#33525512 · 17 Oct 2012, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წართმეული და უკანონო გზით მოპოვებული ქონების უკან დაბრუნება გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა კაბინეტმა ქვეყანაში ჩამოვარდნილი მეტეორები უკანვე კოსმოსში გაისროლეს რითაც სიმბოლურად გამოხატეს მზადყოფნა რომ ყველა უკანონოდ და დაუმსახურებლად მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს მის პირვანდელ და კანონიერ მფლობელებს.
აქციას გამოეხმაურა ამერიკის ელჩი, ჯონ ტეფთი რომელიც სულ ახლახანს დააბრუნეს საქართველოში.
ჯონ ტეფთმა აღნიშნა, რომ დაბრუნება ერთგვარი ჟესტია რასაც მთავრობის დემოკრატიულმა ჩანაცვლებამ უნდა განავრცოს და კანონიერების ფარგლებში კანონმა იზეიმოს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა კანონიერი ქურდი "ნახალოვკელი აკულა" რომელმაც განაცხადა რომ ვაზვრატი მისი მოგონილია.
საქართველოში ხვალიდან ბრუნდება 2 მილიონი ემიგრანტი, რამდენიმე ასეული კანონიერი ქურდი, უშუქობა, უდენობა, უგაზობა, კრიმინალი, კოტე ყუბანეიშვილის ფრთიანი გამონათქვამები და რუსთავი 2-ის დაგრეხილი ლოგო.
ეს არის დაბრუნების ხანა, ყველა ყველაფერს აბრუნებს და უბრუნებს.
--------------------
hkhi
|