სრული სახელწოდება:
Associazione Calcio Fiorentina e Florentia Viola მეტსახელები:
იები, იასამნისფერები, gigliati, viola დაარსების წელი:
1926 სათამაშო მოედანი:
Stadio Artemio Franchi ტევადობა:
47,282 მაყურებელი ოფიციალური ვებსაიტი:
http://it.violachannel.tv/ ფიორენტინას ისტორია Associazione Calcio Fiorentina დაარსდა 1926 წლის შემოდგომაზე Luigi Ridolfi -ს მიერ, რომელიც გამოვიდა ინიციატივით გაეერთიანებინა 2 ფლორეცნიული კლუბი, CS Firenze და PG Libertas-ი. მისი მიზან იყო შეექმნა ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მეტოქეებს იტალიის ჩემპიონატში. ასევე გავლენა იქონია Calcio Fiorentino-ს კულტურულმა აღორძინებამ და აღდგენამ, რაც თანამედროვე ფეხბურთის წინაპარი გახლდათ, რომელსაც Medici-ს ოჯახის წევრები თამაშობდნენ. თავდაპირველად კლუბი დაბალ ლიგაში დაუშვეს, კერძოდ კი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ჩემპიონატში.
პირველი სამი სეზონის დაბალ ლიგებში გატარების შემდეგ ფიორენტინამ 1931 წელს სერია ა-ში შეაღწია. ამავე წელს გაიხსნა ფიორენტინას ახალი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად Giovanni Berta-ს, ცნობილი იტალიელი ფაშისტის საპატივსაცემოდ დაარქვეს, ახლა კი ცნობილია როგორც Artemio Franchi.
Stadio Artemio Franchi
სერია ა-ში წარმატების მისაღწევად დაიწყო კლუბის გაძლიერება ახალი ფეხბურთელებით. ერთ-ერთი ასეთი იყო ურუგვაელი Pedro Petrone, ზედმეტსახელად el Artillero.
მიუხედავად წარმატებული სეზონისა და სერია ა-ში მეოთხე ადგილის დაკავებისა, ფიორენტინა მაინც დაქვეითდა იმავე წელს, თუმცა მალევე დაუბრუნდა და 1941 წელს პირველი ტიტიული, იტალიის თასი - Coppa Italia, მაგრამ კლუბს არ მიეცა საშვალება გაეგრძელებინა წარმატებული სვლა, ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომი იყო.
1950 წლიდან დაიწყო კლუბის აღზევება, გუნდში ირიცხებოდნენ დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ Giuliano Sarti, Sergio Cervato, Francesco Rosella, Guido Gratton, Giuseppe Chiappella და Aldo Scaramucci, ასევე ბრაზილიელი Julinho და არგენტინელი Miguel Montuori. ამ გუნდმა მოიგო პირველი სკუდეტო 1955-56 წლების სეზონში, გაასწრო რა მილანურ გრანდს 12 ქულით. ფიორენტინა იყო
პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ითამაშა ევროპის თასის ფინალში, სადაც სამწუხაროდ დი სტეფანოს დროის მადრიდის რეალთან 2-0 დამარცხდნენ.
მადრიდის რეალი – ფიორენტინა 2–0
1960-61 წლებში ფიორენტინამ მოიგო მეორედ იტალიის თასი და ასევე წარმატებით გამოვიდა ევროპაში. კლუბმა თავისი პირველი ევროპული ტიტული მოიგო, დაამარცხა რა შოტლანდიური რეინჯერსი თასების მფლობელთა თასის ფინალში.
რამოდენიმე წლის განმავლობაში ფიორენტინა ასრულებდა სეზონს მეორე ადგილზე, 1966 წელს კლუბმა მოიგო Mitropa Cup-ი და იტალიის თასი
ფიორენტინა 1955-56 წლებში
1968-69 წლებში ფიორენტინა კვლავ ჩაერთო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში. მისი მთავარი მეტოქეები კალიარი და მილანი იყვნენ. მეშვიდე ტურში ბოლონიასთან მარცხის შემდეგ კალიარი წამოეწია ფიორენტინას. ასევე პირველი წრის ბოლო ტურში Varese-სთან ფრედ 2-2 დასრულებული მატჩის გამო კალიარი სერია ა-ს სათავეში მოექცა. მეორე წრის განახლების შემდეგ ჩემპიონობისთვის სამი გუნდი, ფიორენტინა, კალიარი და მილანი იბრძოდნენ, მილანმა ყურადღება ევროპულ თასზე გადაიტანა, ისე ჩანდა, რომ ჩემპიონი კალიარი უნდა გამხდარიყო, თუმცა ისინი ტურინის იუვენტუსთან დამარცხდნენ და სათავეში ამჯერად ფიორენტინა მოექცა.
