გამარჯობა. მე ვარ დაჩი. 11 წლის. ერთხელ ჩემმა დედიკომ თქვენს გაზეთში ერთ ბავშვზე წაიკითხა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა და მახსოვს, როგორ გაგვიხარდა, როცა მერე დაბეჭდეთ, იმ ბავშვს კეთილი ხალხი უკვე დაეხმარაო. დღეს ჩემი დედიკო ცოცხალი აღარ არის, წვალებით გარდაიცვალა შარშან. მამა არ მყავს, არც და-ძმა, არც არავინ - ჩემი დეიდის გარდა. დეიდას ეშინოდა, ეს წერილი დამეწერა, რომ გაიგებენ, ასე გვიჭირს, ვაითუ, შენი თავი წამართვანო. მყავს 5 წლის დეიდაშვილი, ბებო და ძია, ჩემი დეიდის ქმარი. ოჯახში მარტო ის მუშაობს, მაგრამ ფულს როცა აიღებს, ბანკის კრედიტებში იხდის. ამიტომ მთელი ზაფხული დავდიოდი, მინდოდა რამე სამუშაო მეშოვა, მაგრამ ვერ ვიშოვე. დეიდასაც ძალიან უნდა სამუშაო, მაგრამ ისეთი ვერ იშოვა, მანამდე იმუშაოს, სანამ ჩემი დეიდაშვილი ბაღშია.
ძალიან გთხოვთ, იქნებ გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი. სულ ის მახსენდება, მე და დედიკომ რომ წავიკითხეთ, როგორ დაეხმარნენ კეთილი ადამიანები ერთ ბავშვს. იქნებ მეც დამეხმარონ. მე ფული კი არ მინდა, მარტო ის, სამუშაო ვიშოვო და იმდენი ფული შევაგროვო, ჩემს დედიკოს საფლავის ქვა გავუკეთო. სოფელში რომ ჩავდივარ სასაფლაოზე, ყველას საფლავზე ქვაა, ჩემი დედიკოს საფლავზე კი არა...
და კიდევ ერთი: ჩემმა დეიდამ დედიკო რომ ავად იყო, ძალიან ძვირი წამალი უყიდა, პამიტექსი. ჩემს დედიკოს ეს წამალი ერთი ცალი დარჩა და თუ ვინმეს სჭირდება, მინდა ვაჩუქო.
ბოლოს კი, ჩემს დეიდას მაინც წავაკითხე ეს წერილი. შემისწორა, დამთანხმდა, გამომეგზავნა. მაგრამ მირჩია, - მაშინ ისიც მისწერე რედაქციას, რომ თუკი გამოაქვეყნებენ, იქნებ შენი გვარი არ დაბეჭდონ, რომ სოცაგენტებმა არ ამოიცნონ ჩვენი ოჯახი და არ მითხრან, თუ ასე გიჭირთ, თქვენს დისშვილს სახელმწიფო გაზრდისო".
==============
ეს 11 წლის ბიჭის წერილია
ფორუმს ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია
ამ პატარასაც დავეხმაროთ, ვისაც შეგვიძლია და რითაც შეგვიძლია
ვისაც სურვილი გაქვთ, თანხა ჩარიცხეთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე
მე,
agr_bak და სხვა მსურველები მივალთ ოჯახში
TBCBCG22
GE51 TB7136345060600002
მიმღები ნათია მორჩაძე
EMONEY 360967887
http://www.kvirispalitra.ge/palitris-posta...gavukethoq.html This post has been edited by natia_m77 on 13 Nov 2013, 00:41
Концов счастливых не бывает. Если счастливый, значит не конец.
И жизнь, как посмотришь с холодным вниманьем вокруг —
Такая пустая и глупая шутка!