მეც მიმაჩნია, რომ მაია ცაბოშვილი ამ ეტაპზე უნდა დაბრუნდეს საქართველოში, თუმცა ის ასე არ თვლის. დღეს მან ფბ-ზე გამოაქვეყნა განცხადება ამაზე.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთმა მკითხა საჯაროდ
და პირადშიც, ვაპირებ თუ არა დაბრუნებას, მას მერე რაც პოლიტიკური რეალობა შეიცვალა საქართველოში?
იყო სურვილები, და ნამდვილად გულწრფელი, ადამიანებისგან, ვისაც წარმოდგენა აქვს ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე, რომ დავბრუნდე.
იყო მინიშნებები სამომავლოდ ჩემს საქმიანობაზე საქართველოში იმ სფეროში, რაშიც მგონი ცოტა რამ გამეგება, და რაც, სამწუხაროდ, არც თუ მცირე
ხანი იქნება ძალზე მტკივნეული პრობლემა მოსაგვარებლად, სადაც ალბად რაღაც მეც შემიძლია გავაკეთო ქვეყნისთვის სასიკეთო. იყო ასევე პირობა ახალი ხელისუფლების პირობებში ჩემს ხელშეუხებლობაზე, და ასევე იყო ბოლოს და ბოლოს დამუნათება ჩემი - საქართველო არ გენატრებაო!

ჩემო ძვირფასებო დიდი მადლობა ჩემდამი ნდობისა და კეთილგანწყობისათვის და გეტყვით, რომ საქართველო ძალიან მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ტორონტოში თავს კარგად ვგრძნობ, მთელი ჩემი არსებით ისევ მანდ ვარ. მენატრება ჩემი უნახავი შვილიშვილი, მეგობრები, კოლეგები, თბილისი...
მიხარია, რომ 1 ოქტომბერს მოხდა ის, რაც მოხდა, და რამაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გააჩინა ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ნამდვილად მარტო ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ემოციურად, დღესვე დავბრუნდებოდი საქართველოში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მაგრამ...
ეს მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული! მინდა თუ არა, მომიწევს იმ ტვირთის ზიდვა ბოლომდე, რაც ჩემი ნებით ვიტვირთე წლების წინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს მივეცი შესაძლებლობა ჩემი სახელის გამოყენებით შემდგარიყო ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში და შექმნილიყო ალტერნატიული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, რაც მეგონა, იმ მოცემულობაში იქნებოდა შესაძლებლობა ომის თავიდან აცილებისა. და ის, რომ არ გაამართლა მაშინ ჩემმა, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკურმა მსხვერპლთშეწირვამ, და რაშიც ყველაზე მცირე ჩემი ბრალია, მაინც არ მომცემს სინდისი უფლებას, არ ვეცადო ბოლომდე გამოვისყიდო ჩემი განცდა მტკივნეული პასუხისმგებლობისა შემდგომში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე!
მე აქ, კანადაშიც, იმ საქმეს ვემსახურები, რაც ჩემთვის, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივად და უშედეგოდ გახარჯული ჩემი სახელი და იმიჯი, ისევე როგორც ბევრი სხვა შესაძლებლობები და რესურსები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა, გამოუსწორებლად არ არის დაცლილი და დისკრედიტირებული.
ახალ ხელისუფლებაში, ვისაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო ამ მხრივ, კონფლიქტების მოგვარებაზე იმუშავებს პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც ვცემ პატივს როგორც ადამიანს, ვინც თითქმის 2 ათწლეულია მუშაობდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაზე და ურთიერთობებზე. მას ამ მხრივ ამ დროის განმავლობაში დაუგროვდა ღრმა მეცნიერული წვდომა და პრაქტიკული
ეს სტატუსი მაია ცაბოშვილის კედელზე
გამოცდილება ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების პრობლემებზე, სერიოზული ინფორმაციული მარაგი, და რაც ყველაზე მთავარია, აფხაზური და ოსური მხარეების მხრიდან ნდობა.
ამავე დროს მე მას ვიცნობ იმ ადამიანად, ვინც არასოდეს ხელმძღვანელობდა მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, და რწმენა მაქვს ასეც დარჩება, საკუთარი პრინციპები და ღირებულებები. თუმცა, იცის მან, რომ თუ მცირედ გადახვევას ამ მხრივ შევამჩნევ, პირველი მე ვიქნები, ვინც განგაშის ზარს შემოჰკრავს!
პ.ზაქარეიშვილის ხელმძღვანელობით 2004 წლის, და განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სრულიად უპერსპექტივო ქართულ-აფხაზუ და ქართულ-ოსურ დიალოგებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა განახლებისა და მე მას ვუსურვებ წარმატებას!
მე კი ამ ეტაპზე მომიწევს იქ, სადაც ვარ ჩემი საკეთებელი ვაკეთო და იმედი მაქვს ჩემი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება, მხარს დამიჭერენ როგორც ქართული, ასევე ოსური საზოგადოებები!"
მაია ცაბოშვილი. ტორონტო. 28 ოქტომბერი. 2012 წელი
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.