#33629109 · 25 Oct 2012, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეკლამა, რომელიც ბიზნესს, პოლიტიკას, მასმედიას, ხელოვნებას, კომპ. გრაფიკას და რა ვიცი, რომელ სფეროს აღარ აერთიანებს, ერთ კონკრეტულ განყოფილებას როგორ არ იმსახურებს?! ცალკე იქნება განხილული ვიდეო და ბეჭდვითი, სოციალური და კომერციული, ქართული და უცხოური რეკლამები. ვიმსჯელებთ შედევრებზე, დავცინებთ ბანძ რეკლამას, განვიხილავთ ქართულ სარეკლამო კომპანიებს და ვიკრეატივებთ შეძლებისდაგვარად. თანაც, პოლიტიკისა არ იყოს, ყველა ქართველს თავი კოპირაიტერი ჰგონია და განყოფილებას აქტუალობა და სტუმარი არ მოაკლდება იმჰო.
კარგი იქნებოდა თუ შესაძლებლობაა ცალკე განყოფილება იყოს, პირდაპირ მთავარ გვერდზე. იმიტომ, რომ რეკლამა ცალკე არც ბიზნესია, არც მედია, არც ხელოვნება და არც ფსიქოლოგია.
ტიმ, რას იტყვი??
მადლობა ენივეი... * * * იქნებ, თქვენი პოზიციაც დაგეფიქსირებინათ...
This post has been edited by zumbito on 25 Oct 2012, 21:07
--------------------
საქართველოს გაუმარჯოს!
|