ადრე იყო თემები,მარა ვერ მოვძებნე და მოდი გავხსნი თემას
მნიშვნელოვანი თამაში
დინამოსთვის ბოლო შანსი ჩემპიონობის
ზესტაფონი კი არ წაგების შემთხვევაში დიდი ალბათობით ჩემპიონია
21.03, 18:00. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.
“დინამო” (თბილისი) - “ზესტაფონი” (2:2, 1:5)
დისკვალიფიცირებულები: ირაკლი ძარია, დავით ოდიკაძე (დინამო).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, გ. ყრუაშვილი; ჯ. ხორავა.
წინა ტურში ”მერანთან” წაფორხილებით (2:2) ”დინამომ” საჩემპიონო შანსები მკვეთრად გაიუარესა. ამის მიუხედავად, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები წლევანდელი სეზონის ფავორიტთან პაექრობისთვის არნახულად მოტივირებულები გავლენ ”დინამო არენას” მინდორზე.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერიით რეკორდი (რომელიც ქუთაისის ”ტორპედოს” ეკუთვნოდა და 8 მატჩს შეადგენდა) კარგა ხნის წინ გააუმჯობესა. ამჯერად ზესტაფონელთა აქტივში მიჯრით 11 წაუგებელი მატჩია. რაც შეეხება ”დინამოს”, მის აქტივში ზესტაფონელთა წინამორბედი ქუთათურების სერიის შეწყვეტაა - 20 ნოემბერს, ჯერ კიდევ ალექს გარსიას გაწვრთნილმა თბილისელებმა ”ტორპედო” ეროვნულ სტადიონზე 2:0 დაამარცხეს.
2004 წლიდან (აქედან იღებს სათავეს ს/კ ”ზესტაფონის” ისტორია) ამ გუნდებს შორის 23 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 11-ჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 7-ჯერ - იმერლებმა (ბურთების სხვაობა - 29:21 ”დინამოს” სასარგებლოდ). რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების დაწყებიდან (1990) ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის გამართულ მატჩებს, მათი რიცხვი 43-ს უტოლდება. თბილისელებმა 26 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 9 (ბურთების სხვაობა - 108:36).
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხით” გადაიცემა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=32996&lang=1წლის მატჩი: დინამო VS ზესტაფონი
10:21 21-03-2012
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა საქართველოს ჩემპიონატში მთავარ დაპირისპირებად თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრები ითვლებოდა.
საბედნიეროდ, ექვსი წელია, ჩვენს საფეხბურთო რუკაზე ახალი საფეხბურთო ცენტრი გაჩნდა - "დინამო"- "ზესტაფონის" მატჩებიც ძველი "ელ კლასიკოს" მონაწილეებთან არანაკლებ პრინციპულია.
21 მარტს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისში "დინამოს" შეხვდება. მატჩს გულშემატკივრები დიდი ინტერესით მოელიან. ეს უნდა იყოს წლის ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრა, რომელიც მიახლოებით მაინც გაგვცემს პასუხს კითხვაზე, ვინ რას შეინარჩუნებს - "ზესტაფონი" ჩემპიონის ტიტულს თუ თბილისის "დინამო" პირველობის შანსს.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-zestafoni.htmlმოკლეთ მოდით სტადიონზე ნამდვილად არ ინანებთ დიდი ამბები იქნება დღეს!
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი