მოდერატორთან ბოდიშს მოვიხდი რომ ამ თემას აქ ვხსნი, მაგრამ ვცდილობ მივაწვდინო ხმა იმათ ვისაც აინტერესებს ეს ამბავი.
როგორც იცით მნიშვნელოვანია რომ იყოს LaTeX მხარდაჭერა ფორუმზე, განსაკუთრებით ამ განყოფილებისთვის. აქ ხშირად გვიწევს მათემათიკური თუ ქიმიური ფორმულების წერა და ამ მხრივ ჩვეულებრივი ტექსტის შესაძლებლობები რბილად რომ ვთქვათ საკმაოდ შეზღუდულია.
გთხოვთ დამიჭიროთ იმ პეტიციაში მხარი, რომლითაც მივმართე ფორუმის ადმინისტრაციას, რათა გაჩნდეს LaTeX თაგი ფორუმზე და შევძლოთ ფორმულების ლამაზად, კომპაქტურად და ზუსტად ჩაწერა. თუ ჩემ პოზიციას თქვენც იზიარებთ, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი ხმა ამ თემაში:
LaTeX ფორუმზე