#33704646 · 31 Oct 2012, 13:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადახდის შესახებ ხშირად დასმული შეკითხვები როგორ შევიტანო თანხა ვირტუალურ ანგარიშზე? თქვენ შეგიძლიათ თანხის შეტანა სწრაფი გადახდის აპარატებში (NOVA), სვუპის ანგარიშის ნომრის მითეთიბით, რომელიც დარეგისტრირებისას მოგენიჭათ. სვუპის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მთავარ გვერდზე თქვენი სახელის ქვევით ან თქვენს პირად ინფორამციაში
რა ხდება ყიდვის შემდეგ? თუ თქვენ აირჩევთ საკრდიტო ბარათით გადახდას, მოხდება თქვენი გადამისამართება ჩვენი პარტნიორი ბანკის (ბანკი ქართუ) დაცულ გვერდზე სადაც თქვენი ბარათის მონაცემებს შეიყვანთ. თუ აირჩევთ ვირტუალური ანგარიშიდან გადახდას უბრალოდ დააჭერთ ღილაკს "ვირტუალური ანგარიშიდან გადახდა" (დარწმუნდით რომ თქვენს ანგარიშზე საკმარისი თანხა დევს). ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ–ფოსტას (შეამოწმეთ სპამებშიც), რომ თქვენ გახდით შეთავაზების მონაწილე და შეთავაზების თანხა დაკავებულია თქვენს ანგარიშზე, მაგრამ ჩამოჭრა ჯერ არ მომხდარა. მას შემდეგ რაც მომხარებელთა მინიმალური რაოდენობა მიღწეული იქნება და შეთავაზება დასრულდება, თქვენ თანხა შესაბამისი ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. შეთავაზების დასრულების შემდეგ კი თქვენ ელექტრონულ ვაუჩერს მიიღბეთ
როგორ ვიყიდო საჩუქრად და რა ხდება შემდეგ? თუ გსურთ ვაუჩერის საჩუქრად ყიდვა, აირჩიეთ ველი "იყიდე მეგობრითვის" და შეავსეთ მოცემული გრაფები. თუ შეთავაზება შედგება თქვენი საჩუქარი ადრესატს იმ ელ–ფოსტაზე მიუვა რომელსაც მიუთეთებთ, ხოლო თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელ–ფოსტაზე, რომ საჩუქარი წარმატებით იქნა გაგზავნილი
როდის გასდის ვაუჩერს ვადა? ვაუჩერის გამოყენების ვადა მითითებულია ვაუჩერზე და ასევე "საჭირო ინფორმაციაში" სვუპის ვებგვერდზე. ვაუჩერს აქვს ორი სახის ვადა: ფასდაკლების და ვაუჩერის. ფასდაკლების ვადის პერიოდში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ ფასდაკლებით რაც არის მითითებული სვუპის ვებგვერდზე. ფასდაკლების ვადის ამოწურვის შემდეგ, ვაუჩერის ვადა გულისხმობს რომ თქვენ მაინც შეგიძლიათ ვაუჩერით სარგებლობა გარკვეულ პერიოდში, მაგრამ მხოლოდ იმ ღირებულებით რაც გაქვთ გადახდილი ვაუჩერში
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შეთავაზება არ შესრულდა? თუ მოთხოლვნილ მომხმარებელთა მინიმალური რაოდენობა არ შეგროვდა, შეთავაზების დასრულების შემდეგ, შეთავაზება გაუქმედება და თქვენი თანხა განიბლოკება შესაბამისი ანგარიშიდან
რამდენად უსაფრთხოა საკრედიტო ბარათით გადახდა? თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია სრულად დაცულია. ჩვენ არ ვითხოვთ თქვენი ბარათის ინფორმაციას, ამას აკეთებს ჩვენი პარტნიორი ბანკი ("ქართუ ბანკი"), რომელიც სრულად არის პასუხისმეგებელი თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. "ქართუ ბანკი" გარანტიას იძლევა საკრედიტო ბარათის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ მიგვიწდვდება ხელი ამ ინფორმაციაზე და არც ვაკონტროლებთ მას. გთხოვთ იხილოთ "ქართუ ბანკის" ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით
ვივირტუალური ბალანსის შევსება Sმარტით Sმარტივის მეშვეობით ვირტუალური ბალანსის შევსება შესაძლებელია Sმარტივის ოფიციალური ვებ.გვერდის დახმარებით,აირჩიეთ კატეგორია "ინტერნეტმაღაზია და პროდუქტი">Swoop>შეიყვანთ Swoop ID-ს>ინფორმაცია დავალიანების შესახებ >შეიყვანეთ სასურველი თანხა>დაამატეთ კალათში>განახორციელეთ გადახდა
This post has been edited by Dato_juve on 31 Oct 2012, 13:09
|