იტალია ოფიციალური ენა : იტალიური
დედაქალაქი : რომი
დიდი ქალაქები : მილანი, ტურინი, ნეაპოლი, ბოლონია, გენუა, პალერმო, ფლორენცია, ბარი, კატანია, ვენეცია.
მმართველობის ფორმა : საპარლამენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი: ჯორჯო ნაპოლეტანო
პრემიერ-მინისტრი : მარიო მონტი
მოსახლეობა : 60 მილიონი
ფულის ერთეული: ევრო
საინტერესო ფაქტები: - იტალია რეკორდსმენია იმ ადგილების რაოდენობით, რომლებიც შეფასებულია როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და დაცულია იუნესკოს მიერ; ასეთი ადგილი ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტია;
- იუნესკოს მიერ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, იტალია სამ უდიადეს ქვეყანათა შორის მოხვდა: საბერძნეთთან და ბრიტანეთთან ერთად;
- იტალია სამეულშია იმ ქვეყანათა შორის, რომლებსაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს: 40 მილიონი;
- მსოფლიო მხატვრობის შედევრების 60% იტალიაშია, დანარჩენი 40% კი დარჩენილ 200-ზე მეტ ქვეყანაში;
- იტალიას ყველაზე მეტი გინესის რეკოსრდსმენი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით;
- მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი იტალიაშია, ბოლონიის უნივესიტეტი 1088 წელს დაარსდა;
- ვენეციის კინოფესტივალი ყველაზე ძველია მსოფლიოში (1932);
- იტალია მოდის და ყველაზე მეტი ცნობილი დიზაინერების სამშობლოა;
- იტალია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორია;
- ამერიკა იტალიელების, კრისტოფერო კოლუმბის და ამერიგო ვერსპუჩის აღმოჩენილია;
- იტალია პირველ ადგილზეა მუზეუმების რაოდენობით: 3 000;
- იტალიაში ყველაზე მეტი სასტუმროა ევროპის მასშტაბით;
- იტალია ოპერის სამშობლოა;
- იტალია ცნობილია როგორც ყველაზე ლამაზი და სწრაფი მანქანების სამშობლო: ფერარი, ლამბორგინი, ბუგატი, მაზერატი;
- იტალიური გამოგონებების ძალიან მცირე ჩამონათვალი: თერმომეტრი, ფორტეპიანო, პიანინო, საბეჭდი მანქანა, სკუტერი, ვიოლინო, ვიოლონჩელო, ოპტიკური სათვალეები, ყავის აპარატი, პარაშუტი, ბოქლომი, საფრენი აპარატი, არბალეტი...
იტალია და ფეხბურთი - იტალიურად ფეხბურთს ეწოდება კალჩო და ეს სახელი იმ სპორტის სახეობას ერქვა, რომელსაც XVI-XVII საუკუნეებში იტალიის სხვადასხვა ქალაქებში თამაშობდნენ - ყველაზე უფრო პოპულარული კი ეს თამაში ქალაქ ფლორენციაში გახლდათ;
- ფეხბურთი იტალიაში საპორტო ქალაქიდან, ჯენოადან შევიდა და მალევე, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა;
- დღეს, ფეხბურთი იტალიაში რელიგიის დონეზეა აყვანილი და ეს უბრალო სიტყვები არაა - 2002 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მამრობითი სქესის იტალიელთა 55%-ისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესია და არა უბრალოდ სპორტის სახეობა, ან გასართობი საშუალება;
- იტალიის სპორტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იტალიელთა 72%-ისთვის ფეხბურთი ნომერი პირველი სპორტის სახეობაა;
- იტალიის ეროვნული ნაკრების თამაშებს საშუალოდ 20 მილიონი იტალიელი ადევნებს თვალს - თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობა 60 მილიონია და იქიდან დაახლოებით ნახევარი ქალი, რომლებსაც ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ, ბევრი ძალიან პატარა, ან ძალიან მოხუცი და რაღაც ნაწილი სულაც ბრმა, ეს მაჩვერნებელი გასაოცრად მაღალია და ალბათ უპრეცედენტოც;
- 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, ნეაპოლელ გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ფაბიო კანავაროს წმინდადად შერაცხვა მოითხოვა;
- 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ბრეშელმა გულშემატკივრებმა ანდრეა პირლოს წმინდადად შერაცხვა მოითხოვეს და მისი ხატი ქალაქის ქუჩენში ჩამოატარეს;
ცნობილი იტალიელები ფეხბურთის შესახებ მიკელანჯელო ანტონიონი (რეჟისორი): "არის თუ არა კინო ჩემი ცხოვრების მთავარი არსი? - კინო ხელოვნებაა, აი ნამდვილი ცხოვრება კი ფეხბურთშია";
ადრიანო ჩელენტანო (მსახიობი, მომღერალი): "ჩვენ ინტერისტები განსაკუთრებული ხალხი ვართ, რაც უფრო სამარცხვინოდ მარცხდება ჩვენი გუნდი, მით უფრო გვიყვარს ის";
ნინო მანფრედი (მსახიობი): "ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ერთადერთ ეპიზოდში ვიყავი ის, რაც რეალურად ვარ - როდესაც ფილმ "პური და შოკოლადში" იტალიის ეროვნულ ნაკრებს ვგულშემატკივრობდი";
რობერტო ბენინი (რეჟისორი, მსახიობი): "ამ ცხოვრების ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმის მრცხვენია, რომ ფეხბურთში ვერ გავერკვიე";
ტინტო ბრასი (რეჟისორი): "დიდ უკანალზე მეტად მხოლოდ გოლი აღმაგზნებს";
ფედერიკო ფელინი (რეჟისორი): "ბენიტო მუსოლინი ჩვენი უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ორი მადლობა მაინც ეკუთვნის;
ცუკერო ფორნაჩარი (მომღერალი): "ლეონარდო და ვინჩიმ გამოსაგონებელი აღარაფერი დაგვიტოვა და სასოწარკვეთილებმა ისეთი იდიოტობა გამოვიგონეთ, როგორიც კატენაჩოა";
იტალიის ეროვნული ნაკრები იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2006 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებისთვის ევროპის ყველაზე წარმატებული ნაკრებია, გაიმარჯვა რა ოთხ ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში). ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ცისფერი(azzurro, იტალიურად), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ. This post has been edited by papaani on 8 Jul 2012, 03:17