ჯაზი - XX საუკუნის მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მან განვითარების დიდი და რთული გზა განვლო.
დაახლოებით XVII საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გემით ზანგი მონები ჩაიყვანეს, რომლებიც იყიდეს თეთრკანიანებმა. ზანგ მონებს ასრულებინებდნენ მძიმე სამუშაოებს. ალბათ ჩვენთვის სიახლე არ უნდა იყოს
ის, რომ ზანგები ძალზე მუსიკალური ხალხია. შრომით დაღლილი მონები დასვენების ჟამს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მღეროდნენ და ცეკვავდნენ. რა თქმა უნდა ეს მათ სიმხნევეს და გამძლეობას ჰმატებდა. მშობლიურ რიტმებსა და ინტონაციებზე დიდი გავლენა იქონია თეთრკანიანთა მუსიკამ. ნელ-ნელა ამერიკელმა ზანგებმა შეითვისეს თეთრკანიანთა ტრადიციები და თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ განახლებულ ზანგურ მუსიკალურ ფოლკლორში.
ასე წარმოიშვა ზანგური რელიგიური სიმღერა - სპირიჩუალი.
მე-19 საუკუნის ბოლოს ახალი სიმღერები შეიქნა, მაგ: სიღერა - პროტესტი, სიმღერა - ჩივილი. მას უწოდეს ბლუზი.
ბლუზში აღიბეჭდა მონების მძიმე სრომა და გაცრუებული იმედები.თანდათან რა თქმა უნდა მუსიკალური ინსტრუმენტებიც გახდა საჭირო. იმის გამო, რომ ზანგ მონებს არ ჰქონდათ საშუალება, ისინი თვითონ აკეთებდნენ ინსტრუმენტებს. მათ მიერ შექმნილ საკრავებს უცნაური ფორმა ჰქონდათ - წარმოიდგინეთ, ყუთისგან გაკეთებული ვიოლინო, ან გამომშრალ გოგრაზე დამაგრებული ცხენის ძუის სიმებიანი
საკრავი, ცხოველების ძვლებისგან დამზადებული ჩხარუნები და ა.შ.
იცით თუ არა, როგორ ჩაუვარდათ ხელში ზანგ მუსიკოსებს ევროპული მუსიკალური ინსტრუმენტები ? როგორ და,
აშშ-ში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ (1865 წ.) დაშლილი სამხედრო ორკესტრების მუსიკოსებმა ვიდრე
სახლებში დაბრუნდებოდნენ, ინსტრუმენტები გადაყარეს. ზანგებმა ეს საკრავები შეაგროვეს, დამოუკიდებლად შეისწავლეს მათზე დაკვრა და მალე ნიუორლეანის ზანგურ დასახლებებში აჟღერდა იმ დროისათვის მეტად უცნაური მუსიკა.
ნიუორლეანი - ეს ის ამერიკული ქალაქია, სადაც ჩამოყალიბდა პირველი ნამდვილი ჯაზური ორკესტრი. მისი ხელმძღვანელი კი ბადი ბოულდენი იყო, რომელიც დალაქი გახლდათ. როგორც ამბობენ, დიდი ზომის ფილტვების წყალობით, კლარნტზე ისე ხმამაღლა უკრავდა, რომ მისი ხმა 10 კილომეტრის მანძილზე ისმოდაო. ბოულდენის
ორკესტრი 5-6 მუსიკოსისაგან შედგებოდა. თავიდან ისინი უკრავდნენ ქორილებში, ქუჩებსა და მოედნებზე.
მოგვიანებით კი ზანგურმა ორკესტრმა ესტრადაც დაამშვენა.
სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ზანგები ფორტეპიანოსაც უკრავდნენ. XIX საუკუნის მიწურულში მათ შექმნეს ჯაზური მუსიკის ახალი საფორტეპიანო სტილი - რეგთაიმი. სპირიჩუალისა და ბლუზისგან განსხვავებით, მასში სუფევს მხიარული განწყობა. რეგთაიმის რიტმი ზუსტად ესადაგებოდა მუნჯი ფილმების კადრების აჩქარებულ მონაცვლეობას.
ამ მუსიკალური მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი მუსიკოსია სკოტ ჯოპლინი.
ჯაზური მუსიკის უმთავრესი თვისებაა იმპროვიზაციულობა და რიტმის განსაკუთრებული როლი. ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია შეასრულოს ჯაზური მუსიკა. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მაღალი დონის ჯაზის შესრულებისათვის რიტმის განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი იმპროვიზაციული ნიჭია საჭირო.
ჯაზის ერთ-ერთი ლეგენდარული შემსრულებელია - რეი ჩარლზ რობინსონი. დაიბადა 1930 წლის 23 სექტემბერს შტატ ჯორჯიაში. ზანგები საერთოდ არ გამოირჩევიან სიმდიდრით და არც რეი იყო გამონაკლისი, ის ძალზე ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. შვიდი წლის ასაკში რეი ჩარლზი დაბრმავდა. რეი ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით.
1945 წელს, მაშინ როდესაც რეი სულ რაღაც 15 წლის იყო დაეღუპა დედა - არეტა რობინსონი. აღსანიშნავია ის, რომ რობინსონს ჰყავდა 12 შვილი. ის ცნობილია, როგორც გენიოსი. ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ სიაში:
The Immortals: 100 Greatest Artists of All Time (უკვდავები - ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი ) მე-10 ადგილი დაიკავა.
"რა არის სული? ეს იგივეა, რაც ელექტროენერგია- ჩვენ არ ვიცით რა არის ის, მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია გაანათოს ოთახი".
"მე არასდროს მსურდა ვყოფილიყავი სახელოვანი, მე მხოლოდ მინდოდა ვყოფილიყავი ჩინებული"
"უკეთესია იყო ერთგული, ვიდრე სახელოვანი"
ჯონ უილიამ კოლტრეინიც ერთ-ერთი ლეგენდარული ჯაზის შემსრულებელია. დაიბადა 1926 წლის 23
სექტემბერს ჰელმეტში, ჩრდილოეთ კაროლინა. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჯაზის ისტორიაში და ყოველთვის დარჩება ლეგენდად. 1967 წლის 17 ივლისს კოლტრეინი გარდაიცვალა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით.
ელა ჯეინ ფიცჯერალდი ჯაზის დედოფლადაა აღიარებული. დაიბადა 1917 წლის 25 აპრილს ნიუპორტ-ნიუსში,
ხოლო ნიუ-იორკში კი გაიზარდა. სამწუხაროდ ის 14 წლის ასაკსი დაობლდა. მამამისი ელას დაბადებისთანავე
გაუჩინარდა, ხოლო დედამისი კი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიცჯერალდიმ 1941 წელს დაიწყო სოლო კარიერა. გარდაიცვალა კალიფორნიაში, 1996 წლის 15 ივნისს 79 წლის ასაკში. ბოლო წლებში, სანამ გარდაიცვლებოდა ელას ჰქონდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჯაზი ძალიან აქტუალური გახდა საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც "ისტერ პრომოუშენმა" დაიწყო ჯაზშემსრულებლების ჩამოყვანა და "თიბისი ჯაზფესტივალს" ჩაეყარა საფუძველი...უსმენთ თუ არა ჯაზს? და ვინ არის თქვენი ფავორიტი შემსრულებელი?
This post has been edited by katherine-katie on 23 Oct 2012, 19:01
მიმაგრებული სურათი