირებუთაგან 7 იდენტიფიცირებულია. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფის წევრი ახმედ ჩატაევი („ცალხელა ახმედა"), რომელიც სპეცოპერაციის დროს ფეხში დაიჭრა. მას ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა და თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმუჩინეს.
არაოფიციალური მონაცემებით კი, „ცალხელა ახმედა" შეიარაღებულ პირებსა და ქართველ ძალოვანებს შორის მომლაპარაკებლის როლის შესასრულებლად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს.
სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ორი სპეცრაზმელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=9825