ჯერ ერთ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ უფრო ნათელი იყოს თუ რაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება.
მარშუტკით მგზავრობისას, ერთი მოხუცი კაცი ამოვიდა. ადგილს უტმობდა ვიღაც გოგო და ამ კაცმა იუარა-"როგორ გეკადრებათ, მოხუცის ადგილი უკან არისო" შემდეგ დაიწყო საუბარი წუწუნი და გადაწვდა მღვდლებს. როგორ შეიძლება მღვდელი ჯიპით "დადიოდეს და მრევლი ღატაკი ყავდესო. აი ნახეთ, მალე მღვდელი წვერს გაიპარსავს და პრეზიდენტი გახდებაო" მოკლედ მიდის გაქანებული კრიტიკა და იქ ვიღაც "მოაზროვნე" ახალგაზრდა ბიჭმა სიბრძნე დააბრეხვა (რომელზეც კარგა ხანია მეცინება მაგრამ იმ მომენტში გულზე საშინლად მომხვდა) "არაუშავს, ღმერთი ყველას განსჯისო" და მაგ დროს გულში ვფიქრობ შე ოხერო, სახეში რომ წიხლი ჩაგარტყას ვიღაცამ, ათ იმდენს შენ დაარტყავ და მაშინ რატომ არ ფიქრობ ამაზე-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა ხმამაღლა არ ვთქვი.

ზრდილობის გამო რა თქმა უნდა.
ჰო და აი ამაზე მინდოდა საუბარი.
რატომ ვცდილობთ, ღმერთს "შევახოცოთ" ის პრობლემები, ის მიწიერი პრობლემები რომელიც აქ, ამ ოხერ პლანეტაზე უნდა გადაწყდეს? ადამიანის მიერ ადამიანის განსჯას ვგულისხმობ. ჩვენს ყოველდღიურობაში ხომ თითქმის ერთმანეთის განსჯით ვართ დაკავებულები. კეთილგანწყობა, უარყოფა, აგრესია, სითბო... ეს ხომ განსჯის შედეგად მოდის? ხან ვაცნობიერებთ ერთმანეტტან დამოკიდებულების მიზეზს, ხან ქვეცნობიერი გვკარნახობს მაგრამ დამოკიდებულება მაინც ჩვენგან მოდის, და მაინც ჩვენგან იღებენ ადამიანები იმას რასაც იღებენ.
და როდესაც არ შეგვწევს ძალა რომ ვიღაც განვსაჯოთ, მხოლოდ მაშინ გვახსენდება ღმერთი და მხოლოდ მაშინ ვთვლით რომ ეს ღმერთმა უნდა განსაჯოს.
თან ყოველთვის სხვისი ცუდი საქციელის გამო ვამბობთ ამ სიტყვებს. არასოდეს, არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანს კარგი გაეკეთებინოს და ჩვენ გვეთქვას "ღმერთი განსჯის". ადამიანის განსჯა თითქოს მხოლოდ მისი უარყოფითი საქციელის შეფასება და საკადრისის დაბრუნებაა, თითქოს განსჯა მხოლოდ ცუდი საქციელის შემთხვევაშია საჭირო.
თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი. რომ არა ადამიანის მიერ ადამიანის განსჯა, გარშემომყოფების საქციელის აღქმა გაანალიზება და გამოწვეული ემოციები თუ სურვილები, მაშ რაღა დაგვაკავშირებდა ადამიანებს ერთმანეთთან? მხოლოდ პრაგმატულობა, რომელიც გულისხმობს ისეთ წვრილმანს როგორიცაა პამიდვრის ყიდვა, ფულის მიცემა და პამიდორის გამორთმევა. როგორიც არის სექსი შთამომავლობის გამო. როგორიც არის ლექციების მოსმენა ცოდნის მიღების გამო, როგორიც არის ფულის სესხება რომ კვლავ გვასესხოს და ასე შემდეგ. აქ არ არის აუცილებელი ერთმანეთის განსჯა, ვინ როგორია ვინ რას აკეტებს და ასე შემდეგ მაგრამ ეს არ მოხდება არასოდეს იმიტომ რომ ადამიანის აღქმა სწორედ მისი ქმედებებიდან იწყება. გაშეშებული უემოციო, ერთ ადგილას ერთ პოზაში მდგომი ადამიანის არქმა რთულია და ან გიჟი გვეგონება ან დებილი. თუმცა ის უბრალოდ დგას და არაფერს არ აკეთებს, არავინ იცის როგორია, არავინ იცის როგორ ხმარობს მობილურს, როგორი მიმიკები აქვს და შესაბამისად ყურადღებას მხოლოდ იმიტომ იპრობს რომ მისგან ელიან ქმედებას. ელიან რატომ, იმიტომ რომ დაინახონ ვინ არის როგორია და დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა. ნუ აქ უამრავი მიზეზია და ეს კიდევ შორს წაგვიყვანს. მიზეზი იმის თუ რატომ მივაშტერდებით და ერთერტი მიზეზი ის არის თუ როგორია, ვინაა. ხანდახან აუცილებელიც კია რომ ჩვენში ვიღაცამ რაღაც ემოცია გამოიწვიოს, რაღაც სურვილი აღძრას. ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ამიტომ ვკითხულობთ ლექსებს რომელშიც არ წერია ფიზიკის კანონები და ცოდნას ვერ შევიძენთ, ამიტომ ვუყურებთ მელოდრამებს, სერიალებს რომ გავნსაჯოთ ვინ როგორია, რომელი გმირი რას წარმოადგენს და ასე შემდეგ.
ღმერთმა იქ ზემოთ უნდა განსაჯოს ადამიანი და აქ ჩვენ. ეს არის ჩემი აზრი. ვინ ვის რამდენად "სწორად" განსჯის, ეგ სხვა საკითხია. ამის აკრძალვა საკუთარი თავისთვის სისულელეა და არც გამოვა.
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php