წინა თემებითემის I ნაწილი : Creen Card ნაწილი 1
თემის II ნაწილი : Green Card ნაწილი მე-2
თემის III ნაწილი : Green Card ნაწილი მე-3
თემის IV ნაწილი: Green Card ნაწილი მე-4
თემის V ნაწილი: Green Card ნაწილი მე-5
თემის VI ნაწილი: Green Card ნაწილი 6
თემის VII ნაწილი: Green Card ნაწილი 7
თემის VIII ნაწილი: Green Card ნაწილი 8
თემის VIX ნაწილი: Green Card ნაწილი 9
თემის VIX ნაწილი: Green Card ნაწილი 10
მწვანე ბარათი - Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში.მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდებით,მათ შორის გათამაშებაში მოგებით.გათამაშება ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. გათამაშების მიზანია აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება.
ერთადერთი ოფილიალური სარეგისტრაციო საიტი:
www.dvlottery.state.govრეგისტრაცია ხდება ოქტომბრის დასაწყისიდან ნომებრის ბოლომდე
სასარგებლო ლინკები
1.
http://www.travel.state.gov/visa/visa_4756.html2.
http://www.govorimpro.us/forum.php3.
http://green-card.ru/lottery/basis/4.
http://dv2006-history.narod.ru/#Введение5.
http://emigration2005.narod.ru/usa/Green-Card-Lottery.htm6.
http://greenkarta.com/rus/qa.htmჩემი სატატია Green Card -დზე პდფ ფაილი გადმოიწერეთ და წაიკითხეთ
http://www.link.ge/file/334590/green-card-by-giomad.pdf.htmlაქ არის სრული ინფორმაცია:
http://www.airlines.ge/1/viza/greencard.html http://www.facebook.com/pages/Immigracionn...66228232?v=wallამერიკის გრინ კარტა (მწვანე ბარათი)
1. გძინავს ყოველ დღე 12–თ საათამდე
2. არ მუშაობ იმიტომ რომ ვერ ნახე სამსახური
3. ცოლი გთხოვს კაბის ფულს უკვე 4 თვეა და შენ არ გაქვს ფული და იმას ეგ არ ესმის
4. ბავშვი გთხოვს წამიყვანე კინოში და შენ არ გაქვს კინოს ფულიც
5. არაფერს არ აკეთებ საერთოდ
6. ზიხარ სახლში უყურებ ტელევიზორს
7. აბირჟავებ გარეთ ლოთ მეგობრებთან ერთად და აღარ გინდა ყოველ დღე დალევა
8. დადიხარ ინგლისურზე და მაინც ვერ სწავლობ ამ ინგლისურს
9. შენ გძნობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია და ვერ უკეთებ შენს თავს რეალიზებას
10. ზიხარ სახლში უყურებ, როგორ ეთობიან სხვები და შენ ვერა
11. მაგარი დაგრუზული ხარ და არ იცი რა ქნა
12. გინდა იცხოვრო ბევრად უკეთესად
13. გინდა გააკეთო სახლში რემონტი
14. გინდა იყიდო მაგარი მანქანა
15. დაიღალე ასეთი ცხოვრებით და გინდა აიხდინო ოცნებები
ხოდა სცადე ბედი იქნებ მოიგო გრინ კარტის გათამაშება და წახვიდე ამერიკაში, იცხოვრო იქ და იმუშაო და აიხდინო ოცნებები. რა არის ამისთვის საჭირო ? წელიწადში ერთხელ შეავსო ხოლმე გრინ კარტის გათამაშების ანკეტა, შევსება უფასოა, არ გადაიხადო მაგაში ფული, ზოგს გონია რომ ეგ არის ფასიანი, ეგ არის უფასო. გრინ კარტის გათამაშება ტარდება წელიწადში ერთხელ, შევსება შეიძლება შემოდგომაზე, 1 თვის ვადას გაძლევენ, ნახეთ ხოლმე ეს ვებ გვერდი:
http://dvlottery.state.gov - აქ ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, როდის იქნება გათამაშება ან თუ არის – ავსებთ იქ თქვენს ანკეტას. შევსება უფასოა, და ამის შევსება შეიძლება ერთხელ წელიწადში.
