დილაა,
მოვდივარ ჩემი დის სახლიდან, სადაც ადრე სამი წელი ვცხოვრობდი.
ის სახლი და გარეუბანი რატომღაც მიყვარს, მთელი ბავშვობა იქ გავატარე, რატო არ უნდა მიყვარდეს,
იქ ცხოვრობდა ბიძაჩემი, რომელსაც სახლისკაცს ეძახდა მამაჩემი,
იმ სახლში მე და პაპა და ბაბო ჩავდიოდით ხოლმე ზამთრობით.
იმ სახლში ჩემი პატარა საბუკა ესვენა გარდაცვლილი.
დილაა,
გაბრაზებული ვიჯექი მეტროში, თავი მიმაჩნია პოლიტიკურ დევნილად,
საკუთარ ტყავზე გამოცდილი ციხის პატიმარივით მორალურად განადგურებული ვარ.
იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში ღიად ვაფიქსირებდი, რომ ქართულ ოცნებას ვუჭერ მხარს, მივეცი ხმა 41-ე ნომერს,
და საკანონმდებლო მაცნეში, იუსტიციის სამინისტროში, გამეფებულ უსამართლობას არ ვეგუები,
გუშინ სამაგალითოდ დავისაჯე მამათმავალი თავმჯდომარეს მიერ - დამტოვა მხოლოდ მე მთელ 30 კაციან სამსახურში პრემიის გარეშე.
აი, თანამედროვე ფაშიზმი.
თეა წულუკიანს აუცილებლად შევხვდები და ვეტყვი, რომ არ ვიქნები ინგა კეთილაძე, ჩემი თანამშრომელი გოგო, რომელიც ამ სადისტმა ისე ანერვიულა,
გული გაუხეთქა და მოკლა.
დიდი გველეშაპის და ბოროტების ძალას ვგრძნობ, 500 ლარის დედაც ვატირე,
ფული თუ ღირსება,
ღმერთს მადლობა რომ მისის სისხლიანი პრემია არ მაქვს,
მთელი წლები მხოლოდ საკუთარ თავს ურიცხავდა პრემიებს და ახლა გაახსენდა რომ კოლექტივი ჰყავს?!
ვზივარ მეტროში, მთელი ღამის უძინარი და
სადღაც ისანში, დაჯდა სამხედრო ბიჭი,
უფრო შსს-ს კურსანტი იყო,
პატარა, ლამაზი. ვეფხვივით თვალები აქვს, ძალა.
უეცრად, ატირდა, ხო, მამაკაცურად იტირა, სახეზე ხელები აიფარა, თავი ჩახარა და მარჯვენა ხელით ამოიწმინდა ცრემლები,
ხო როგორ მინდოდა მეტირა და არ ვიტირე, ჯიბრით, არ ვიტირე და
თითქოს ამ ბიჭმა ჩემს მაგივრად იტირა,
ან მე მქონდა ისეთის ახე, რომ იტირა,
ან მასაც ისე დაწყვიტეს გული, როგორც მე წინა დღეს.
დილაა,
ვზივარ სამსახურში მარტო და იცი, რას ვფიქრობ,
22 ივლისს, ათენგებობას, მუცოზე რომ ავედი და ბოლო კოშკზე ქვაზე, ვნახე ამოკაწრული საბა,
რომ გამახსენდა ჩემი საბუკა და
რომ ის კი ვერ გავიხსენე რომ 22 ივლიის, ათენგებობას მოგვიკვდა ბალღი.
პურის ფულიც კი არ მაქვს, ხელფასამდე როგორმე გავძლებ, კიდე კაი გზის ფული ჩავირიცხე ბარათზე
დღეს სახლში ალბათ ვიტირებ, როცა მარტო დავრჩები,
როცა თეა წულუკიანს შევხვდები, ვეტყვი მადლობას, იმიტომ, რო ბოროტება შიშველია და მან თავისი გაბედული ნაბიჯით,
ეს პირადად გააკეთა.
* * *
ხო, და ეს დავწერე, კიდევ:
ქალბატონო თეა,
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქციაში ვმუშაობ 2002 წლის ივლისის თვიდან.
ამ სამსახურში პირველი დღიდან დავინიშნე სპეციალისტის თანამდებობაზე და 10 წელია დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ვასრულებ.
