ნაცები და მათი მხარდამჭერები დღეს პოლიტიკური "პახმელიის" სტადიაში არიან...
ცოტა რომ შეფხიზლდნენ, აღმოაჩინეს, რომ არც ისე ყოფილა საქმე როგორ NDI და IRI ხატავდნენ.
საოცარია, მაგრამ რატომღაც მართლა ვერ აჯობა გიორგი თარგამაძემ პოპულარობაში ბიძინა ივანიშვილს.
ის კი არა და თურმე რეალურად მოსახლეობის 44%-იც არ უჭერთ მხარს.
არა და ხელისუფლებაში ყოფნის ნეტარების ლომკაც რომ მოსახსნელი აქვთ?
მიხვდნენ, რა რომ საკუთარი ძალებით "ოცნებას" ფეხებს ვერ მოსჭამენ, აქტიურად დაიწყეს "ოცნების" დაპირებების შესაძლო შეუსრულებლობით უკმაყოფილო მოსახლეობის გაერთიანება-კონსოლიდაციის პროცესის ორგანიზება.
ოღონდ აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ გაერთიანება-კონსოლიდაციის სათავეში, ისევ მათ უნდათ ყოფნა, ეგღა აკლიათ ლიდერობა სხვას გადააბარონ და რიგით ჯარისკაცად დადგენ ბარიკადებზე...
დროს კარგავთ, ძმებო.
თქვენ არავინ გამოგყვებათ.
თანაც სანამ სანახაობაა პურზე უარის თქმა მოსულა, მით უფრო არც უპურობა გაგრძელდება დიდხანს.
დღეს კეთილი ვარ და ამიტომ წარმატების მისაღწევ რამოდენიმე რჩევას მოგცემთ:
1. უარი თქვით სააკაშვილზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე.
მან ამოწურა თავისი თავი და არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ გააჩნია.
სააკაშვილში თუ რამეს ვაფასებდი, ეს იყო პოლიტიკური ალღო.
ამ ალღოს დახმარებით, იგრძნო მომენტი და ე.წ. "რეფორმატორებთან" ერთად გამოეყო მოქალაქეთა კავშირს.
ამ ალღოს დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, როცა რეალურად შევარდნაძის დროინდელ არჩევნებში 25% ქონდა.
ამ ალღოს დახმარებით დაძირა ბურჯანაძე და ჟვანია, აყალბა არჩევნები და დარჩა ხელისუფლებაში წაგებული ომის შემდეგ.
მარა
მას შემდეგ რაც რასმუსენთან ორ ხელისუფლებიანობაზე დაიწყო საუბარი, მის პოლიტიკურ გამჭრიახობაზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი.
მიშისტებო თუ გინდა გააგრძელეთ, მისი თაყვანისცემა, მაგრამ მე აღარ გირჩევთ. საერთო საქმეს გააფუჭებს.
2. ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს გახდება მოსახლეობაში პოპულარული, სანამ მისი სახეებია, პალიკო კუბლაშვილი, წუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე, გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი. (ყველას ნუ ჩამომაწერინებთ).
მეორეს მხრივ,
მათ გარეშე, ნაციონალური მოძრაობაც, უკვე აღარ არის ნაცმოძი. ამიტომ სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ან მათთან ერთად ისტორიის სანაგვეზე, ან მარტო - ნათელი მომავლისკენ.

3. ეს პუნქტი მეორეს გაგრძელებაა, დაივიწყეთ ბრენდი "ნაციონალური მოძრაობა", შექმენით ახალი პარტია, ახალი სახელით და ისტორიით. დაიწყეთ ყველაფერი ნულიდან და იქნებ, ოდესმე, თქვენ რიგებში მართლა მიიზიდოთ დღეს არსებული "ოცნებისტთა" "პროდვინუტი" და შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფლებისადმი მუდამ კრიტიკული ნაწილი...
და თუ ეს შესძელით, მაშინ კი მართლა შეექმნება პრობლემები დღევანდელ ხელისუფლებას.
რა მრჯის ამას რომ ვწერ?
საქმე იმაშია, ჩემო მურაბა და კარგო ხოლხო, რომ ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ნორმალური ოპოზიციის არ არსებობაა.
დღეიდანვე ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ "ოცნების" ნორმალურ ალტერნატივაზე ფიქრი. თან იმედიც მაქვს, რომ ივანიშვილი სიტყვას შეასრულებს და 2014 წლისთვის სამოქალაქო სექტორში გადასვლით და ხელშეწყობით ამ პროცესს მაქსიმალურად დააჩქარებს და განავითარებს.
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...