მაგალითად შენ ჰყავს ცოლი და 3 შვილი (შვილები 21–თ წლამდე), ცოლი თუ ჰყავს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოწერილი ხელი და უნდა ჰქონდეთ ქორწინების მოწმობა, მაშინ ითვლება, რომ შენ ჰყავს ცოლი, თუ არ გაქვს მოწერილი ხელი, წადი შენს ცოლთან ერთად სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოში წაიღეთ პირადობის მოწმობები და ასევე წაიყვანეთ ორი სრულწლოვანი ადამიანი თავის პირადობის მოწმობებთან და ურიგოთ და უფასოდ იმ დღესვე აიღეთ ქორწინების მოწმობა, ნუ დაგეზარება, თუ გეზარება მაგის გაკეთება, მაშინ ნუ შეავსებ გრინ კარტის ანკეტას და ნუ წახვალ ამერიკაში, აქ თუ ასეთი პატარა საქმე გეზარება იქ საერთოდ არ ივარგებ. როცა ხელი გაქვს მოწერილი და გაქვს ქორწინების მოწმობა, მაშინ ანკეტას შენ ავსებ და შემდგომ ავსებს შენი ცოლის და ორმაგი შანსი გაქვთ მოგების, თუ რომელიმე იგებს – იგებთ ორივე.
თავიდან ვის სახელზეც ივსება ანკეტა იმას მინიმუმ უნდა ჰქონდეს 11 კლასის ატესტატი, თუ აქვს დიპლომი მით უკეთესი, ანუ მინიმუმ 11 კლასის განათლება არის საჭირო ან 2–3 წელი უნდა ემუშავა ისეთ სამსახურში, რომელიც არის მისაღები ამერიკისთვის და უნდა ჰქონდეს სტაჟი.
ანკეტებისთვის საჭიროა შენი, შენი მეუღლის და შვილების სურათები (შვილები, რომლებიც არიან 21 წლამდე, ვინც 21 წლის ზემოთ არის ის ცალკე ავსებს ანკეტას), პატარა შვილიც რომ ჰყავდეთ 1 წლის მაინც უნდა იმას სურათი, სურათი ყველას სჭირდება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სურათის გადაღებას.
სურათი სასურველია გადაიღო გარეთ – დღის შუქზე, ოთახში გადაღებული სურათი არ ვარგა, მოკლედ გაიტანე გარეთ გექნება თეთრი პროსტინა ან თეთრი დიდი ქაღალდი – მაგალითად შებრუნებული მსოფლიო რუქა და დააწეპე სადმე და მიდით და გადაუღე ყველას სურათები, თითოს გადაუღე 5–6 სურათი და მერე საუკეთესოს აირჩევ, პომადა არ წაისვათ, ოქროს ცეფები მოიხსენით, ბანტიკი მოიხსენით, ზაკოლკებიც მოიხსენით, საყურებიც მოიხსენით, სათვალეც მოიხსენით, წვერებში გადაღება შეიძლება, რას ჩაიცმევ მაგას აზრი არ აქვს, პიჯაკში იქნები თუ მაისურში აზრი არ აქვს, ქუდი არ უნდა გეხუროს, სურათები გადაიღე ვსპიშკის გარეშე და სურათში უნდა ჩანდეს თავი და ნახევარი ტანი, სურათს უკან ჩდილები არ შეიძლება ჰქონდეს, ფოტოშოპში და ეგეთ პროგრამებში არ შეიძება დამუშავება, მარტო მოჭრა შეიძლება 600–სი 600–ზე პიქსელზე. ამ ზომებში უნდა იყოს, ნახეთ აუცილებლად ეს პედეეფ ფაილი (Adobe PDF file), აქ არის ნაჩვენები როგორი უნდა იყოს სურათი. არ შეიძლება ფოტოშოპში ან სხვა პროგამებში დამუშავება, სურათში უნდა იყო უბრალო, ის რაც ხარ. ამ ზომებში უნდა იყოს სურათი:


გადაუღე ყველას 5–6 სურათი და შემდგომ საუკეთესო აირჩიე, გადადი ამ ვებ გვერდზე:
http://dvlottery.state.gov და შეავსე ანკეტა,
მანამდე წაიკითხე ეს პირობები და ინფორმაცია, ანკეტას ავსებ ასეთ ნაირად, ჯერ
