...ხაშურის ვაგზალზე მოვხვდი, მგელივით მშიოდა და ვაგზლის კაფიდან აკორდეონის ხმა შემომესმა...ვხედავ, სურამელი მედოლე ზაურა, გორელი ბასგიტარისტი ჯუბო და ვიღაც აკორდეონისტი ძაან ეშხიანი და აი ძაან ისეთი, კარქი ქალი, ლიბერტანგოს ეთამაშებიან...
...მოვინუსხე რასაც ქვია, გრეჩიხა და კატლეტი ყელში ერთად გამეჩხირა და ვერც დავახველე, ვერც ჩავისუნთქე და ვერც ამოვისუნთქე...
...ამ დღეში რომ დამინახა, შეწყვიტა დაკვრა, მოიხსნა აკორდეონი და ჩემს მაგიდასთან მოვიდა...დაუძახა ვიღაც ლამარა დეიდას ..."ლიმონათი მაინც მოუტანე ამ მისტერს, თორემ დაიხრჩოო! ...
..."ისე ზოია მქვია და ხშურში ზოი-თ მიცნობენო, ბებია წარმოშობით ზემო მაჩხაანიდან არის , მამა კი, ათენის მკვიდრი ბერძენიაო. ...და მართლა ასე უცბად ... და ასე ძაან გიყვარვარო?!
..."მეე, მე-მეთქი...აი მე მეთქი-ხოო, აი მე მეთქი....."
...კაი, გეყო "შენ მეთქები"-ო და უბრალოდ, უსიტყვოდ ისე მაკოცე, რომ სუნთქვის რეფლექსი დამაკარგინეო...
...აეს მითხრა თუ არა, მერე მომკალით და აღარ მახსოვს...რამდენი ხანი მეძინა, როგორ მოვხვდი იმ კაფეში...ან ის ღვთისნიერი კაცი ვინ იყო, დილაუთენია მაგიდასთან რომ მაღვიძებდა:...გაიღვიძე შვილო, საცაა ლამარა მოვა და კაი დღე არც შენ და არც მე არ დამადგებაო!...ლამარა ვიღაა ძია-კაცოთქო?!....ლამარა ჩვენი ბუფეტჩიცაა, მაგარი ყვერებიანი ქალია, ძლივას გამოვგლიჯეთ წუხელის შენი თავი ხელიდან...ჯერ ჭურჭლის მრეცხავ ზოიას ეტორღიალებოდაო და იმასთან რო არა გამოუვიდა რაო არა, უხხხ მაგას ვაჩვენებ ტანგოსა თუ მანგოსაო, განა მაგისი რა შემატყო...ვიცეკვოთო რო მეუბნებოდა და მეგლასუნებოდაო!
...ეხ ზოია, ზოია...ზოიიი, მოდი გოგო ჩქნეთანა!
....რა მოძებნის ახლა ჩუმათელეთში მაჭანკალს, ვინ ეტყვის ზოის, იმ ბიჭს შენზე ჯიგარი აქვს დამწვარიო?!...მეორეჯერ როგორ შევხედო თვალებში ლამარა ბუძუას ისე, რომ ხაშურის ვაგზლის მიწა არ მეწვოდეს ფეხქვეშ, ჰაა...იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე?!
This post has been edited by Stalker2005 on 7 Dec 2013, 01:24