ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების, მათ შორის ვაჭრობის აღდგენის შესაძლებლობას მიესალმება.
ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ფულეს თქმით, ეს ხელს არანაირად არ შეუშლის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებებს.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებით და ვაჭრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და მასტერილიზებელი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების განვითარებისთვის, მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ იმაში რა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რა შეიძლება, იყოს მომავალში სავაჭრო ურთიერთობების მხრივ საქართველოსა და რუსეთს შორის. ერთი მეორეს არ გამორიცხავს", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, საქართველოში შექმნილი ახალი რეალობის მიუხედავად, არანაირი გეგმა არ არსებობს იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების ვადებმა გადაიწიოს.
ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია ამ მოლაპარაკებების უწყვეტობა და იმ ადმინისტრაციული შესაძლებლობების შენარჩუნება, რამაც ამ მოლაპარაკებების დაწყება გახადა შესაძლებელი.
"ჩვენ ეჭვები არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულები ვართ ამ ჩვენი ვალდებულებებისა", - დასძინა ფულემ.
მისივე თქმით, ის ყოველთვის მიესალმება, როდესაც პოლიტიკოსები კარგი მეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე საუბრობენ და ეს საგარეო მოქმდებების პრიორიტეტია.
ნინო ჩიჩუა
პირველი
ეეეჰ
ვასილი, ვასილი
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...