გუნდმა დარჩენილი ტურის ყველა მატჩი მოიგო, ტურინში პრინციპულ მეტოქესთან, იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ კი ფიორენტინა სკუდეტოს მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად დაეუფლა. ამავე წელს გუნდს ევროპაშიც ჰქონდა კარგი რეზულტატი, თუმცა მეოთხედფინალში გლაზგოს სელტიკთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას.
ფიორენტინა 1969-70
1970 წლიდან გუნდს მცირე ჩავარდნა დაეწყო, სეზონს ცხრილის შუა ნაწილში ასრულებდნენ, 1972 და 78 წლებში კლუბი ახლოს იყო გასავარდნ ზონასთანაც კი. 1974 წელს ფიორენტინამ მოიგო ანგლო-იტალიური ლიგის თასი და მორიგი Coppa Italia 1975 წელს.
ფიორენტინა 1970-71
ამავე პერიოდში გუნდში ირიცხებოდნენ ახალგაზრდა ტალანტები, როგორებიც იყვნენ Vincenzo Guerini და Moreno Roggi, ასევე ყველასგან გამორჩეული Giancarlo Antognoni, რომელიც მოგვიანებით ფანების საყვარელ ფეხბურთელად იქცა. გუნდს ახალგაზრდული საშუალო ასაკის გამო Fiorentina Ye-Ye-ს ეძახდნენ.
Giancarlo Antognoni
1980 წელს ფიორენტინა სამშენებლო კომპანიის მფლობელმა Flavio Pontelo-მ შეისყიდა, მან მაშინვე შეცვალა გუნდის ლოგო და ჰიმნი. ასევე დაიწყო გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანა: Francesco Graziani და Eraldo Pecci ტორინოდან, Daniel Bertoni სევილიიდან, Daniele Massaro მონცადან და ახალგაზრდა Pietro Vierchowod სამპდორიიდან. გუნდი აწყობილი იყო ლიდერ Giancarlo Antognoni-ზე, 1981-82 წლების სეზონში სერია ა-ს ლიდერ ფიორენტინა ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მისი კონკურენტი პრინციპული მეტოქე ტურინის იუვენტუსი გახლდათ. Antognoni-ს მძიმე ტრავმის შემდეგ ტიტულის მფლობელის ვინაობა ბოლო ტურმადე უცნობი იყო, ფიორენტინამ ბოლო ტურში კალიარის დამარცხება ვერ მოახერხა და ჩემპიონობა ტურინის იუვენტუსს გადაულოცა. ამ უკანასკნელმა მატჩი ძალზე საეჭვო მატჩით მოახერხა და ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირება კიდე უფრო გამწვავდა.
მომდევნო წელი უცნაური გამოდგა, ფიორენტინა უმაღლეს მიზნებსა და გასავარდნ ზონას შორის მერყეობდა. ამავე პერიოდში ვიოლამ ორი საინტერესო ფეხბურთელი შეიძინა: El Puntero Ramón Díaz-ი და და ახალგაზრდა Roberto Baggio.
Roberto Baggio
1990 წელს ფიორენტინამ გააღწია UEFA-ს თასის ფინალში, სადაც მათი მეტოქე კვლავ ტურინის იუვენტუსი იყო. ტურინულმა გუნდმა მოიგო თასი, თუმცა ვიოლას ფანებს კვლავ ჰქონდათ ჩივილის უფლება, რადგან განმეორებითი მატჩი ჩატარდა Avellino-ში (Stadio Artemio Franchi დროებით დისკვალიფიცირებული იყო), ქალაქში სადაც ტურინის იუვენტუსის ბევრი ფანი იყო.
ფიორენტინა 1986
რობერტო ბაჯო გაიყიდა ტურინში ფინალის დღეს. პონტელო ღრმა კრიზისში იყო და ცდილობდა ფეხბურთელების გაყიდვით გადაერჩინა თავი. დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოსვლები ფლორენციის ქუჩებში და საბოლოოდ გუნდი Mario Cecchi Gori-ს მფლობელობაში გადავიდა.
Mario Cecchi Gori
ახალი მმართველის ხელში კლუბმა კვლავ დაიწყო აღორძინება. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიც იყვნენ Brian Laudrup, Stefan Effenberg, Francesco Baiano და ყველაზე მნიშვნელოვანი - Gabriel Batistuta, რომელიც შემდგომ ფანების კერპად და საყვარელ ფეხბურთელად იქცა.
