კანადელმა მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში წყალქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს: მკვლევარები იუწყებიან, რომ ამ რეგიონში ოკეანის ფსკერის ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ოთხი პირამიდა, რომელთაგან ერთი აგებულია შუშისგან. პირამიდების არქიტექტურამ კანადელ მეცნიერებს თვალწინ წარმოუდგინა ძველი, ლათინოამერიკული კულტურა, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ისტორიის ერთ ერთი ცენტრალური ქმნილება ტეოტიუაკანი.
როგორც ლათინოამერიკული სააგენტო Prensa Latina იუწყება, მეცნიერთა ჯგუფი პოლ ვაინცვეიგისა და პოლინა ზალიტცკის ხელმძღვანელობით ზღვის ფსკერს იკვლევდა რობოტის მეშვეობით, რომელმაც ქალაქის ნანგრევები კუბის აღმოსავლეთი სანაპიროდან 700 მეტრის დაშორებით დააფიქსირა.
კადრებზე, რომლებიც მკლევარებმა მიიღეს, ჩანს არა მარტო პირამიდები, არამედ სფინქსი და რამოდენიმე მონოლითური ნაგებობა, შენობის კედლებზე ჩანს ამოტვიფრული წარწერები, - აცხადებს Peru Punto com.
"საოცარია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მაღალი ხარისხის ჰიდროლოკატორზე: თეთრი ქვიშის უსასრულო დაბლობი, რომლის შუაში მკაფიოდ მოსჩანს ხელოვნური კონსტრუქციების არქიტექტურა. ეს იმას ჰგავს, როდესაც თვითმფრინავით მიფრინავთ და ზემოდან უყურებთ საავტომობილო გზებს, გვირაბებს და შენობებს", - აცხადებს მიღებული ფოტოებით გაოგნებული პოლინა ზალიტცკი.
"ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, მაგრამ არ მივიჩნევტ, რომ ბუნებას შეუძლია წარმოქმნას სიმეტრიული არქიტექტურის მქონე ნაგებობანი", - დაამატეს კანადელმა მკვლევარებმა.
მათ ასევე წამოაყენეს ჰიპოთეზა, თუ რატომ იყო ეს ქალაქი უცნობი ამდენი ხნის განმავლობაში. პოლ ვაიცვეიგი და მისი მეუღლე პოლინა ზალიტცკი ვარაუდობენ, რომ ამერიკელებმა წყალქვეშა ქალაქი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში აღმოაჩინეს, კარიბის ზღვის კრიზისის დროს, მაგრამ ამის შემდეგ დახურეს ობიექტი და ის მიუწვდომელი გახადეს დასათვალიერებლად, რადგან აღმოჩენა საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანეს.
წყალქვეშა ქალაქი კანადელებმა ერთ საათში როდი იპოვეს. ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში ვაინცვერგისა და ზალიტცკის ფირმა ასრულებდა კუბის მთავრობის შეკვეთას ოკეანის ფსკერის კარტოგრაფიის შესადგენად, წერდა 2002 წელს გაზეთი The Daily News.
BBC-ს განმარტებით კუბის მთავრობის თავდაპირველი მიზანი, რომელმაც კანადელები დაიქირავა, ოკეანეში ჩაძირული ესპანური გემების ძიება და აღმოჩენა იყო, რომლებზეც უმდიდრესი განძეული ინახება.
ამ სამუშაოს შესრულების დროს ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა უცნაური წარმონაქმნები ზღვის ფსკერზე, რომლებიც მათ ხელოვნურ ნაგებობებად მოეჩვენათ. მაშინ ვაინცბერგმა და მისმა მეუღლემ დაიწყეს აღმოჩენილი რუინების მეცნიერული დასაბუთების ძიება.
http://apocalypse.ge/sxv_qalaqi_bermudis_s...is_pskerze.html