ნახე ეს პედეეფ ფაილი (Adobe PDF file) აქ არის ანკეტის ნიმუში (ამ ანკეტას ავსებთ ინგლისურად, მარტო ინგლისური ასოებით), აქ: a. Last/Family Name ავსებ ინგლისურ ენაზე შენს გვარს (მაგალითად–წულუკიძე: Tsulukidze) (სანამ შეავსებ ნახე შენი ზაგრან პასპორტი, შენ თუ გრიშას გეძახიან და პასპორტში გიორგი ხარ მაშინ Giorgi უნდა ჩაწერო, ისე როგორც წერია ზაგრან პასპორტში, პასპორტი თუ არ გაქვს ნახე პირადობის მოწმობა და იმის მიხედვით შეავსე სახელი და გვარი, ასოები ინგლისურად არის: ხ–kh, ჭ,ჩ–ch, ძ–dz, ჯ–j, ჟ–zh, ქ–k, თ–t, წ,ც–ts, შ–sh, გ,ღ–g, ყ–k), მერე ავსებთ სახელს ამ ველში: b. First Name: აქ ჩაწერ შენს სრულს სახელს რაც გაქვს პასპორტში (მაგალითად-ხვიჩა: Khvicha), ამ ველს: c. Middle Name დატოვებთ ცარიელს, გაუკეთედ ქვემოთ – პტიჩკა–ნიშანი No Middle Name, ეს არ არის მამის სახელი, დატოვეთ ეს ველი ცარიელი.
ქვემოთ 2. Birth Date, აირჩიეთ თქვენი დაბადების თარიღი, რაც ზაგრან პასპორტშია – დღე, თვე, წელი, გადაამოწმეთ კარგად.
3. Gender – აქ არის სქესი, Male - არის კაცი, Female - არის ქალი, აირჩიეთ.
4. City Where You Were Born – დაბადების ქალაქი. ჩაწერეთ ქალაქი სადაც დაიბადეთ, მარტო ქალაქი, თუ სოფელია მიეცით Birth City Unknown.
5. Country Where You Were Born – სადაც დაიბადეთ ის ქვეყანა, საქართველო არის – Georgia
6. Country of Eligibility for the DV Program - ამას არ ეხები, იყოს Yes-ზე, თუ დაიბადე საქართველოში.
Photograph File Name – აირჩიე შენი სურათი,
შენი სურათი უნდა იყოს ასეთი.8a. In Care Of – აქ ჩაწერე შენი სახელი და გვარი იგლისურად, მაგალითად (Irina Salukvadze)
8b. Address Line 1 – აქ ჩაწერე შენი ქუჩა, სახლის ნომერი და ბინის ნომერი, მაგალითად (Chavchavadze street 30, flat 7)
8c. Address Line 2 – აქ ჩაწერე შენი უბანი, სადარბაზოს ნომერი და სართული, მაგალითად (Vake, 1 sadarbazo, 4 sartuli)
8d. City/Town - ქალაქი, მაგალითად (Tbilisi)
8e. District/County/Province/State - აქ უბანი, ან უბრალოდ GE, მაგალითად (Vake)
8f. Postal Code/Zip Code - საფოსტო ინდექსი, მაგალითად (0108), ან ნახეთ თქვენი ქუჩის მიხედვით აქ:
http://www.georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=108g. Country – აქ აირჩიეთ: Georgia
9. Country Where You Live Today - ქვეყანა სადაც ცხოვრობ ახლა – აქ აირჩიეთ: Georgia
10. Phone Number – შენი ტელეფონის ნომერი, მაგალითად: +99532-778899
11. E-mail Address – შენი ელ. ფოსტა, რომელსაც იყენებ და რომელიც არ არის მკვდარი, სასურველია იყოს @yahoo.com ან @gmail.com , თუ არ გაქვს დარეგისტრირდი და აიღე ელ. ფოსტა: www.gmail.com - ზე.
High School degree – მინიმუმ ეს 11 კლასის ატესტატი უნდა ჰქონდეს, თუ არ გაქვს მაშინ დიპლომი მაინც უნდა ჰქონდეს: University Degree, Doctorate Degree – ეს არის დოქტორის დიპლომი. თუ არ გაქვს მაშინ
http://online.onetcenter.org/ – ამ პროფესიის მფლობელი უნდა იყო და უნდა იყო ამ პროფესიით ნამუშევარი 2–3 წელი და შესაბამისი საბუთი – მაგალითად შრომის წიგნაკი.
