29 ოქტომბერს,14:00 სთ-ზე პროკურატურის შენობასთან ბრიფინგი გაიმართება, სადაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პარლამენტის წევრის დავით საყვარელიძის, გორის რაიონის პროკურორის გიორგი ჭანტურიძის და შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მოგვიანებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის კრიმინალური ქმედებების შესახებ გაკეთდება განცხადება. ამის შესსახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
მისი თქმით ბრიფიგს ჩაატარებს ბიზნესმენი, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული პირი.
"მისი ვინაობის დასახელებისგან ბრიფინგის დაწყებამდე თავს შევიკავებ ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქარჩავამ.
მისი თქმით, ბრიფინგზე გაკეთდება დასაბუთებული განცხადება დავით საყვარელიძის, გიორგი ჭანტურიძის და ლადო ვარძელაშვილის კრიმინალური ქმედებების შესახებ.
"ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიას დამატებით მტკიცებულებად გადაეცემა შესაბამისი დოკუმენტაცია", - განაცხადა ქარჩავამ.
შესაბამისი განცხადებები შევა იუსტიციის სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში.
http://ghn.ge/news-76913.htmlეჰ ლადო,ლადო :/
უი,ყოფილა უკვე თემა
This post has been edited by ბექექს on 29 Oct 2012, 00:38
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