ყოველწლიური მუსიკალური პროექტი Tbilisi Newcomers 2012 დაიწყო!!!
თუ შენ ან შენს ბენდს აქვს ახალი პროექტი და გინდა მოხვდა დიდ სცენაზე, რეგისტრაცია დაიწყო. შემოდი ჩვენს ვებ გვერდზე
Newcomers და შეავსე აპლიკაციის ფორმა, საიტზევე ატვირთე 3 კომპოზიცია, ისტორია შენს ან შენი ბენდის შესახებ ფოტო სურათთან ერთად და საკონტაქტო ინფორმაცია.
რეგისტრაცია მთავრდება 9 სექტემბერს 23:59.
Tbilisi Newcomers 2012 ახალი იმიჯითა და ფორმატით წარსდგება მაყურებლების წინაშე და მონაწილეებსაც ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.
ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს და თვალი ადევნეთ სიახლეებს.