მოგესალმებით,
მოკლედ, 2.5 თვის წინ ნეკა თითზე გამეჭრა მყესი

სურათზე წითლად მონიშნულ ზონაშია ჭრილობა, მეორე სახსართან გამეჭრა, უკვე ამდენი ხანი გავიდა, მაგრამ მოძრაობა ძალიან შეზღუდული მაქვს მეორე და მესამე სახსარში. კარგი ის არის, რომ მყესი არ არის დაკარგული, მაგრამ, სავარაუდოდ, ისე ვერ არის შეხორცებული, როგორც უნდა იყოს.
კიდევ 1 თვე ვაცდი და მერე უნდა მივიდე კონსულტაციაზე კომპეტენტურ ექიმთან, სადაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა, რომ გამიკეთონ მიკროქირურგიული ოპერაცია. ვიცი, რომ ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს ასე ზეპირად ვერავინ გამცემს, მაგრამ, მიახლოებითსაც დავჯერდები ამ ეტაპზე

ექნება აზრი ოპერაციას? კიდევ მაინტერესებს, თუ რომელ კლინიკაში ჯობია მივიდე ოპერაციის გასაკეთებლად და მიახლოებით რამდენი დამიჯდება.
წინასწარ გმადლობთ ყურადღებისათვის
* * *
P.S,
სათაურში უნდა ჩამეწერა "დაზიანებული მყესი", მაგრამ რატომღაც "დაზიანებული" წერია, მოდერ, კარგი იქნება, თუ შეასწორებ
This post has been edited by lasha_mrisxane on 13 Jan 2013, 20:41