Gabriel Omar Batistuta
1993 წელს გარდაიცვალა Mario Cecchi Gori და მისი ადგილი მისმა ვაჟმა Vitorio-მ დაიკავა. წარმატებული სეზონის დასაწყისის მერე ვიტორიომ გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელი Luigi Radice ატალანტასთან მარცხის გამო, იგი Aldo Agroppi-თ ჩაანაცვლა. ამან საშინელი შედეგი გამოიღო, ფიორენტინა სერია ბ-ში დაქვეითდა.
ფიორენტინა 1990
ფიორენტინას ახალი მწვრთნელი Claudio Ranieri გახდა 1993-94 წლების სეზონში. იმავე წელს გუნდი სერია ა-ში დაბრუნდა და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. Rui Costa ბენფიკადან და მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიელი მცველი Marcio Santos. მან მალევე მოიპოვა გულშემატკივართა პატივისცემა, თუმცა გუნდში მხოლოდ 1 წელი დაჰყო. სეზონი ვიოლამ მეათე ადგილზე დაასრულა.
მომდევნო სეზონში კლუბში Stefan Schwarz-ი მოვიდა. ამ წელს ვიოლამ Coppa Italia კვლავ მოიპოვა, დაამარცხა რა ატალანტა. რაც შეეხება სერია ა-ს, აქ ფიორენტინა მესამე პოზიციამდე აღზევდა. ამავე წელს ფიორენტინამ მოიგო Supercoppa Italia და პირველი არაჩემპიონი გუნდი გახდა, ვინც ამ თასს დაეუფლა. იებმა მილანი სან სიროზე 2-1 დაამარცხეს.
რუი კოშტა თასით ხელში
95-96 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა სერია ა-ში, თუმცა ფიორენტინამ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გააღწია, დაამარცხა რა ბისტრიტა, პრაღის სპარტა და ბენფიკა. ნახევარფინალში კი მოქმედ გამარჯვებულ ბარსელონასთან დამარცხდა (1-1 კამპ ნოუ, 0-2 არტემიო ფრანკი). სეზონის მთავარი შენაძენი იყო Luis Oliveira და Andrei Kanchelskis, რომელიც ტრავმებმა გააწამეს.
სეზონის ბოლოს ფიორენტინა დატოვა კლაუდიო რანიერიმ და მის ნაცვლად Alberto Malesani მოვიდა. ვიოლა კარგად გამოიყურებოდა, თუმცა პატარა გუნდებთან უჭირდათ. საბოლოოდ იებმა უეფას საგზური მოიპოვეს. ერთი წლის შემდეგი მალესანი Giovanni Trapattoni-მ ჩაანაცვლა. 1998-99 წლებში ფიორენტინა ახლოს იყო სკუდეტოს მოგებასთან, თუმცა ისე მოხდა, რომ იებმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. შემდეგი წელი წარუმატებელი გამოდგა სერია ა-ში, თუმცა ისტორიული იყო ევროასპარეზზე. იებმა დაამარცხეს არსენალი 1-0 ძველ უემბლიზე და მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 ფლორენციაში. საბოლოოდ ფიორენტინა ასპარეზობას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.
არსენალი – ფიორენტინა 0–1
ფიორენტინა – მანჩესტერ იუნაიტედი
90ანი წლები
სეზონის დასრულების შემდეგ ტრაპატონიმ გუნდი დატოვა და მის ნაცვლად თურქი მწვრთნელი Fatih Terim-ი მოვიდა. თუმცა გუნდიდან წავიდა ბატისტუტა და იმავე წელს რომასთან ერთად სკუდეტო მოიგო. ფიორენტინამ 2000-01 წლები შესანიშნავად ჩაატარა და კოპა იტალია მეექვსედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო. ამ დროს უკვე მწვრთნელი Roberto Mancini იყო.
2001 წლიდან გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ფიორენტინას დავალიანებამ 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგინა. Vittorio Cecchi Gori-ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა და კლუბმა 2002 წლის ივლისში არსებობა შეწყვიტა.
2002 წლის აგვისტოში ახალი მფლობელი გახდა Diego Della Valle, გუნდი ახალი სახელწოდებით აღსდგა - Associazione Calcio Fiorentina e Florentia Viola. მას უფლება მისცეს სეირა C1/B-ში გამოსულიყო, რანგით მეოთხე ლიგაში. ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც ფიორენტინა არ მიატოვა Angelo Di Livio იყო.
