ბუნებაში საკმარისი ენერგიის წყარო და მათი ათვისების ტექნოლოგიაა იმისათვის, რომ ადამიანებმა გაზის და დენის მომწოდებელ კომპანიებს თავი არ გააძარცვინონ. ამისათვის საკმარისია გავითვალისწინოთ მხოლოდ ერთი რამ: ინვესტიცია თქვენი საცხოვრებლის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ის თანხაა რაც მომავალში თქვენ უნდა გადაგეხადათ ენერგო კომპანიებისათვის.
საქართველოში მშენებლობა და კეთლმოწყობა რომ ქაოტურია და დაუგეგმავი ეს ახალი ამბავი არავისთვის არ არის. ისეთი ტერმინი როგორიცაა "შენობის ენერგეტიკული ღირებულება" "დიზაინთან" და "პრაქტიკულობასთან" ერთად დაკარგულია. შენობის პროექტირებაზე და საშენ მასალებზე ეკონომირებული თანხა ზაფხულში გაგრილებისთვის და ზამთარში გათბობისთვის სწორედ ენერგო კომპანიების "ჯიბეებში" გადაინაცვლებს.
კვლევები გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით, სამჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს. ეს იმიტომ, რომ ენერგიის ეკონომია მხოლოდ ნათურის ჩაქრობა ან ცივი წყლით დაბანა არ არის.
საქართველოში თითქმის "უარს ამბობენ" მზის კოლექტორების, ბიოსაწვავისა და გეოთერმიული სითბოს
მართებულ გამოყენებაზე. ეს ნაწილობრივ ჩინეთიდან შემოტანილი უხარისხო დანადგარების "დამსახურებაცაა", მაგრამ ამ ტექნოლოგიების
სწორი მოხმარებისას თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე ელით.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს
შპს ეკო This post has been edited by eco ltd on 28 Oct 2012, 15:19