ფსიქოლოგებთან მაქვს 1 საინტერესო შეკითხვა და თუ განმიმარტავთ მადლობელი ვიქნები

მოკლედ მშიშარა ვართქო ვერ ვიტყვი ზოგჯერ სადაც გასაქცევი ყოფილა იქ არ გავქცეულვარ და რაღაც მამაცური გამოხტომებიც მახასიათებს )) ნუ უშიშარიც არ ვარ მაგრამ ბევრჯერ გამირისკავს და ისეთი ნაბიჯებიც გადამიდგავს რასაც ბევრი ვერ გაბედავს.
მოკლედ კითხვა:
ჩაფიქრებული მოვდივარ ქუჩაში და ქუჩაზე მანქანები აყენია რამოდენიმე. მე არ ვათვალიერებ ამ მანქანებს უბრალოდ ვფიქრობ და ნუ რა თქმა უნდა თვალებიც გახელილი მაქვს )
ერთერთი მანქანის საბარგულიდან გადმოკიდებულია ადამიანის ხელი იდაყვის ქვევით. თითქოს ადამიანია საბარგულში (მკვდარი) და ხელი აქვს გადმოკიდულ მოყოლილი საბარგულში

მე მგონი ასეთი "კაიფი პონტი" ადრეც მაქვს ნანახი, მაგრამ საქმე იმაშია რომ მანამ გავაცნობიერე ეს ყველაფერი მთელ ტანში დამიარა შიშმა.
კარგად მინდა გაიგოთ ეს მომენტი, ანუ მანამ კონკრეტულად დავინახე რა იყო უკვე შემეშინდა. თან შემეშინდა ისე კი არა რომ შევხტი გავიქეცი ან რამე, უბრალოდ მთელ ტანში გამცრა და მერე დავიწყე თუ რა ხდებოდა კონკრეტულად და ვნახე რომ "ღადაობის" ვარიანტში ჰქონდა გაკეთებული მძღოლს თითქოს საბარგულში "ტრუპია" და ხელი აქვს მოყოლილი )))
მოკლედ ფსიქოლოგიურად მაინტერესებს რა დამემართა )