ამ თემის გახსნა განაპირობა, ჩემმა ფეისბუკზე და სხვა სოციალურ ქსელებზე დაკვირვებამ, აღნიშნულ საიტებზე ხშირად ვხვდები სხვადასხვა შემოთავაზებებსა და მოწვევებს, რომელთა ძირითადი შინაარსი არის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერა. რომელთა უმრავლესობას თუ არა დიდ ნაწილს, ამ ადამიანების რეიტინგულ შედეგებში გარკვეული წვლილი მიუძღვის. გამომდინარე აქედან აშკარაა რომ საძოგადოების გარკვეულ კატეგორიაში ამ ტიპით ქართველისადმი მხარდაჩერით მზაობა არსებობს. ესეიგი შესაძლებელია ამ რესურსის მობილიზება ერთ ადგილზე. გთავაზობთ ასეთ რამეს, თუ ვინმემ იცით ან ვინმეს ახლობელს, ნაცნობს ესაჭიროება მსგავსი რეიტინგული მხარდაჭერა, ლინკების საშუალებით შემოიტანეთ ამ თემაში. პირველ ასეთ ლინკს მეთვითონვე ქვემოთ შემოგთავაზებთ, თუმცა კარგი იქნებოდა შევთანხმებულიყავით ამ თემაში მოქმედების გარკვეულ წესებზე.
1. სფეროებს შიგნით დავივიწყოთ ერთმანეთ შორის კონკურენცია, თუ ეს რათქმა უნდა შესადზლებელია.
2. ყველა ლინკის გამომქვეყნებელმა აიღოს პასუხისმგებლობა რომ, გამოკითხევბის დასრულების შემდეგ კონკურსანტის სახელით დაწეროს თუ რა შედეგები მოუტანა მას ამ მხარდაჭერამ.
3. საქართველოს ფარგლეს გარშემო არსებულ ყველა კონკურსში ქართველებს შორის აბსოლიტურად მიუღებელი კონკურენცია.
პ.ს. ეს ყველაფერი გავაკეთოთ იმიტომ რომ, მეტი ქართველის სახელი და გვარი იცოდნენ საზღვარგარეთ და ეს იცოდნენ კარგ კონტექსტში
* * *
* * *
ეს რეიტინგებია ვოგის და ამაში მონაწილეობას იღებს ქართველი დიზაინერი თამარა ბოჩიკაშვილი, სიაში პირველივეა

აბა ვნახოთ რას ვიზავთ!!!!
http://www.muuse.com/#!voguevote/all/3...r-bochikashvili This post has been edited by polit44 on 26 Oct 2012, 21:23