#37419628 · 28 Jul 2013, 17:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასლან აბაშიძე: ბურჯანაძე იმთავითვე სააკაშვილის წინაააღმდეგი იყო
აჭარის ექსხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ გამოსაცემად მოამზადა სკანდალური მემუარები საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დეტალებისა და ხელისუფლების სათავეში ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შესახებ“, – განაცხადა ხუთშაბათს გაზეთ „ალიაში“ აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ. 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძემ, „ვარდების რევოლუციის“ მომხრეთა ზეწოლის გამო ავტონომიის მიერ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ბათუმი დატოვა და რუსეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაშინდელ მდივან იგორ ივანოვთან ერთად, რუსეთს მიაშურა. ყოფილი პრესმდივნის თქმით, მემუარები ჯერ რუსულად გამოიცემა, ამჟამად კი მასში საბოლოო შესწორებები შეაქვთ.
|