1. სამინისტროს ყველა გეგმა უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის, ღია ისეთი კი არა მოდით და გაიგეთ, არა ყოველ დღე ტვინი უნდა წაიღონ რომ რამე შევიდეს ჩვენს თავებში. დუტაზე ხშირად უნდა იყოს ტელეეკრანებზე მინისტრი ან სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი.
2. დაიწყოს ძალიან დიდი კამპანია ამ სფეროში ხალხის განათლების.
3. დახმარება გაუწიოს სხვადასხვა სახ. უწყებებში შერეული ტიპის ზოომაღაზიებს ( მცენარეები + ცხოველები ) გადასახადების შემცირებისკენ ან საერთოდ გარკვეული ხნით მისგან განთავისუფლებისთვის ( როდესაც ადამიანს სახლში ჰყავს ან აქვს ისეთი რამ რაც ბუნებასთან აახლოვებს, ის შემდეგ გაცილებით იცავს მას) ჩვენთან კი ამის კულტურა ნაკლებადაა, ამიტომ მსგავსი ტიპის ბიზნესმა რომ იარსებოს და მხოლოდ ძაღლის საკვების გასაყიდ ოთახებად არ იქცნენ საჭიროა შეღავათები. ( არანაირი შეხება არ მაქვს ზოომაღაზიებთან ასე რომ რამე მერკანტილური მიზნები არ მამოძრავებს

) ჰო კიდე აუცილებელია ღეღავათები დაწესდეს შერეულ მაღაზიებზე და არა მარტო მკვდარი ყვავულების მაღაზიებზე რომელთაც ისედაც დიდი შემოსავალი აქვთ შეყვარებული ბიჭუნეებისგან
4. მეთევზეობა თუ თევზის რეწვა რაც ჰქვია მთიან რეგიონებში განთავისუფლდეს გადასახადიდან და გაუთანაბრდეს ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის დარგებს. ვიცი ეს უშუალოდ სამინისტროს საქმე არაა მაგრამ ლობისტი იყოს პარლამენტთან ამ საკითხში. ეს შეამცირებს უკანონო თევზჭერას და ამავდროულად სამუშაო ადგილებსაც წარმოქმნის. მაგალითად ზემო რაჭაში რიონის და მის რამდენიმე შენაკადზე გაკეთებულ ფერმებს შეუძლიათ მინიმუმ მთლიანი ქუთაისი და მისი შემოგარენი დააკმაყოფილონ კალმახით და სხვა ჯიშებით.
5, დაიწყოს სერიოზული მუშაობა სამონადირეო ბიზნესზე, პირდაპირ მისი აკრზალვა არის სისულელე, თუმცა სწორად გათვლა და სამონადირეო მეურნეობების განვითარება უფრო დიდი შემოსავალს მოგვცემს თან ბრაკონიერობაც შესუსტდება, იმიტომ რომ სახელმწიფოსთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთვება მის აღსაკვეთად.
6. ჰო ხე ტყეზე ისედაც ცხადია რომ ინფორმაცია ყოველთვიურად მაინც უნდა მოგვეწოდოს :დ
7. მრეწველობის და მისი ზიანის შესახებ ბევრს ვერაფერს ვერკვევი, მაგრამ ამერიკის მოდელი მომწონს, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ეს მართლა ამერიკის მოდელია, პირველ წყარო ჩემთვის იყო სხვა თემაზე დაწერილი წიგნი სადაც შეეხნენ ამერიკის ამ მოდელს, ძალიან ზედაპირულად.