ქვემოთ არის ეს: Unmarried – არ ვარ დაქორწინებული, ანუ არ მაქვს ქორწინების მოწმობა.
Married – დაქორწინებული ვარ და მაქვს ქორწინების მოწმობა.
Divorced – დავშორდი და მაქვს განქორწინების მოწმობა ან მექნება.
Widowed – ქვრივი ვარ, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაშინ მომავალში უნდა აიღო მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
Number of Children – არ უნდა ჩაწერი რამდენი შვილი ჰყავს, რომლების ასაკი არის 21 წლამდე, ანუ შვილის, რომლის ასაკია მაქსიმუმ 20 წელი. თუ ასეთი შვილი ჰყავს 3–მი მაშინ ჩაწერე იქ: 3, თუ არ ჰყავს ასეთი მაშინ ჩაწერე: 0
მერე დააჭერ ღილაკ: Continue და შემდგომ უვსებ ანკეტას მეუღლეს, შემდგომ შვილებს, და ბოლოს როცა ანკეტას შეავსებ გამოვა ასეთი მონაცემები:
Success! Printer friendly version
Your entry for the 2012 Diversity Visa Lottery Program Lottery Entry Form was received on Monday, October 18,
2010 at 10:23:24 AM EDT. Please do not close this window until you have printed this confirmation page or made a
record of your Confirmation Number.
Entrant Name: Kapanadze, Zura
Confirmation Number: 201221O3XPINBOLG
Year of Birth: 1975ანუ ანკეტა შევსებულია, აუცილებლად ეს მწვანე კოდი და ნომრები ამობეჭდეთ და მონიშნეთ და CTRL+C დააკოპირეთ და გაგზავნეთ CTRL+V თქვენს ემაილზე და იქაც დამატებით შეინახეთ, თუ თქვენ ეს არ შეინახეთ, ვერ გაიგებთ მოიგეთ თუ არა გრინ კარტის გათამაშება, იმიტომ რომ "პირველი საბუთების პაკეტი აღარ მოვა თქვენთან", ანუ შემდეგ წელს 2 მაისის მერე თქვენ ამ კოდით შეამოწმებთ მოიგეთ თუ არა ამ ვებ გვერდზე:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ანკეტას როცა შეავსებთ ეს კოდი შეინახეთ ბევრ ადგილას, ბევრჯერ ამოწერეთ ეს ფურცელზე, არ დაკარგოთ ეგ კოდი (
Confirmation Number: ასეთი ტიპის არის: 201221O3XPINBOLG) რაც არის მწვანე ფრად, საჭიროა, იმიტომ რომ აღარ მოდის შეტყობინების წერილი, რომ თქვენ მოიგეთ გრინ კარტის გათამაშება, შენ თვითონ უნდა გაიგო აქედან:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/შენ შეავსე ანკეტან და მეტი იმ წელს აღარ შეავსო, შენ ავსებ ანკეტას წელიწადში ერთხელ, შემოდგომის პერიოდში, შევსება უფასოა.
ახლა ამ ანკეტას ავსებს შენი ცოლი, ჩაწერს ჯერ თავის მონაცემებს, მეორე გვერდზე ჩაწერს შენს მონაცემებს და მერე შვილების.
ანუ თქვენ ვისაც მეორე ნახევარი ჰყავთ და გაქვს ქორწინების მოწმობა გაქვს ორმაგი შანსი მოიგოთ გრინ კარტი, იმიტომ რომ ჯერ ავსებს ქმარი თავის მონაცემებს + ჩასვამს ანკეტაში თავის ცოლს და შვილებს და მერე თავიდან ავსებს ცოლი და ანკეტაში ჩასვამს ქმარს და შვილებს, ანუ თქვენ გექნებათ ორი ეს მონაცემი:
Entrant Name: Kapanadze, Zura
Confirmation Number: 201221O3XPINBOLG
Year of Birth: 1975
და
Entrant Name: Kapanadze, Irina
Confirmation Number: 201221O3XPINBZIU
Year of Birth: 1977ამ ორ მონაცემებს ამოწმებ შემდეგი წლის 2 მაისის მერე ამ გვერდზე, მოიგე თუ არა:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ თუ ქმარმა მოიგო მაშინ ცოლი და შვილებიც მიდიან ამერიკაში, თუ ცოლმა მოიგო მაშინ ქმარიც და შვილებიც მიდიან ამერიკაში.
