ეს არის თემა ვაკე-საბურთალოს რაიონში აშენებული ყველაზე დიდი საგზაო სისტემის შესაცებ.
2009 წლის ზაფხულში თბილისის მერიის დაკვეთით დაიწყო ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა რომელსაც თავდაპირევლად გმირთა მოედანი და თამარაშვილის ქუჩა უნდა დაეკავშირებინა.
გმირთა მოედანზე ვექტორთა პირდაპირი კვეთის გამო აიცულებელი გახდა ესტაკადების მშენებლობა და სამდონიანი მოძრაობის მოწყობა.
საპროექტო სამუშაოები შპს "საქგზათმეცნიერებამ", ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს "კავკასუს როუდ პროჯექტმა" განახორციელეს.

მაგისტრალის ცალი მიმართულება და გმირთა მოედნის ერთი ესტაკადა გაიხსნა 2010 წლის 25 მაისს. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალაქის მერი, მათ ფორმულა 3-ის ბოლიდებით გატესტეს ტრასა.
ამის შემდეგ სამუშაოები განახლდა, იყალთოს კლდეზე დამაგრდა ქვისგან დამცავი ბადეები და 2010 წლის 6 სექტემბერს გახსნა გზის ორივე მიმართულება და გმირთა მოედნის 3 ესტაკადა. ასევე გაკეთდა ორდიონიანი კვანძი, რომელიც ხეობის მაგისტრალს, ნინო რამიშვილის და ჩიქოვანის ქუჩებთან აკავშირებდა.
რამიშვილის ქუჩაზე ქვაფენილი შეიცვალა ასფალტით, ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა ავტოფარეხების დემონტაჟი, გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა და შეიცვალა ასფალტის საფარი.
მშენებლობის ამსახველი ფოტოკოლაჟი
გზის სიგრძე არის 3 კილომეტრი, სიგანე 16 მეტრი.
აშენებულია 10 კანადური ტექნოლოგიის გოფრირებული გვირაბი, რომელთა უმეტესობაში მოქცეულია მდინარე ვერე, მის თავზე გადის მაგისტრალი.
ესტაკადებზე არის ასფალტის საფარი, ხოლო მაგისტრალზე ცემენტ-ბეტონის. გერმანული ტექნოლოგიით დაგებული.
დასაშვები სიჩქარე მსუბუქი ავტომობილებისთვის არის 80 კმ/სთ
2011 წლის მაისში დაიწყო პროექტის მეორე ნაწილი. დაიწყო იყალთოს კლდეში 204 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე საგზაო სისტემის, რომელიც ვერეს ხეობის მაგისტრალს აკავშირებს საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელის, ასათიანის და უნივერსიტეტის ქუჩებთან.
კიდევ ერთი გზა, რომელიც ვერეს ხეობას აკავშირებს ჭავჭავაძის გამზირთან და ყიფშიძის ქუჩასთან, ამ დრომდე შენდება.
ეს არის ძველი ვარიანტი, ოდნავი ცვლილებები არის თამარაშვილის ქუჩასთან.

2012 წლის 9 სექტემბერს გაიხსნა იყალთოს გვირაბი და მიმდებარე გზები, ასევე კიდევ ერთი ესტაკადა გმირთა მოედანზე, რომელიც სხვა ვექტორთან გადაკვეთის გარეშე ერთმანეთს აკავშირებს კოსტავას ქუჩას და თამარ მეფის გამზირს, ასევე კოსტავას ქუჩას და გამსახურდიას ქუჩას,
გახსნის ცერემონიალში ისევ საქართველოს პრეზოტენტი და ქალაქის მერი
მონაწილეობდნენ, ამჯერად ღია ავტობუსით გაიარეს ახალ გზებზე.
პროექტის ფარგლებში აშენდა 12 კუნძული, 1 საავტომობიო ხიდი, 1 თაღოვანი გვირაბი. დამონტაჟდა 1 ახალი შუქნიშანი თამარაშვილის ქუჩაზე, ხოლო გაუქმდა შუქნიშანი გმირთა მოედანზე.

