1. რაღა დროს Ucoz-ა

.
2. რისთვის გაქ ჩასმული ფორუმის რუკის ლინკი, როდესაც თვითონ ფორუმს ვერსად ვერ ვხედავ..
3. Footer-ზე დაწერილი ტექსტის გადატანას გირჩევდი ცალკე გვერდზე, მხოლოდ დახვეწე და განავრცე.
4. ასეთი დიზაინით ვერაფერს გააწყობ, გირჩევ საკუთარი ააწყო ან შეუკვეთო.
5. ჩატი პირადად მე ზედმეტად ვთვლი.
6. "მალე იქნება" და "სხვა" ლინკების ამოღებას გირჩევდი (განმეორებადი ბმულები ინდექსაციისთვის არ ვარგა დამიჯერე)...
7. "კავშირი ადმინისტრაციასთან" - დაზიანებულია ბმული.
8. და ბოლოს - როდესაც უკვე არსებობს ქართულად დუბლირებული ფილმების საიტები (საკმაოდ პოპულარულები), კონკრეტულად არ დავიწყებ დასახელებას, კითხვა მიჩნდება - რატომ უნდა შემოვიდეს შენთან ხალხი (არა მგონია ლამაზი დომენის გამო შემოვიდნენ)?
რამე ახალი გააკეთე, თუნდაც ფილმებზე - მაგრამ რამე ახალი შემოიტანე, ცოტა მეტი მუშაობა და დრო დაგჭირდება მარა, შედეგიც უკეთესი გექნება, ფასიან ჰოსტზე გადადი, დაამატე - სტატიები, აფიშა, სიახლეები, ტრეილერები, საუნდტრეკები, ფილმები ყველა ენაზე, შემოიტანე IMDB რეიტინგი, და მოიფიქრე კიდევ რამე და მაშინ მართლა მაგარი საიტი იქნება და დომენსაც გაამართლებს...