თქვენი ოჯახის სურათები და ინფორმაცია შეინახეთ კომპიუტერში და ყოველ წელს შეავსეთ მერე, იგივე სურათები გამოდგება და თქვენი ინფორმაცია იქნება კიდევ იგივე: გვარი, სახელი, დაბ. წელი, ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, დიპლომი, ოჯახური სტატუსი და ასე შემდეგ, ვორდის ფაილში შეინახეთ, სურათებიც შეინახეთ საქაღალდეში და ყოველ წელს შეავსეთ ეს მონაცემები ამ საიტზე:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/სიტყვაზე შეამოწმე შენი კონფირმატიონ ნომერი და მოიგე, მაშინ უნდა მიხვიდე: თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4–ში იქ არის ქალბატონი ნანა, რომელიც კარგად შეგივსებს საბუთებს ამერიკაში გასაგზავნათ, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე–ს ტელეფონია: 893-152152, ლესელიძეზე თუ არ იყო, საღამოს შეგიძლიათ ნახოთ სახლში და ანკეტებს შეგივსებთ: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54, ელ. ფოსტა: nana.office
[ემაილის ნიშანი]mail.ru
ელ. ფოსტაში ამ ნიშანის –
[ემაილის ნიშანი] მაგივრად ჩაწერეთ ეს –
@ნანა შეგივსებთ ანკეტებს – მიცემთ მას 40 ლარს, და ამ საბუთებს გაგზავნით
FEDEX–ით ამერიკაში ამ მისამართზე:

გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათებს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ) ფედექსით –
http://fedex.com/ge/contact/ , ფედექსი არის ამ მისამართზე: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, ეს არის შერატონ მეტეხი–ს წინ, ტელეფონი:
(+995 32) 74-86-44, 74-82-40, 74-89-40, ფედექსში გადაიხდით 100 ლარამდე (ახლა იტყვი სად მაქვს მაგის 100 ლარი, თუ არ გაქვს მაგის 100 ლარი, რას მიდიხარ ამერიკაში დაეტიე საქართველოში), მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ:
http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში –
http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11,
ტელ.
277724,
http://www.facebook.com/tbilisi.usembassyგასაუბრება–ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან 4–10 თვეში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის: 2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვე უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაშ, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტიკენეტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მიდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი
(Visa Bulletin) - ძებნა გუგლში, ნახეთ ეს ბმული
ან ამ ვებ საიტზე:
http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ:
This month's visa bulletin:
January 2011,
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:
For
January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers
BELOW the specified allocation cut-off number:
For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified
DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers
BELOW the specified allocation cut-off number:

ანუ მიხვდებით რომ
2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (
დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული
DV-2011 და ვისაც აქვს 2011EU000
15400 დან 2011EU000
17600–მდე, ანუ ნომრები
15400–დან
17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი.
აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წერილის სათაურში–Subject: Case number date interviewწერილის ტექსტი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail.
My confirmation number is:
201XEU000XXXXXMy family name is:
KapanadzeMy first name is:
GiorgiMy date of birth is:
June 25, 1985My country of birth:
Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
წერილი ასეთია:
წერილის სათაურში–Subject: status of my case
წერილის ტექსტი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
Please inform me about status of my case.
My confirmation number is:
201XEU000XXXXXMy family name is:
KapanadzeMy first name is:
GiorgiMy date of birth is:
June 25, 1985My country of birth:
Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოგწერენ თქვენ პასუხს 2–3 დღეში, რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ
ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს. ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, თორემ ისე არც განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.