ამ მომენტისათვის სამუშაოები მიმდინარეობს ნინო რამიშვილის ქუჩის (პოლიციის განყოფილების მიმდებარე მოედანთან) და ჭავჭავაძის გამზირის დამაკავშრებელ გზაზე. ხდება მიწაყრილის ამაღლება და საყრდენი კედლების მშენებლობა. ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ტეროტორიაზე, ასფალტის ფენები დაგებულია და ტროტუარები მოწყობილი.
მძღოლებისთვის:
-ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან ვერეს ხეობაში ან ვარაზისხევზე მოსახვედრად აუცილებელია ახვიდეთ პანდუსზე "გალფის" გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს.
-ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან
(ყოფილი "აჭარა") მოსახვედრად უნდა ისარგებლოთ გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი გვირაბით.
-რუსთაველის გამზირიდან სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან, ან თამარ მეფის გამზირზე მოსახვედრად კაზინო "ევროპასთან" უნდა დაიკავოთ მარჯვენა ზოლები და ახვიდეთ პანდუსზე.
-ვერეს ხეობიდან სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან მოსახვედრად უნდა გააგრძელოთ მოძრაობა ლაგუნა ვერესკენ და "ვისოლის" გასამართ სადგურთან მარცხნივ უნდა მობრუნდეთ, ესტაკადების ქვეშ, შემდეგ კი ისარგებლოთ გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი გვირაბით.
-პეკინის გამზირიდან თამარ მეფეზე მოსახვედრად არ უნდა ახვიდეთ ესტაკადაზე, ზოოპარკის წინ უნდა იმოძრავოთ.
-რუსთაველის გამზირიდან ვერეს ხეობაში მოსახვედრად კაზინო "ევროპასთან" უნდა დაიკავოთ მარჯვენა ზოლები და ახვიდეთ პანდუსზე, შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა მარცხნივ, და წრიული პანდუსით ახვიდეთ მთავარ ესტაკადზე, საიდანაც გადაუხვევთ ხეობაში.
-უნივერსიტეტის ქუჩიდან მეტროსადგურ "დელისთან" მოსახვედრად უხვევთ თამარაშვილზე მარჯვნივ, და "ვისოლის" გასამართ სადგურთან ტრიალდებით.
-მეტროსადგურ "დელისიდან" იპოდრომის ადგილას გამავალ გზაზე მოსახვედრად უნივერსიტეტის ქუჩაზე უხვევთ მარჯვნივ, TBC ბანკის -ს მშენებარე ოფისის შესასვლელთან ატრიალებთ და შუქნიშნის გავლით გადადიხართ საბურთალოს ქუჩის გაგრძელებაზე.
-ასათიანის ქუჩიდან საბურთალოს ქუჩაზე მოსახვედრად ჩადიხართ იპოდრომზე გამავალ ახალ გზაზე, მოძრაობთ მარცხნივ, იყალთოს გვირაბთან წრეზე შეუსველელად ტრიალდებით და ბრუნდებით უკან საბურთალოს ქუჩისკენ.
-ბახტრიონის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოსახვედრად შედიხართ იყალთოს გვირაბში, ვერეს ხეობიდან ადიხართ პოლიიციის განყოფილებასთან, არტყამთ ორივე წრეს ხიდზე და ჩადიხართ ისევ ვერეს ხეობაში, საიდანაც გახვალთ თამარაშვილის ქუჩაზე.
წინა თემების ლინკები:
პირველი თემამეორე თემამესამე თემამეოთხე თემამეხუთე თემამეექვსე თემამეშვიდე თემამერვე თემამეცხრე თემამეათე თემამეთერთმეტე თემა This post has been edited by Fabian on 12 Feb 2014, 11:36