2009 წლიდან გადაწყდა საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონული ვერსიის მომზადება, რის გამოც მოხდა ორი დეპარტამენტის გაერთიანება და ახალი თავმჯდომარეს დანიშვნა. ასე მოხვდა ჩემს უფროსად გიორგი წიკლაური.
ქალბატონო თეა, სრული ადამიანური და მორალური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ადამიანთან მუშაობის პროცესში არაერთხელ გამჩენია სურვილი დამეტოვებინა სამსახური. მიუხედავად ჩემი სოციალური უმძიმესი მდგომარეობისა, მიზეზი? მისი მხრიდან დამამცირებელი ყოველდღიური აუტანელი საქციელი.
იმის გამო, რომ მე პირადად, ღიად ვაფიქსირებდი პროტესტს დამნაშავე ხელისუფლების ციხეში განხორციელებულ ვანდალურ აქტებთან და სხვა სახის უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა შემდეგში, რომ
მე არ ვუცხადებდი მხარდაჭერას გიორგი წიკლაურის მოთხოვნებს, წავსულიყავი იუსტიცის სახლის გახსნაზე და ასევე ნაციონალების დასკვნით ყრილობაზე, რომელიც გამართეს დინამოს სტადიონზე, გამოვუცხადე სრული იგნორი და არ დავემორჩილე, პასუხად მივიღე, ის რომ ამ ზემოთ აღნიშულმა პიროვნებამ ჩვენს სამსახურში ამ თვეში და საერთოდ პირველად დაარიგა პრემიები, რაც დამერწმუნეთ არ გაუკეთებია თანამშრომელთა სიყვარულით, როგორც ჩანს მიიღო დავალება ზემოდან, მე აღვმოჩნდი გამონაკლისი და კიდევ ჩემთან ერთად ერთი თანამშრომელი, რომელიც ასევე ღიად აფიქსირებს თავის აზრს.
როგორც თავად განაცხადა, “საჭიროებად არ ჩამთვალა” მოეცა აღნიშნული პრემია.
ეს დამამცირებელი საქციელი, თანამშრომელთა მოსყიდვაა და მეტი არაფერი, იცის, რომ მას აქ არავინ გააჩერებს და ცდილობს თანამშრომლების გული მოიგოს.
ქალბატონო თეა, წლების განმავლობაში ეს პიროვნება ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას არსებულ სამსახურში.
მის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, გასულ წელს ჩემი თანამშრომლის სიცოცხლეც კი შეეწირა. კარგად მახსოვს, ინგა კეთილაძეს ხუთშაბათს კატეგორიულად მოსთხოვა დაეწერა განცხადება წასვლის თაობაზე, ხოლო შაბათს ახალგაზრდა მარტოხელა ქალს, რომელსაც ჰყავდა ხუთი თვის ბავშვი გული გაუსკდა და გარდაიცვალა.
არ არსებობდა არანაირი შეღავათი, მონური შრომით და მორალური დამცირებით ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობდა თანამშრომლების რობოტებად ქცევას და იმის გამო, რომ გაგვინახევრა ხელფასები, მიაღწია მიზანს და სიღარიბის ზღვარს ქვევით დააყენა ჩვენი შემოსავლები.
მე ხშირად შიდა კომუნიკატორზე სტატუსების სახით გამოვხატავდი პროტესტს, რასაც მოჰყვა ის, რომ თავმჯდომარემ დამიბარა აღდგომის წინა დღეებში და სტატუსზე “ უფალო, მომეცი პრემია” გამაფრთხილა: თუ არ მოგწონს, მიბრძანდიო აქედან, რაც პირდაპირ მუქარად მიმაჩნია.
ზუსტად, ვიცი რომ ეს ადამიანი საკუთარ თავს ორმაგ პრემიებს უნიშნავდა და ასეთ თვით წახალისებებს აწარმოებდა.
იმის გამო, რომ არსებული სიტუაცია დღეს შეცვლილია მთლიანად სახელმწიფოში, ქალბატონო თეა, თქვენი დაძაბული დღის რეჟიმის მიუხედავად, გთხოვთ, მოახერხოთ ჩემთან შეხვედრა.
მე ვფიქრობ, რომ თქვენს პარტიაში ადამიანის უფლებების დაცვა პირველ პრიორიტეტად მიგაჩნიათ და არ დაუშვებთ თქვენ მიერ დაქვემდებარებულ სამსახურში პოლიტიკური ნიშნით ადამიანის მორალურ შევიწროების გაგრძელებას.
This post has been edited by aravinac on 18 Oct 2012, 09:46