დი ლივიო
* * *
Di Livio-სა და Christian Rigano-ს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ სერია C2 გუნდმა პირველ ადგილზე დაასრულა. რიგანომ 30 გოლი გაიტანა. ფიორენტინა სერია C1-ის ნაცვლად სერია B-ში დაუშვეს და გუნდების რაოდენობა 20დან 24მდე გაიზარდა. 2003 წელს ვიოლამ დაიბრუნა ძველი სახელი და ფორმის დიზაინი. დღეისათვის იწოდება როგორც ACF fiorentina (Associazione Calcio Fiorentina e Florentia Viola)
Diego Dela Valle
2003-04 წლების სეზონი ფიორენტინამ სერია ბ-ში მეექვსე ადგილზე დაასრულა და გადათამაშებაში პერუგა 2-1 დაამარცხა. ორივე გოლი Enrico Fantini-მ გაიტანა და ამან სერია ა-ში იები დააბრუნა. 2004-05
Enrico Fantini
სერია ა-ში დაბრუნების შემდეგ პირველი სეზონი ძალზე წარუმატებელი გამოდგა. Dela Valle-მ გადაწყვიტა სპორტულ დირექტორად Pantelo Corvino დაენიშნა.
2005-06 წლებში კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად Cesare Prandelli მოგვევლინა. ამავე წელს ფიორენტინაში მოვიდნენ Luca Toni და ფრანგი გოლკიპერი Sebastian Frey. დაცვაში შესანიშნავი დუეტი შექმნეს Dario Dainelli-მ და ჩეხმა Tomas Ujfalusi-მ, ცენტრში Cristian Brocchi, ვინგერი Martin Jorgensen, ფლეიმეიკერი Stefano Fiore და გოლეადორი Luca Toni, კარში Sebastian Frey.
ჩეზარე პრანდელი
ეს შემადგენლობა საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო და ამან შედეგი გამოიღო - მეოთხე ადგილი 74 ქულით და ჩემპიონთა ლიგის საგზური. ტონიმ 34 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
Luca Toni
2006 წლის 14 ივლისს ფიორენტინა სკანდალში გაეხვა. კლუბი ახლოს იყო სერია ბ-ში დაქვეითებასთან, თუმცა გადაწვყეტილება მიიღეს, რომ 12 ქულა დაეკლოთ გუნდისთვის. ამავდროულად მოდევნო სეზონში -19ქულით უნდა დაეწყოთ, ეს გადაწყვეტილება შემდეგ -15 ქულამდე შემცირდა. ამისდა მიუხედავად ვიოლამ 2006-07 წლებში უეფას საგზური მოიპოვა. მუტუსა და ლუკა ტონის ტანდემი შეუჩერებელი გახლდათ.
უეფას თასზე ფიორენტინა თერთმეტმეტრიანების სერიაში გლაზგოს რეინჯერსთან დამარცხდა. იებმა მატჩში ძალზე ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს.
ფიორენტინა - რეინჯერსი
2008-09 წლების სეზონში ფიორენტინა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა მიუნხენის ბაიერნთან, ლიონთან და სტიაუასთან ერთად. თუმცა მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა და მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. უეფას თასზე კი ვიოლა ამსტერდამის აიაქსთან დამარცხდა.
და აი 2009-10 წლების სეზონიც. ფიორენტინამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფში, სადაც მის გარდა ლიონი, ლივერპული და დებრეცენი გამოდიოდნენ ვიოლამ პირველი ადგილი დაიკავა 15 ქულით და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. იქ კი მიუნხენის ბაიერნთან უნდა გაერკვიათ მეოთხედფინალისტის ვინაობა. პირველი მატჩი მიუნხენში მსაჯთა დახმარებით მასპინძლების გამარჯვებით 2-1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ვიოლამ 3-2 მოიგო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
ფიორენტინა - ბაიერნი
Stevan Jovetic ბაიერნთან მატჩის შემდეგ
ამავე წელს ფიორენტინამ გააღწია იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც ორმატჩიანი დუელი მილანის ინტერთან დათმო.
სამ ფრონტზე ბრძოლა ძალზე დამღლელი გამოდგა ფლორენციელებისათვის, სერია ა-ში წარუმატებელმა ასპარეზობამ იები მომავალ სეზონში ევროპის საგზურის გარეშე დატოვა.