იბადება კითხვები, აუ იქნებ არ გამიშვან ან ვიზა არ მომცენ, ვიზას მოგცემენ თუ შენ საბუთები წესრიგში გაქვს, თუ შენ (ვინც მოიგო) მინიმუმ გაქვს 11 კლასის განათლება და მისი ატესტატი, თუ დიპლომი გაქვს მით უკეთესი. თუ ყველაფერი რიგზეა გაგიშვებენ, ისე არ გიშვებენ, ჩვენს საკონსულოში როცა გადიხარ სხვა ვიზის მისაღებათ შენ არ გიშვებენ ანუ ვინც მიმართავს 95% საქართველოს მოქალაქეს სხვა ვიზას არ აძლევენ და მაგალითად მოსკოვში 95%
რუსეთის მოქალაქეს ვისაც ამერიკის ვიზა უნდა იმათ აძლევენ, ხოდა ამერიკას რომ კითხო მათვის რუსეთი მტერია და საქართველო მეგობარია, აქედანაც ჩანს რომ ჩვენ ამერიკას 100 წელი არ ვჭირდებით, მაგრამ გრინ კარტას თუ იგებ შენ შეგიძლია ამერიკაში წახვიდე და მაგის ვიზას მოგცემენ, ანუ მოგცემენ საიმიგრაციო ვიზას. არის სხვა მეთოდებიც ამერიკაში წასვლის, ზოგი საუბრობს რომ ზოგი 50.000 დოლარსაც იხდის ოღონდ ამერიკაში მოხდეს, შეიძლება ამ ადამიანს ჰყავდეს დედა ან მამა რუსეთში და მათ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, ან რუსეთში ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლება 2002 წლის მერე, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია მარტივად თბილისში
მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მერე ჩავიდეს მოსკოვში გააკეთოს მარტივად
შიდა რუსული პასპორტი, და მერე მარტივად აიღოს
ამერიკის საკონსულოში მოსკოვში ამერიკული ვიზა, იმიტომ რომ 95% რუსეთის მოქალაქეს ამერიკის ვიზა აძლევენ და არანაირი 50.000 დოლარი არ დაჯდება ამერიკაში წასვლა.
ან შეიძლება თქვენ ჰყავდეს წინაპარი ეროვნებით ბელორუსი და მიიღოთ
ბელორუსიის მოქალაქეობა ან მიიღოთ მარტივად
ყაზახეთის და
ყირგიზეთის მოქალაქეობა, სიტყვაზე მიიღეთ მარტივად ბელორუსიის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა შემდგომ თქვენ შეგიძლიათ
მიიღოთ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა რუსეთში და ამის მერე მიიღოთ მოსკოვში ამერიკის ვიზა და წახვიდეთ ამერიკაში.
შეიძლება თქვე ჰყავთ ბებია ან ბაბუა ან მამა ან დედა ან ძმა ან დაიკო ან შვილი ან შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა ან დაიბადა უკრაინაში 24 აგვისტოს 1991 წლამდე – მაშინ თქვენ მარტივად
მიიღებთ უკრაინის მოქალაქეობას და მიმართავთ ამერიკის საკონსულოს კიევში და წახვალთ ამერიკაში, თუ არ გაქვს ბებიის ან ბაბუის დაბადების მოწმობა ან სხვა საბუთი, რომელიც ამტკიცებს რომ ეს არის შენი ბაბუა ან ბებია ან ახლო ნათესავი და ის დაიბადა უკრაინაში,
შეგიძლია გამოითხოვო უკრაინიდან ან სხვა ქვეყნიდან თბილისში, ეს ამერიკა მარტო საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს ტურისტულ და სასტუმრო ვიზებს – ჩვენი მეგობრები არიან ვითომ, მაგრამ გრინ კარტის–საიმიგრაციო ვიზებს იძლევიან.
მოკლედ გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (
ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველასი ვინც გადის გასაუბრებაზე მისი:
1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support -
http://www.immihelp.com/visitor-visa/sampl...upport-form.pdf ,
http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე:
http://www.greencard.by/lottery/interview/8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.
სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე
ტელ. 251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის.
როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი,
ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (830 დოლარი) ინტერვიუზე საკონსულოში
(ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.
როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის 820–850 დოლარი ვიზის თანხის, გახვალ გასაუბრებაზე არ ინერვიულო იმიტომ რომ ვიზის მიღების შანსია 99,9999% პროცენტი მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით, აუცილებლად უნდა უთხრა თენქ იოუ, ანუ ინგლისურად მადლობა. ისე ინგლისურის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ცოტა იმეცადინეთ – ელემენტარული
მოგივათ მერე პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, მერე საღამოს დაურეკე ნათესავებს დაუძახე მეზობლებს ასევე დამირეკე მეც და ავღნიშნოთ შენი გამგზავრება ამერიკაში, იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია
გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა. მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.
გისურვებთ წარმატებას
იმედია ამ თემაში ბევრი გამარჯვებული და გახარებული ადამიანი დაწერს