თემა იხსნება იუზერ
LEON_ -ის თხოვნით!
ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის კობა ბექაურის განცხადებით, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაჭერის ოპერაციაში მონაწილეობა მას უშუალოდ შს და იუსტიციის ყოფილმა მინისტრებმა ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა აიძულა.
ამის შესახებ ბექაურმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში "შალვა რამიშვილის დილა" განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ჩვენებები, რომელიც მან გამოძიებას მისცა, თავად არ დაუწერია და უბრალოდ დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა.
როგორც ცნობილია, 2005 წლის ზაფხულში შალვა რამიშვილი დეპუტატ კობა ბექაურისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბექაური აცხადებდა, რამიშვილი მას აშანტაჟებდა, მოითხოვდა რა მისგან 100 000 აშშ დოლარის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტელეკომპანია არ გაუშვებდა კომპრომატულ მასალას ბექაურის მიერ საბაჟო ტერმინალ "ოპიზაში" უკანონოდ შესყიდული აქციების შესახებ.
ბექაურის თქმით, ოპერაცია უშუალოდ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.
"მე მოვედი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომეხსნა ის ტვირთი, რომელიც მაწევს. მე დამიძახეს და მითხრეს, იქნებ საქმე ისე მოგვეგვარებინა, როგორც ჩვენ გეტყვითო. დათა ახალაიას კაბინეტში იჯდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და თვითონ დათა ახალაიაც. მაშინ როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ფული შემეთავაზებინა შენთვის (იგულისხმება შალვა რამიშილი), ერთი პერიოდი ამაზე წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ადეიშვილმა პირადად მითხრა – "გირჩევნია, რომ რამიშვილს ფული მისცე ან დაგიჭერ და გაგანადგურებო", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, ის ფული – 30 000 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა რამიშვილისთვის, მას არ ჰქონია.
"ვანომ დაურეკა მესხელს და მესხელმა მოიტანა ეს ფული", - აღნიშნა ბექაურმა.
ამასთან, ბექაურის განცხადებით, გადაღებული მასალა მან წაიღო მოდულის შენობაში, სადაც თბილისის მერი გიგი უგულავა დახვდა და მასალა მან წაიღო.
რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ამ ოპერაციაში, ბექაურის თქმით, სააკაშვილს მაშინ ყველაზე მეტად უნდოდა ტელეკომპანია "202"-ის გაჩერება და შალვა რამიშვილის მოშორება უნდოდა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი 2005 წლის 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეუფარდეს.
ბექაურის მიერ რამიშვილისთვის ფულის გადაცემის პროცესი პოლიციამ დეპუტატ ბექაურის დახმარებით ფარული კამერის საშუალებით გადაიღო.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=20586 ჩემგან ერთს დავამატებ - კობა ბექაურო შენი დედას შეVEცი!!!!!! შენი და ყველა შენნაირი ნასედკა ნაბოზვარის! რომელთა წყალობით და ასე პროვოკაციული და შეთითხნილი საქმეებით ბრალდებული ხალხით ციხეებია გავსებული!