სრული შემადგენლობა:
1 GK Artur Boruc
2 DF Per Krøldrup
5 DF Alessandro Gamberini
6 MF Juan Manuel Vargas
7 MF Alessio Cerci
8 FW Stevan Jovetić
9 FW Khouma Babacar
10 FW Santiago Silva
11 FW Alberto Gilardino
13 MF Houssine Kharja
14 DF Cesare Natali
15 DF Matija Nastasić
16 DF Mattia Cassani (on loan from Palermo)
17 MF Amidu Salifu
18 MF Riccardo Montolivo
19 DF Felipe
20 MF Gianni Munari
No. Position Player
21 MF Andrea Lazzari
22 FW Adem Ljajić
23 DF Manuel Pasqual
25 MF Daniel Kofi Agyei
26 FW Ryder Matos
28 MF Marco Romizi
29 DF Lorenzo De Silvestri
31 DF Michele Camporese
32 MF Marco Marchionni
36 DF Nikola Gulan
37 FW Boadu Maxwell Acosty
40 DF Cristiano Piccini
41 GK Luca Lezzerini
60 GK Edoardo Pazzagli
85 MF Valon Behrami
89 GK Neto
92 DF Rômulo
მთავარი მწვრთნელი:
სინიშნა მიხაილოვიჩი (სერბეთი)
მსოფლიო ჩემპიონი "ფიორენტინელები"
* Italy - Mario Pizziolo (Italy 1934)
* Argentina - Daniel Passarella (Argentina 1978)
* Argentina - Daniel Bertoni (Argentina 1978)
* Italy - Giancarlo Antognoni (Spain 1982)
* Italy - Francesco Graziani (Spain 1982)
* Italy - Giovanni Galli (Spain 1982)
* Italy - Pietro Vierchowod (Spain 1982)
* Italy - Daniele Massaro (Spain 1982)
* Italy - Luca Toni (Germany 2006)
ცნობილი ფეხბურთელები, ვისაც კი ფიორენტინას შემადგენლობაში უთამაშიათ:
Julinho, Miguel Montuori, Kurt Hamrin, Giancarlo De Sisti, Giovanni Galli, Luciano Chiarugi, Roberto Baggio, Gabriel Batistuta, Adriano, Stefan Effenberg, Carlos Dunga, Brian Laudrup, Francesco Toldo, Andrei Kanchelskis, Lorenzo Amoruso, Rui Costa, Predrag Mijatovic, Giancarlo Antognoni, Enrico Chiesa, Hidetoshi Nakata, Adrian Mutu, Sebastian Frey და სხვ.
კარლოს დუნგა
ეფენბერგი
მიატოვიჩი
ტიტულები:
იტალია:
Serie A:
* გამარჯვებული (2) : 1955–56; 1968–69
* მეორეადგილოსანი (5): 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1981-82
Coppa Italia:
* Winners (6) : 1939–40; 1960–61; 1965–66; 1974–75; 1995–96; 2000–01
* ფინალისტი (3): 1958, 1959-60, 1998-99
Supercoppa Italiana:
* გამარჯვებული (1) : 1996
* ფინალისტი (1): 2001
ევროპული ტიტულები
European Cup/ UEFA Champions League:
* ფინალისტი (1): 1956–57
UEFA Cup/ UEFA Europa League:
* ფინალისტი (1): 1989–90
UEFA Cup Winners' Cup:
* გამარჯვებული (1) : 1960–61[14]
* ფინალისტი (1): 1961–62
პატარა ტიტულები:
Mitropa Cup
* გამარჯვებული (1) : 1966
Anglo-Italian League Cup
* გამარჯვებული (1) : 1975
Serie B
* გამარჯვებული: 1930-31; 1938-39; 1993-94
Serie C2 (as Florentia Viola)
* გამარჯვებული: 2002-03
გუნდის ჰიმნი
ფიორენტინას საფეხბურთო სკოლა კი მთელს მსოფლიოში ცნობილია. იტალიაში ფლორენციელებს შეიძლება ითქვას, რომ ბადალი არ ჰყავთ და ყველა ტურნირზე შესანიშნავად გამოდიან. გასულ წელს მათ კოპა იტალია და იტალიის სუპერთასი მოიგეს..
წინა თემების ლინკები
ACF FIORENTINA FAN CLUB. ACF Fiorentina Fan Club ACF Fiorentina Fan Club, part 3 ACF Fiorentina Fan Club, part 4 ACF Fiorentina part 5 * * *

ACF FIORENTINA FAN CLUB. ACF Fiorentina Fan Club ACF Fiorentina Fan Club, part 3 ACF Fiorentina Fan Club, part 4 ACF Fiorentina part 5 This post has been edited by FloRenCiaN on 10 Sep 2011, 20:41
მიმაგრებული სურათი